ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი „საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის“ (GESRP) ენერგოეფექტურობის შესახებ რეგიონალური კამპანიის ფარგლებში, „გურიის განვითარების კავშირმა” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურსა და დაბა ნარუჯაში, ასევე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების სოფელებში ბუკისციხესა და იანეულში, განახორციელა პროექტი „ახალგაზრდები ენერგოეფექტურობისთვის“.
პროექტის მიზანი იყო ენერგოეფექტური გარემოს შექმნის თანამედროვე ინსტრუმენტების პოპულარიზება დასაზოგადოების ინფორმირება ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესახებ.ასევე ენერგოეფექტურ და კლიმატგონივრული მიდგომების პოპულარიზაცია და ეკოლოგიური კატასტროფების რიკების და პრევენციის გზების გააზრება.
პროექტი მოიცავდა როგორც სასწავლო ტრენინგ შეხვედრებს სკოლის ეკო-კლუბის წევრებისთვის, ასევე სასკოლო ვიქტორინა-კონკურსებს ენერგოეფექტურობის საკითხეზეპარტნიორსკოლებს შორის, რომელშიც მონაწილეობდნენ დაბა ლაითურისსაჯარო სკოლის ეკო-კლუბი „მწვანე თაობა“ ხელმძღვანელი დალი კილაძე, დაბანარუჯის საჯარო სკოლის ეკო-კლუბი ,,მწვანე მომავალი“ ხელმძღვანელი მედეაობოლაძე, ოზურგეთის წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობისმართლმადიდებლური სკოლის ეკო-კლუბი „Green children“ ხელმძღვანელი ასმათი ლომაძე. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხის საჯაროსკოლის ეკო-კლუბი „დაასუფთავე და გაამწვანე“ ხელმძღვანელი ნათიახუცურაული, სოფელ იანეულის საჯარო სკოლის ეკო-კლუბი „ეკო აურია“,ხელმძღვანელი ნინო ყარაჯაშვილი; სოფელ ჯვარცხმის საკარო სკოლის ეკო-კლუბი „დედამიწისთვის“ ხელმძღვანელი მარიამ სიხარულიძე.
ენერგოეფექტურობის საკითხების პოპულარიზაციის და ცნობიერების ამაღლების კამპანის დასკვნითი ნაწილი, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანასდაეთმო, რის შედეგადაც მზის ბატარეებზე მომუშავე პორტატული დამტენები დამონტაჟდა პროექტში ჩართული სკოლების სოფლის ცენტრებში. ადგილობრივი მოსახლეობა და ვიზიტორები სმარტფონების დატენვას სრულიად უფასოდ, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო განახლებადი ენერგიით შეძლებენ.
პროექტის „ახალგაზრდები ენერგოეფექტურობისთვის“ მიზნების მიღწევის ეფექტიანსაშუალებად იქცა ბუკისციხის საჯარო სკოლის ეკო კლუბის„დაასუფთავე და გაამწვანეს” წევრების,საქართველოს ენერგო სექტორის რეფორმის პროგრამის ფარგლებში (GESRP)„გახდი ენერგოეფექტურობის სპეციალისტი“ მონაწილეობა სკაუტურ ბანაკში ანაკლიაშიdeja-vu hostel&camping sector-ის დაცულ საბანაკე ტერეტორიაზე. რომელიც მოიცავდა სხვადასხვა ტიპის შემეცნებით,საგანმანათლებლო და სპორტული აქტივობებს, სკაუტურ თამაშებსა და ტრენინგებს.
„თვალს ვადევნებდი პროექტის მსვლელობას, მოსწავლეთა ჩართულობას და დაინტერესებას და ვფიქრობ, პროექტი ითვალისწინებდა ყველა იმ კრიტერიუმს, რაც ეკო-კლუბების შემდგომი წარმატებების გარანტი იქნება“ _ განაცხადა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ლალი წულაიამ.
„კამპანია „ახალგაზრდები ენერგოეფექტურობისთვის“გულისხმობდა, ეკოლოგიური უსაფრთხოების, განახლებადი ენერგეტიკული რესურსის ათვისების შესაძლებლობას, მათ შორის მზის რესურსებს გამოყენებას. ვიმედოვნებ, მზის ბატარეებზე მომუშავე პორტატული დამტენები მალე ყველა სოფლის თუ რეგიონულ ცენტში იქნება, მათ შორის ჩვენი სკოლის მიმდებარედ, რისი საჭიროება გასულმა ზამთარმაც ნათლად დაგვანახა“ – განაცხადა ოზურგეთის წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პედაგოგმა ინგა სირაძემ.
პროექტი განხორციელდა ევროკავშირისა და KfW-ის ფინანსრური მხარდაჭერით „საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის“ ფარგლებში. პროგრამას 2021 წლიდან ახორციელებს საერთაშორისო კონსორციუმი, GOPA Tech ხელმძღვანელობით. რეგიონალური ენერგო ეფექტურობის კამპანიის განმახორციელებელია შპს “მეს”.
ეს სტატია შექმნილია ევროკავშირისა და KFW-ის მხარდაჭერით, “საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “გურიის განვითარების კავშირი” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების შეხედულებებს.
დაფინანსებული ფართი
მსგავსი სტატიები
- 93
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა 2025 წლის 15 იანვარს ბათუმში მომხდარი თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს: ვეხმიანებით ბათუმში მომხდარ ფაქტს და მიგვაჩნია, რომ პროტესტის მონაწილეების, ჟურნალისტების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ რეპრესიები და ძალადობა ქართული ოცნების რეჟიმის ხელწერად იქცა. აღნიშნული ფაქტები და მათზე არაეფექტიანი რეაგირება ახალისებს ძალადობრივ გარემოს ქვეყანაში და ფეხქვეშ თელავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2025 წლის 15 იანვარს, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, პარტია „ქართული ოცნების“ წევრები, დიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანველიძე, სხვა პირებთან ერთად თავს დაესხნენ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარიას[1] და ჟურნალისტსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ თანამშრომელს ზვიად ქორიძეს[2]. ადგილი ჰქონდა, როგორც სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე, მათზე ფიზიკურ ძალადობას. პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ძალადობრივი ქმედებები მოქალაქეების მიმართ აღარ არის ერთჯერადი შემთხვევა – ეს უკვე მათი რეპრესიული პოლიტიკური დღის წესრიგის განუყოფელი…
- 92
გურული არქიტექტორები ერთიანდებიან – რეგიონში შეიქმნა ახალი პროფესიული ასოციაცია „აგა“ (AGA – Association of Gurian Architects) რომლის მთავარი მიზანია გურიის ურბანული განვითარება, სივრცითი დაგეგმარება და თანამედროვე, ეკომეგობრული არქიტექტურის ხელშეწყობაა. AGA-ს წარდგენის პრეზენტაცია გასულ წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო პროცესი რამდენჯერმე გადაიდო, მაგრამ ასოციაციამ გარკვეული საქმიანობები უკვე დაიწყო.…
- 92
- 91
- 91