დღეს ერთ-ერთი უდიდესი მოძრავი საუფლო დღესასწაული ბზობაა _ქრისტეს ზეიმით შესვლა იერუსალიმში.

ოზურგეთის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა აღავლინა შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა.

ბზობა აღინიშნება აღდგომის  წინა კვირას. ეს დღესასწაული დადგინდა მას შემდეგ, რაც იესომ მხოლოდ სიტყვით აღადგინა ოთხი დღის მკვდარი თავისი საყვარელი მეგობარი ლაზარე. ამ ფაქტით ებრაელი ხალხის უმრავლესობამ იწამა, რომ ქრისტე ღმერთია. მაშასადამე, რომ არ ყოფილიყო ლაზარეს აღდგინება, არავინ შეხვდებოდა დიდებით ქრისტეს იერუსალიმში, ახლა კი სახედრის კიცვზე ამხედრებულ იესოს ხალხი შეხვდა როგორც მეფეს: ფეხქვეშ უშლიდნენ ხალიჩებს, თავიანთ გარესამოსელს, პალმის ტოტებს, ყვავილებს და სულიწმიდის მადლით უგალობდნენ როგორც ღმერთს: „ოსანა მაღალთა შინა ღმერთსა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა!

ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ზეიმით ხვდებოდნენ ქრისტეს, ქრისტე კი ტიროდა. ამაზე წმინდა მამები, ასეთ განმარტებას იძლევიან, რომ ქრისტე ღვთიური თვალით ხედავდა, რომ იგივე ხალხი, რომელიც დღეს „ოსანას“ გალობით ხვდებოდა, ერთი კვირის შემდეგ მის ჯვარზე გაკვრას მოითხოვდა, რის გამოც ებრაელი ერი თავს დაიტეხდა უდიდეს უბედურებას. ქრისტე ხედავდა, როგორ გაანადგურებდა ვესპასიანე 70 წ. იერუსალიმს, რომ მისგან მთელი „გოდების“ კედელიღა დარჩებოდა და სახელმწიფო დაქცეულ-დაკარგული ებრაელობა როგორ დაიქსაქსებოდა მთელ დედამიწაზე და როგორ იქნებოდნენ სამადლოდ შეკედებულნი სხვის კარს საუკუნეების განმავლობაში.

ბზობის დროს, ქრისტე გაუხედნავ კვიცზე (ჩოჩორზე) იჯდა და უკან დედა სახედარი მისდევდა. ეს სიმბოლურია და წმიდა მამათა აზრით, ქრისტეს პირველად „გაუხედნავი“, წარმართი ხალხი შეიწყნარებდა, ხოლო სულ ბოლოს, ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს, ებრაელებიც მოიქცევიან ქრისტიანობაზე.

მსგავსი სტატიები

  • 62
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „იხარებდით მართალნი, მხიარულ იყვენით ცანი, იმღერდით მთანი, მეუფე იშვა, ქრისტე, ქალაქსა დავითისსა, ბეთლემს ჰურიასტანისასა“ (უძველესი იადგარი) მოვედით ერნო, რათა მადლიერებით მოვიხსენოთ ადამიდან…
  • 59
    ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის მეუფე გრიგოლის სიტყვა საქართველოს პირველი პრეზიდენტის -ზვიად გამსახურდიას სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე.31 დეკემბერი, 2024 წელი. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის მეუფე გრიგოლის სიტყვა საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე. /სოფელი ძველი ხიბულა, მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების ტაძარი/ ქრისტესმიერ საყვარელნო ძმანო და დანო, ძვირფასო მეგობრებო, დღეს ჩვენ ვიმყოფებით ძველ ხიბულაში, რათა პატივი მივაგოთ საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ბატონ ზვიად გამსახურდიას…
  • 59
    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლე: საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გამათავისუფლა მე ცოდვისა და სიკვდილის რჯულისაგან“ (რომაელთა 8,2) ქრისტესმიერ საყვარელნო დანო და ძმანო, ქრისტე იშვა! ჭეშმარიტად იშვა…
  • 58
    ოჯახური ისტორიის გადასახედით, ფურცლებზე დატანილ სიტყვათა კინძულში, კადრები დანისლული მოგონებებიდანგადასახლება _ რამდენ ტკივი-ლიან ფურცლად შემორჩენია თავად ეს სიტყვა გასულ საუკუნეს, რამდენი უკანასკნელი ამოსუნთქვა ჩაბრუნებია გულს სამშობლოსგან მოშორებით და სამშობლოს მონატრებით. ერთ-ერთი საუბრის დროს, რამდენიმე ფაქტის გახსენებას მოჰყვა ამ წერილის მომზადების იდეა. ვთხოვე ხათუნა გორგოშიძე - სურგულაძეს, მასალები მოეწოდებინა. თვალწინ მიდევს დრო-ჟამისგან შეყვითლებული ეს ფურცლები, ბევრი ჩასწორებით, ბევრი გადახაზვით. და…
  • 53
    12 აპრილს მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების დღეა.ებრაული სახელი „ლაზარე“ ქართულად „ღვთის წყალობას“ ნიშნავს. მართასა და მარიამის ძმა, მართალი ლაზარე ბეთანიაში დაიბადა, იერუსალიმის მახლობლად. მიწიერი ცხოვრების დროს უფალი იესო ქრისტე ხშირად სტუმრობდა წმიდანს, ძლიერ უყვარდა იგი და თავის მეგობარს უწოდებდა. წმინდა მამათა განმარტებით, პირველი წყალობა უფლისაგან ღირსი ლაზარეს მიმართ ის გახლდათ, რომ მას იესო ქრისტე თავის მეგობრად…