ინტერვიუ ბახვი ჰესის დირექტორთან, გიორგი აბრამიშვილთან

ბახვი ჰესის პროექტზე მუშაობა ბახვი ჰესის გუნდმა 2021 წელს დაიწყო. პირველი ორი წელი იყო კვლევებისა და პროექტის განხორციელებისთვის ყველა საჭირო ნებართვის მოპოვების ეტაპი.   კომპანიის თანამშრომლები აქტიურად მუშაობდნენ, როგორც სახელმწიფო უწყებებთან, ასევე ადგილობრივ მოსახლეობასთან, გარემოსდაცმველებთან, მედიის წარმომადგენლებთან. იმართებოდა საჯარო დისკუსიები და გაფართოებული შეხვედრები, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობა და დაინტერესებული ჯგუფების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას დისკუსიებსა თუ განხილვებში. კომპანიის კეთილი ნების საფუძველზე, სხვადასხვა ჯგუფთან ჩართულობის და ორმხრივი კომუნიკაციის შედეგად,  ასევე, მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაციების საფუძველზე, შემუშავდა სოციალური პროგრამა, რომელიც 2021 წლის შემოდგომიდან ამოქმედდა.  ბახვი ჰესის სოციალური პროგრამა მრავალმხრივია და ამ დროისთვის პროექტების 90% უკვე შესრულებულია.

_ ბატონო გიორგი, როგორც ვიცით, ბახვი ჰესის სოციალური პროგრამა წარმატებით ხორციელდება. როგორ მოახერხეთ, რომ ის ყველასათვის მისაღები იყო თავიდანვე?

  • პირველ რიგში ვიტყოდი იმას, რომ სოციალური პროგრამა ჩვენმა გარემოსდაცვისა და სოციალური პროექტების გუნდმა შექმნა არა დამოუკიდებლად და ერთპიროვნულად სამშენებლო პერიმეტრთან არსებულ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის, არამედ სწორედ ამ მოსახლეობასთან ერთად, იმ ადამიანებთან ერთად, ვისთვისაც კეთდებოდა ეს პროგრამა. პირველ ეტაპზე, სამშენებლო პერიმეტრთან ახლოს მდებარე სოფლებში ჩავატარეთ საჭიროებების კვლევაკარდაკარის პრინციპით. შემდეგ, ამ კვლევაზე დაყდნობით გამოვყავით მიმართულებები და ამ მიმართულებებს დავაშენეთ კონკრეტული პროექტები. პროგრამა მოიაზრებს პროექტებს, რომლებიც ფარავს განათლებას – ბაღი, სკოლა, უნივერსიტეტი; ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას – გზები, ხიდები, განათება, წყლის სისტემა; მცირე ბიზნესისა და ტურიზმის ხელშეწყობას – გურული ჩაი, სტუმარ-მასპინძლობის ობიექტები; შშმ პირების გაძლიერება და ა.შ. თქვენ მართალი ბრძანდებით, როცა ამბობთ, რომ ამ პროექტების 90% პირნათლად შეასრულა ბახვი ჰესმა. ამჟამად გვაქვს რამდენიმე მიმდინარე პროექტი, რომელიც მშენებლობის დასრულებამდე იქნება აქტიურ ფაზაში.

_ ბატონო გიორგი, შეიძლება ვთქვათ, რომ თქვენმა პროექტებმა ცოტა მაინც შეცვლა ცხოვრების ხარისხი სამშენებლო მოედნის მიმდებარედ არსებულ სოფლებში?

