ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუთაისი-ბათუმის სამგზავრო ელექტრომატარებელს ცეცხლი გაუჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ვაგონებსშორის გადაბმაში გაჩნდა. ამ დროისთვის ცეცხლი ჩამქრალია. აღნიშნული მატარებელი სუფსის სადგურში დგას.
ამ მომენტისთვის თბილისი-ბათუმის მატარებელი სუფსაშია გაჩერებული.
25 აპრილს გომი-აგარას გადასარბენზე ცეცხლი გაუჩნდა ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლის ერთ-ერთ ვაგონს, მოხდა დაკვამლიანება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ჯერ-ჯერობით საქართველოს რკინიგზას არ გაუსაჯაროებია რა იყო დაკვამლიანების გამომწვევი მიზეზი.
საქართველოს რკინიგზას დღეს მომხდარზე ჯერ-ჯერობით განცხადება არ გაუკეთებია.
მსგავსი სტატიები
- 74
ოზურგეთი-თბილისის მარშრუტით მოძრავ მატარებლის ერთ-ერთ ვაგონში ცეცხლი გაჩნდა. შემთხვევა სოფელ აგარასთან მოხდა.არსებული ინფორმაციით არავინ დაშავებულა. მგზავრებმა მატარებლის დატოვება შეძლეს, თუმცა ვერ მოხერხდა მათი კუთვნილი ნივთების გადარჩენა. ადგილზე მუშაობდნენ მეხანძრე-მაშველები. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს: „გომი-აგარას გადასარბენზე, ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლის ერთ-ერთ ვაგონში, მოხდა დაკვამლიანება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მგზავრების…
- 72
ეს ამბავი 25 აპრილს შემემთხვა. სამსახურის დამთავრების შემდეგ, სახლში მივდიოდი,აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისში, ხელმარხცხნივ, სადაც ყვავილების მაღაზიაა თეთრი მანქანა იდგა ( ნომერი 717; სერია და მარკით არ დავინტერესებულვარ) მანქანათან საფულე ეგდო.ავიღე, გავხსენი შიგ ბევრი ფული იდო და დოკუმენტები. ამ დროს ქალბატონმა მარინამ გამოიარა,(გვარს შეგნებულად არ ვასახელებ, ის ღირსეული ქალბატონია და მისთვის…
- 72
- 71
- 70
დღეს, დილით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთში სკოლის ძველი ხის შენობა დაიწვა. თუ რამ გამოიწვია ხანძარი, ჯერ-ჯერობით უცნობია. ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველები და ცეცხლი ლოკალიზებულია. კიდევ ერთი ხანძარი იყო წუხელ მაკვანეთი-ლიხაურის საზღვარზე, სადაც სავარაუდოდ საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობისას გაჩნდა ხანძარი. აღნიშნული ხანძარიც ჩააქრეს.