ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია სამშენებლო კომპანია “ფოლად იოლი”-ს საწარმოს თანამშრომლებმა გამართეს. ორგანიზაციაში 200-ზე მეტი ადამიანი გაიფიცა და პროტესტის ნიშნად ბათუმი-ქობულეთი-შეკვეთილის ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტა.
აქციის მონაწილეები სახელფასო ანაზღაურების დაგვიანებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ კომპანიისგან ექვსი თვის ანაზღაურება აღარ მიუღიათ.
გზის გადაკეტვას მალევე შეუშალა ხელი საპატრულო პოლიციამ, თუმცა აქციის მონაწილეებმა საბოლოოდ ფეხით მსვლელობა გამართეს და გზის გარკვეული ნაწილი ამ დრომდე გადაკეტილი აქვთ. ისინი გურიის გუბერნატორთან გიორგი ღურჯუმელიძესთან შეხვედრას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში დაშლას არ აპირებენ.
საპროტესტო აქციაზე იმყოფება უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც, რომელიც პროტესტის მონაწილეებთან ერთად შეხვდა თურქული კომპანიის წარმომადგენლობას და დაპირება მიიღო, რომ მაქსიმუმ ოთხ დღეში ან ბაირამის დღესასწაულის დასრულების შემდეგ აქციის მონაწილეები თავიანთ კუთვნილ ანაზღაურებას მიიღებენ.
– აღნიშნულ საწარმოში თურქეთის, საქართველოს და აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან დასაქმებულები, რომელთა შრომითი უფლებები ირღვევა და კომპანიასთან ურთიერთობაში თანამშრომლები უკვე წლებია არაერთ პრობლემას აწყდებიან. მოვუწოდებ ხელისუფლებას, დაიცვას მოქალაქეების უფლებები – განაცხადა თამაზ ბაკურიძემ.
კომპანია ”ფოლად იოლი” საქართველოში საავტომობილო გზებს და ავტობანებს აშენებს და სახლმიწფოსგან ამ მიმართულებით არაერთი პროექტი აქვს მიღებული.
მსგავსი სტატიები
- 87
ავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ…
- 86
ლადო ხავთასი 93 წლისაა. მისი განვლილი, თითქმის საუკუნოვანი გზა, იმდენად ბევრის მომცველია, რომ მისი აღწერა ერთ საგაზეთო წერილში პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ შევეცდებით, მისი პიროვნების და ცხოვრების ძირითად შტრიხებზე გავამახვილოთ ყურადღება. იგი დაიბადა 1931 წლის 15 ივნისს ქ. მახარაძეში, ზვანში, კოლმეურნეების ოჯახში. 8 კლასის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს სწავლა განაგრძო მახარაძის…
- 82
სახალხო დამცველის ბრიფინგი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით „2024 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას 76 წელი შეუსრულდა. ამ დღეს განსაკუთრებული ისტორიული ღირებულება აქვს და სათავეს იღებს 1948 წლის 10 დეკემბრიდან, როდესაც გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია დაამტკიცა. ამ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო აქტის მიღებიდან 76 წლის შემდეგაც საქართველო, გამოწვევის…
- 82
70 წლისა შესრულდა გამოჩენილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე ვახტანგ პატიკოს ძე ღლონტი. ამის გამო საქართველოს მწერალთა კავშირმა იუბილარს მისალმება გაუგზავნა. მისალმებაში ნათქვამია: ბატონო ვახტანგ! ჩვენო საყვარელო, ჭირსა თუ ლხინში გამოცდილო თანამებრძოლო! საქართველოს მწერალთა კავშირი, თქვენი მეგობარი ქართველი მწერლები გულმხურვალედ მოგესალმებიან ძმასა და მეგობარს, თანამედროვე ქართული მწერლობის ჭეშმარიტ რაინდს…
- 81
ოზურგეთს ჰყავს მდიდარი ბიოგრაფიის მქონე ადამიანები, რომლებიც, თავიანთი ცხოვრების წესით, საქმიანობით, ქველმოქმედებით სამაგალითო მოქალაქეები არიან. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ მრავალმხრივი მოღვაწე ოლეგ გობრონიძე. მას დღეს დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდა. ოლეგი ქ. ოზურგეთში დაიბადა, გოგებაშვილის ქუჩაზე. დედა _ სონია შეწირული დაწყებითი განათლების სპეციალისტი იყო, ხოლო მამა აკაკი _ვაჭრობის მუშაკი. იხსენებს ოლეგი ეპიზოდებს …