  • ვფიქრობ ამის თქმის საფუძველი გვაქვს, რადგან თავისფლად შეგვიძლია შევადაროთ 2021 წელს არსებული ვითარება და დღევანდელობა ერთმანეთს. პირველი რაც შეგვიძია ვთქვათ ისაა, რომ ჩვენ პირნალთლად შევასრულეთ დანაპირები და მაქსიმალურად დავასაქმეთ ადგილობრივი მოსახლეობა პროექტზე. ეს კი ნიშნავს, ოჯახებში ხელფასის სახით შესულ თანხას, რაც აძლევს საშუალებას ადგილობროვებს გაიუმჯობესონ ცხოვრების პირობები. ჩვენ ასევე,შესაძლებლობების ფარგლებში,პრიორიტეტს ვანიჭებთ ადგილობრივებს, როცა გვჭირდება მძიმე თუ მსუბუქი ტექნიკის დაქირავება, მოსმახურების თუ გარკვეული პროდუქტების შეძენა. ჩვენი დანაპირები იყო, რომ პროექტის ბიუჯეტი პრიორიტეტულად დაიხარჯებოდა რეგიონში და ასეც ვიქცევით, იქნება ეს პურის შესყიდვა, თუ ტრაქტორის ქირაობა. რაც შეეხება სოციალურ პროექტებს, შშმ პირები იღებენ ყოველთვიურ დახმარებას 2021 წლიდან და ვფიქრობ, თანხა, რასაც ისინი იღებენ, გარკვეულ პრობლემებს უგვარებს მათ. ვანისქედში, რაც ეს სოფელი არსებობს სულ სუფთა წყლის პრობლემა ჰქონდათ. სოფლის მაცხოვრებლებს სახლში არ მიეწოდებოდათ სუფთა წყალი. შარშან ჩვენ სრულად მოვუგვარეთ ვანისქედელებს ეს პრობლემა. ბახმაროში ენერგოეფექტური განათების სისტემა დავამონტაჟეთ USAID-ის ენერგეტიკულ პროგრამასთან ერთად, გავაძლიერეთ გურული ჩაი და სტუმარ-მასპინძლობის სექტორი USAID-ის ეკონომიკურ პროგრამასთან ერთად, მოვაწესრიგეთ ინფრასტრუქტურა – გზები, ავაშენეთ ახალი ხიდი, საგანმანათლებლო პროგრამებით კი, დავეხმარეთ საბავშვო ბაღს, სკოლის მოსწავლეებს ავუმაღლეთ ცნობიერება გარემოსდაცვით და   განახლებადი ენერგიების საკითხებზე. ჩვენს მიერ დაქირავებული ტრენერები ეხმარებიან უფროსკლასელებს პროფესიულ ორიენტაციაში, გვყავს სტუდენტები, რომელთა სწავლის საფასურის 80% კომპანია ანაზღაურებს, რადგან ისინი სწავლობენ იმ დისციპლინებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენ მიზანი იყო, რომ ჩვენი პროექტები, რომლებსაც ვახორციელებდით აქ, ყოფილიყო ცვლილების მომტანი და ვფიქრობ გამოგვივიდა კიდეც.

_ რა იქნება მშენებლობის დასრულების შემდეგ? გაქვთ სამომავლო გეგმები სოციალური თემების მიმართულებით?

  • როგორც თავში ვთქვით, პროექტების 90% უკვე შესრულებულია და დანარჩენი 10%-იც მშენებლობის დასრულებასთან ერთად შესრულდება. თუმცა, ჩვენ ასე ვერ შეველეოდით აქაურობას და ვერ შევაჩერებდით მთისპირის თემზე ზრუნვას. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დავდეთ ჩვენი ხედვა და შევათანხმეთ ადგილობრივ თვითმმართველობასთან, რომ ბახვი ჰესი გააკეთებს ფონდს, სადაც ყოველწლიურად ჩაირიცხება გარკვეული თანხა, როგორც კომპანიის კეთილი ნება. ამ თანხის განკარგვის უფლება ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად ექნება მთისპირის თემს და მისი მიზნობრიიობა იქნება თემში არსებული სხვადასხვა სოციალური თუ ინფრასტრუქტურული სახის პრობლემის მოგვარება. ვფიქრობ, ამ გზით, ჩვენ არ შევაჩერებთ მთისპირის განვითარებას და ბახვი ჰესი დარჩება პოზიტიური ცვლილებების განმახორციელებლად რეგიონში.
  • 31.05.2025

