ისრაელი ირანთან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა, – ამის შესახებ განცხადებას ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი ავრცელებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით, ქვეყანა ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას დათანხმდა, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ დარღვევას „ძლიერ პასუხს გასცემს“.
„ისრაელმა ოპერაციის ყველა მიზანს მიაღწია. ისრაელმა ორი პირდაპირი საფრთხე აღმოფხვრა, როგორც ბირთვულ, ასევე ბალისტიკური რაკეტების სფეროებში“, – ნათქვამია განცხადებაში.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ისრაელი მადლობას უხდის პრეზიდენტ ტრამპსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს თავდაცვის სფეროში მათი მხარდაჭერისა და ირანის ბირთვული საფრთხის აღმოფხვრაში მონაწილეობისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მსგავსი სტატიები
- 73
ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო, დადგა გადამწყვეტი მომენტი. დახმარება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანის მამაც ხალხს დაჰპირდა, უკვე მოვიდა. ეს ჰუმანიტარული ჩარევაა; მისი სამიზნე ისლამური რესპუბლიკა, მისი რეპრესიების აპარატი და მისი მკვლელობის მანქანაა და არა ირანი და მისი ხალხი. მაგრამ, ამ დახმარების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვება მაინც ჩვენ უნდა მოვიპოვოთ. სწორედ ჩვენ,… - 71
დღეს პოლონეთში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური და სახელმწიფო დღესასწაული, სამი მეფის დღე (Trzech Króli), აღინიშნება, რომელსაც კათოლიკური ეკლესია ეპიფანიას, ანუ უფლის გამოცხადებას უწოდებს. ეს დღე იმ ბიბლიურ ეპიზოდს უკავშირდება, როდესაც ბეთლემში შობილ იესო ქრისტეს სამი მოგვი -კასპარი, მელქიორი და ბალთაზარი ეწვია და მას, როგორც მეფეს, ღმერთსა და ადამიანს, სიმბოლური საჩუქრები: ოქრო,… - 70აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა მიაღწიეს შეთანხმებას დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტასა და ნეიტრალურ ადგილას საკითხთა ფართო სპექტრზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. რუბიოს თქმით, ის და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ბოლო 48 საათის განმავლობაში ესაუბრებოდნენ ინდოეთისა და პაკისტანის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრებს, ნარენდრა მოდის და…
- 69
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანის დედაქალაქ თეირანში ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დარტყმების სერია განახორციელეს. მათივე ცნობით, რომ სამიზნეებს შორისაა ირანის თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინა და თავდაცვითი ინოვაციებისა და კვლევის ორგანიზაცია. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მათ ასევე დაარტყეს სხვა სამიზნეებს, რომლებიც „ხელს უწყობდნენ ირანის რეჟიმის მცდელობებს ბირთვული იარაღის მოპოვებისკენ და სადაც… - 68
დეკემბერში, მარ-ა-ლაგოში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ თუ ვაშინგტონი და თეირანი შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, პრეზიდენტი მხარს დაუჭერს ისრაელის მიერ ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამაზე დარტყმებს, - ინფორმაცის CBS News-ს საკითხზე ინფორმირებულ ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებმაც გამოცემასთან ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრეს. გამოცემის ცნობით, ორი…