უშბაზე ექსპედიციის დროს, მთამსვლელი და სამთო გიდი, მესტიის მკვიდრი ნიკოლოზ ფალიანი დაიღუპა.
ინფორმაციას ფალიანის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
მთამსვლელის ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ წერს და ოჯახს უსამძიმრებს Adrenaline -ის გვერდიც.
დიდი მწუხარება დაგვატყდა თავს, დღეს შევიტყვეთ ნიკოლოზ ფალიანის ტრაგიკულ დაღუპვის შესახებ უშბაზე ექსპედიციის დროს
ნიკოლოზ ფალიანი იყო გამორჩეული ალპინისტი და სამთო გიდი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტურიზმის განვითარებაში.
მისი გარდაცვალება დიდი დანაკარგია როგორც მისი ოჯახის, მეგობრებისა და სვანეთისთვის, ასევე მთელი სპორტის და ტურიზმის საზოგადოებისათვის.
ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მეგობრებს, თანამოაზრეებს, სვანეთს და საქართველოს მთელ საზოგადოებას.
ნიკოლოზის ძალა, სიმამაცე და სიყვარული მთების მიმართ მუდამ დარჩება ჩვენთან”- წერს Adrenaline-ის გუნდი.
ნიკოლოზ ფალიანი უშბაზე ძმასთან და ტურისტების ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა, ოჯახის ახლობლების განცხადებით, მთამსვლელი უშბის კალთიდან გადმოვარდა. ფალიანი დაბა მესტიაში ცხოვრობდა.
„მეხანძრე-მაშველების მიერ, 3600 მეტრის სიმაღლეზე, სამაშველო ღონისძიების ფარგლებში მოხდა 3 პიროვნების უვნებლად აყვანა ვერტმფრენში და გარდაცვლილი პიროვნების ცხედრის ნახვა.
გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი ჩასვენებულია მესტიაში“- წერს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
მსგავსი სტატიები
- 83
ეს 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღეს მოხდა დღეს 19 აგვისტოა. ეს დღე უპირველესად 1997 წლის ფერისცვალებას გადახდენილი თავგადასავალის ფონზე გვახსენდება, როცა კავკასიონზე, მწინვარწვერის მასივში სასწაულად გადავრჩით. იმ წელს კავკასიონზე ტურისტულ-ალპინისტურმა საზოგადოებამ „გურიის მთებმა“ ექსპედიცია მოაწყო. მეგობრების, სპონსორების დახმარებით მოვაგროვეთ შესაბამისი აღჭურვილობა, საკვები და კავკასიონისკენ დავიძარით. გულითბილად მიგვიღეს ყაზბეგელებმა. გაზეთ „ალიონის“…
- 78
ეს ამბავი 25 აპრილს შემემთხვა. სამსახურის დამთავრების შემდეგ, სახლში მივდიოდი,აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისში, ხელმარხცხნივ, სადაც ყვავილების მაღაზიაა თეთრი მანქანა იდგა ( ნომერი 717; სერია და მარკით არ დავინტერესებულვარ) მანქანათან საფულე ეგდო.ავიღე, გავხსენი შიგ ბევრი ფული იდო და დოკუმენტები. ამ დროს ქალბატონმა მარინამ გამოიარა,(გვარს შეგნებულად არ ვასახელებ, ის ღირსეული ქალბატონია და მისთვის…
- 73
- 72
- 70
გავცელებული ინფორმაციით, ქ. ოზურგეთში საშუალო ასაკის მამაკაცმა ს.ვ-მ თავი ჩამოიხრჩო. თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია. იგი ქა. ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ცხოვრობდა და ერთ-ერთ აიპში მუშაობდა. აღნიშნული მამაკაცი ჩამომხვრჩვალი რესტორან „ფიროსმანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. მოხდარზე მიმდინარეობს მოკვლევა.გვამი ექსპერტიზაზე ბათუმში წაიღეს.