 

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 87
    მშენებლობის ეტაპზე გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმის აღსრულება ჩვენი პრიორიტეტი იქნება - ინტერვიუ ბახვი ჰესის დირექტორთან, გიორგი აბრამიშვილთან      აქტიური და ნაყოფიერი 2023 წლის დასრულების შემდეგ ბახვი ჰესი ახალი, 2024 წლისთვის დიდი შემართებითა და ოპტიმიზმით ემზადება. განვლილმა წელმა კომპანიის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროექტის განხორციელების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობა და მათთან ყოველდღიური კომუნიკაცია. შესაბამისად, ისევე როგორც, პროექტის საწყისი ეტაპიდან მოყოლებული, 2024 წელსაც…
  • 86
    ბახვი ჰესი - ჩვენ ერთად ვაშენებთინტერვიუ ბახვი ჰესის დირექტორთან, გიორგი აბრამიშვილთან მოგესალმებით ბატონო გიორგი, როგორ მიმდინარეობს პროექტი და რამდენად ახლოსაა მისი განვითარება დასახულ მიზნებთან? მოგესალმებით და დიდი მადლობა ინტერესისთვის. ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ვაშენებთ ჰიდროელექტროსადგურს და შესაბამისად ხელს ვუწყობთ განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას, რაც ვფიქრობ, საამაყო იქნება როგორც ჩემთვის პირადად, ასევე, ამ პროექტში პირდაპირ თუ…
  • 86
    ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა2024 წლის 26 ივნისს ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს რიგით მეორე შეხვედრა ოზურგეთში ჩატარდა. ბახვი ჰესის დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა, საბჭოს წევრებს პროექტის მიმდინარეობა გააცნო. მან ისაუბრა არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე. ბახვი ჰესის ტექნიკურმა დირექტორმა, არჩილ ძნელაძემ პრეზენტაციის ფორმატში მიმოიხილა მშენებლობის მიმდინარეობა და სამშენებლო მოედანზე არსებული ვითარება.…
  • 83
    ბახვი ჰესმა მთისპირის თემში მაცხოვრებენ შშმ პირებსა და მარტოხელა მოხუცებს სურსათი და საჭირო მედიკამენტები ჩაუტანა.„ბახვი ჰესმა“ მთისპირის თემში მაცხოვრებენ შშმ პირებსა და მარტოხელა მოხუცებს სურსათი და საჭირო მედიკამენტები ჩაუტანა. ასეთი სულ 25 ოჯახია. ასევე „ბახვი ჰესი“ გზების გაწმენდის პროცესში სტიქიის პირველივე დღიდან ჩაერთო მძიმე ტექნიკით და გაწმინდა მთისპირის ცენტრალური გზა, ასევე სოფლები უკანავა და ვანისქედი. „ბახვი ჰესის“მოხალისეები სოფელ მთისპირში აქციას დღესაც აგრძელებენ.    …
  • 83
    ჩოხატაურში შშმ პირების მშობლებისა და მოზარდებისთვის თერაპიული პროგრამის მესამე ეტაპი იწყება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი პირების მშობლებისთვის და ასევე, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოზარდებისთვის სპეციალური თერაპიული პროგრამის მეორე ეტაპი დასრულდა და 2025 წლის მაისიდან მესამე ეტაპი იწყება. პროექტის „ვისწავლოთ, ვიმუშავოთ, ვიმოქმედოთ ერთად” დასკვნითი ღონისძიება ჩოხატაურში გაიმართა, რომლის ფარგლებშიც პროექტის ინიციატორებმა და ორგანიზატორებმა შეაჯამეს გასული წლის საქმიანობა და მესამე ეტაპის…