ნიუ-იორკის ბრუკლინის ხიდს მექსიკის სამხედრო-საზღვაო ძალების იალქნიანი სასწავლო გემი შეეჯახა, რის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 19 დაშავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ქალაქის მერის, ერიკ ადამსის თქმით, შეჯახებამდე ცოტა ხნით ადრე Cuauhtémoc-ზე ელექტროენერგია გაითიშა. ოფიციალური პირების თქმით, გემზე, რომელიც ქალაქს კეთილი ნების ვიზიტით სტუმრობდა, 277 ადამიანი იმყოფებოდა.
ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის ოპერაციების უფროსმა განაცხადა, რომ მისი აზრით, ერთ-ერთ სვეტთან გემის შეჯახება მექანიკურმა პრობლემებმა და ელექტროენერგიის გათიშვამ გამოიწვია.
მექსიკის საზღვაო ძალების ცნობით, გემი, რომლის სიგრძე 91 მეტრია, სიგანე კი 12 მეტრი, ზღვაში პირველად 1982 წელს გავიდა. ის ზღვაში ყოველ წელს, საზღვაო სამხედრო სკოლაში სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ გადის, რათა კადეტთა წვრთნა დაასრულოს. წელს გემი მექსიკის პორტ აკაპულკოდან 6 აპრილს გავიდა. მისი საბოლოო დანიშნულების ადგილი ისლანდია იყო.
მსგავსი სტატიები
- 68
ეს 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღეს მოხდა დღეს 19 აგვისტოა. ეს დღე უპირველესად 1997 წლის ფერისცვალებას გადახდენილი თავგადასავალის ფონზე გვახსენდება, როცა კავკასიონზე, მწინვარწვერის მასივში სასწაულად გადავრჩით. იმ წელს კავკასიონზე ტურისტულ-ალპინისტურმა საზოგადოებამ „გურიის მთებმა“ ექსპედიცია მოაწყო. მეგობრების, სპონსორების დახმარებით მოვაგროვეთ შესაბამისი აღჭურვილობა, საკვები და კავკასიონისკენ დავიძარით. გულითბილად მიგვიღეს ყაზბეგელებმა. გაზეთ „ალიონის“…
- 66
ეს ამბავი 25 აპრილს შემემთხვა. სამსახურის დამთავრების შემდეგ, სახლში მივდიოდი,აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისში, ხელმარხცხნივ, სადაც ყვავილების მაღაზიაა თეთრი მანქანა იდგა ( ნომერი 717; სერია და მარკით არ დავინტერესებულვარ) მანქანათან საფულე ეგდო.ავიღე, გავხსენი შიგ ბევრი ფული იდო და დოკუმენტები. ამ დროს ქალბატონმა მარინამ გამოიარა,(გვარს შეგნებულად არ ვასახელებ, ის ღირსეული ქალბატონია და მისთვის…
- 62
აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე, მერილენდში ქალაქ ბალტიმორში გემი ხიდს შეეჯახა, რის შედეგადაც ხიდი მთლიანად დაინგრა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ბალტიმორის ქალაქის სახანძრო დეპარტამენტის კომუნიკაციების დირექტორმა კევინ კარტრაიტმა დაადასტურა, რომ ხიდს დაეჯახა დიდი გემი, რამაც გამოიწვია ხიდის ნგრევა. ბალტიმორის სახანძრო სამსახურის ცნობით, ხიდის დანგრევისას შვიდი ადამიანი და რამდენიმე მანქანა წყალში ჩავარდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია…
- 60
რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის („ფსინ“) განცხადებით, ციხეში ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დაიღუპა. უწყების ცნობით: „სეირნობისას მან თავი ცუდად იგრძნო და პრაქტიკულად იმწამსვე გონება დაკარგა. სასწრაფოს ექიმებმა დაადგინეს მსჯავრდებულის გარდაცვალება“. უწყების ცნობით, დგინდება ნავალნის გარდაცვალების მიზეზები. ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების სამსახური ატარებს შემოწმებას, ხოლო ნავალნის გარდაცვალების მიზეზი მედიკოსებმა…
- 60
ლიეტუვაში, ვილნიუსის აეროპორტის მახლობლად სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ერთ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. თვითმფრინავი, რომელსაც DHL-ისთვის ესპანეთის სატვირთო ავიაკომპანია Swiftair-ი ახორციელებდა, საცხოვრებელ სახლთან ახლოს ჩამოვარდა, როდესაც დასაშვებად ემზადებოდა. პოლიციამ განაცხადა, რომ საცხოვრებელ სახლში მყოფი 12-ვე ადამიანის…