მოქალაქეებმა, რომლებიც ისნის მეტროსადგურთან იყვნენ შეკრებილები, „ერთობის მარშით“ კახეთის გზატკეცილზე მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან გადაინაცვლეს.

შეკრებილები აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას და „ქართული ოცნების“ მიერ ხელისუფლებიდან გადადგომას ითხოვენ.

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრებს თან აქვთ ბანერები, რომლებზე მათი შვილები არიან გამოსახულები.

ამასთან, ადგილზე მყოფებს თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

გარდა ამისა, მარშის დროს მანიფესტანტები სკანდირებდნენ: „ცეცხლი ოლიგარქიას“, „თავისუფლება პოლიტპატიმრებს“, „არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა“.

ასევე, აქციის მონაწილეებმა საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების სახელი და გვარები მსვლელობის დროს რამდენჯერმე გაჟღერეს.

წყარო: ipn.ge

მსგავსი სტატიები

  • 73
    „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებადღეს „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 13 წელი შესრულდა. 2012 წლის 21 აპრილს, ბიძინა ივანიშვილმა შექმნა პოლიტიკური გაერთიანება და უმძიმეს პერიოდში, საკუთარი და ოჯახის სიცოცხლის რისკის ფასად, გადამწყვეტი ბრძოლა გამოუცხადა ქვეყანაში დამყარებულ სისხლიან დიქტატურას. რეჟიმზე გამარჯვების შემდეგ, „ქართული ოცნების“ პირობებში, საქართველო მყარად დაეფუძნა დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის პრინციპებს, ადამიანის ძირითად უფლებებსა და…
  • 72
    ევროპარლამენტი მოითხოვს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას...ევროპარლამენტმა რეზოლუცია სახელწოდებით „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“ მიიღო. რეზოლუციას მხარი 324 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 25 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 87-მა თავი შეიკავა. რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი: „მოითხოვს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდების მოხსნას. ასევე, გმობს მის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებასა და სისხლისსამართლებრივ დევნას; მკაცრად გმობს „ქართული…
  • 72
    მამუკა მდინარაძე - ჯერ უნდა იუზრდელოს, იპროვოკატოროს, „იძველბიჭოს“ და ამაზე პასუხს თუ მიიღებს, პასტა და ფურცელი არ გააგდოს პოლიციაში ხელიდან - რანაირი ქართულია? რაში ჯდება? ეს არის „ნაცი“ პროვოკატორის ქცევის წესიჯერ უნდა იუზრდელოს, იპროვოკატოროს, „იძველბიჭოს“ და ამაზე პასუხს თუ მიიღებს, პასტა და ფურცელი არ გააგდოს პოლიციაში ხელიდან - ეს არის „ნაცი“ პროვოკატორის ქცევის წესი, რომელიც ტრენდად უნდათ, რომ აქციონ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინციდენტს, რა დროსაც აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა,…
  • 70
    ღია წერილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბატონ დონალდ ტრამპსამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, ბატონ ჯეი დი ვანსსსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბატონ დონალდ ტრამპსამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, ბატონ ჯეი დი ვანსს ღია წერილი გაუგზავნა: რამდენიმე კვირის წინ, მოგმართეთ წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. აღნიშნულ წერილს წინ უსწრებდა ჩემი საჯარო განცხადებები, სადაც ღიად გამოვხატავდი საქართველოს მზაობას, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განგვეახლებინა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და…
  • 70
    ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვაშინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით ვახტანგ გომელაური მიმართვას ავრცელებს: „საზოგადოებას მინდა ვაცნობო, რომ მივიღე გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ. ეს გადაწყვეტილება ჩემთვის არ იყო იოლი მისაღები. 2011 წლიდან ვიყავი იმ ბრძოლის თანამონაწილე, რომელსაც სათავეში ბატონი ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგა და რომელმაც ჩვენს ქვეყანას გარდამტეხი ცვლილებები მოუტანა. ჩემთვის ძვირფასი და…