„არ გაჩერდე, არ დარეგისტრირდეთ~, _ამ წარწერით დატოვა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზი გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა, სადაც მისი „სისხლის სამართლის“ საქმის განხილვა მიმდინარეობდა.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეები გამოიკითხნენ.
მომდევნო პროცესი 9 ივნისს, 13:00 საათზე გაიმართება, სასამართლოს ინფორმაციით, იმავე დღეს 9 ივნისს, ასევე განიხილება საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე.
ცნობისთვის, გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება.
წყარო: ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 79
მინდოდა 2012 წლის 19 აგვისტო მწარე წარსულისთვის დამეტოვებინა, მაგრამ ვერ შევძელი. იმდენჯერ შემახსენეს მსგავსი სცენარის შემქნელებმა თავი, რომ იძულებული ვარ „ალიონის“ არქივს გადავხედო. ბახმაროს დოღს წინ უძღვოდა „შუამთობის“ დღესასწაული გომისმთაზე, სადაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რამაზ ნიკოლაიშვილი, გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი და ეპარქიის უმაღლესი სასულიერო პირი, მეუფე იოსები ესწრებოდნენ. ნაშუადღევს დაიწყო გახმობები…
- 77
ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმის განხილვა 14 აპრილს 13:00 საათზე გაგრძელდება. დღევანდელ სხდომაზე, სასამართლოს პროკურატურამ სამი მოწმე პოლიციელი და საქმის გამომძიებელი წარუდგინა, რომლებიც მზია ამაღლობელის დაკავების პერიოდში ადგილზე იმყოფებოდნენ. მოწმეებს შეკითხვებით მიმართეს, როგორც ადვოკატებმა ასევე, პროკურორებმა. საერთო ჯამში, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს…
- 76
ღეს, 2025 წლის 28 აპრილს, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" უკანონო პატიმრობაში მყოფი, ,,ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი საჩივრით დასაბუთებულია, რომ მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორებიცაა - თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება…
- 76
სამმა ჟურნალისტმა საქართველოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართა. საქმე ეხება რუსული კანონის მოწინააღმდეგე პირების დევნას, მათთვის პირად ნომერზე დარეკვას, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარას_ ამის შესახებ ინფორმაციას JRC ავრცელებს. საჩივარი სტუდია მონიტორის დირექტორის ნინო ზურიაშვილის და მთავარი რედაქტორის ნანა ბიგანიშვილის, ასევე რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის დირექტორისა და TOK…
- 76
ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელს მეგობრები, კოლეგები და გულშემატკივრები მოუწოდებენ, რომ შიმშილობა შეწყვიტოს. როგორც წერილშია ნათქვამი, მზია ამაღლობელმა მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე სასწორზე არ უნდა დადოს. მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე გაჟღერდა წერილი, რომელსაც ადვოკატის მეშვეობით ციხეშიც შეუგზავნიან: „მზია, ჩვენ შენი მეგობრები და კოლეგები პატივისცემით ვუყურებთ შენს ურყევ ნებას და ბრძოლას…