სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დააკავეს ინტერპოლით ძებნილი პირი, რომელიც “ისლამური სახელმწიფოს” წევრია. დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა და აიყვანეს ქალაქ რუსთავში.

გამოძიებით დადგინდა, რომ პიროვნება 2014 წელს გაემგზავრა ახლო აღმოსავლეთში და რეგიონში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანდა.

„პირი ტერორისტულ ორგანიზაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან აქტივობებზე იყო პასუხისმგებელი. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა სახის მტკიცებულება და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი შესაბამისი კვალიფიკაციით აწარმოებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

მსგავსი სტატიები