საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხე ლიგის მეცხრე ტურში ოზურგეთის „მერცხალმა“ დღეს „კოლხეთი 2“-ს უმასპინძლა.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. 51-ე წუთზე სტუმრები დაწინაურდნენ. 76- წუთზე გიორგი კაშიამ ანგარიში გაათანაბრა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
სტუმრად გაიმარჯვა ლანჩხუთის „გურიამ“, რომელმაც აბაშაში „ზანა“ დაამარცხა 2:3 და ლიდერებში დაწინაურდა.
9 ტურის შემდეგ ოზურგეთის „მერცხალს“ (3 მოგება, 4 ფრე, 2 წაგება; ბ/შ 13:16) 13 ქულა აქვს და მერვე ადგილზეა. ლანჩხუთის „გურიამ“ერთი საფეხურით წაიწია წინ და ამჟამად (6 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება; ბ/შ 18:3) 20 ქულით მესამე ადგილზეა.
მორიგ შეხვედრას „მერცხალი“ 3 ივნისს გამართავს, იგი სტუმრად ხაშურში „ივერიას“ შეხვდება, ხოლო „გურია“ შინ „ალგეთს“ უმასპინძლებს.
რაც შეეხება მე-3 ლიგაში მოასპარეზე ჩოხატაურის „ბახმაროს“, იგი ხვალ მე-10 ტურის მატჩში ზუგდიდში „ოდიში 1919“ შეხვდება.
მსგავსი სტატიები
- 81
ოზურგეთის „მერცხალი“ საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში მე-4 ლიგის გუნდებს შორის, დღეს, მე-8 ტურის მატჩში სტუმრად „არაგველებს“ შეხვდა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ლანჩხუთის „გურიამ“ კი შინ წალენჯიხის „სქურს“ 2: 0 სძლია. „გურიას“ 8 ტურის შემდეგ (5 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება,ბ/შ 15:1) 17 ქულით მე-4 ადგილზეა. „მერცხალს“ (3 მოგება, 3 ფრე, 2…
- 79
დღეს, საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში (მე-4 ლიგა) ლანჩხუთიის „გურიამ“ სტუმრად „მაჭახელა“ 0:6 დაამარცხა. ოზურგეთის „მერცხალმა“ კი შინ მიიღო „მერანი-მრეტები“. შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. 4 ტურის შემდეგ (2 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება, ბ/შ 10:1) „გურიას“ 7 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-5 პოზიციაზეა. „მერცხალს“ კი _ (1 მოგება, 1 ფრე, 2…
- 77
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხე ლიგაში ოზურგეთის „მერცხალმა“ და ლანჩხუთის „გურიამ“ მე-7 ტურში გამარჯვებები მოიპოვეს. „მერცხალმა“ დღეს „ვიტ ჯორჯია 2“-ს უმასპინძლა და ანგარიშით 4: 2 დაამარცხა. მატჩის დასწისში, მე-9 წუთზე ანგარიში ოზურგეთელმა ნიკოლოზ მარშანიშვილმა გახსნა. მანვე, 57-ე წუთზე ორამდე გაზარდა ანგარიში. ორ წუთში დავით ბოლქვაძემ ოზურგეთელთა უპირატესობა სამამდე გაზარდა. თუმცა 64-ე…
- 76
საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში მესამე ლიგის წარმომადგენელი გურიიდან ჩოხატაურის „ბახმარო“ შინ შეხვდა თბილისის „ლოკომოტივი 2“-ს და დამარცხდა ):1. მე-4 ლიგაში მოასპარეზე ლანჩხუთის „გურია“ შინ გათამაშების ლიდერს „იბერია2010“ შეხვდა. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა., ხოლო „მერცხალი“ სტუმრად „გაგრა 2“-ს 1: 1 დაუზავდა. „ბახმაროს“ (2 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება; ბ/შ 6:9) 7 ქულა…
- 76
არასახარბიელოდ გამოდიან რეგიონის ფეხბურთელთა გუნდები საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში (მე-3, მე-4 ლიგა) და აუტსაიდერთა შორის არიან. ლანჩხუთის „გურიამ“ 6 ქულიდან 4 ბოლო ტურებში მოიპოვა. მე-8 ტურში „გურიამ“ სტუმრად „მერანი მრეტები“ დაამარცხა 4:2, ხოლო მე-9 ტურში გათამაშების ერთ-ერთ აუტსაიდერთან, თბილისის „მერანთან“ შინ 1:1 ითამაშა. ჩოხატაურის „ბახმარო“ კი ბოლო 2 ტურში დამარცხდა. ჯერ…