ისრაელი ირანში ოპერაციის დასაწყებად სრულად მზადაა, – ამის შესახებ CBS News-ს რამდენიმე წყარომ განუცხადა.
გამოცემის ცნობით, შეერთებული შტატები ვარაუდობს, რომ ირანმა შესაძლოა საპასუხო ზომები მიიღოს მეზობელ ერაყში მდებარე გარკვეულ ამერიკულ ობიექტებზე დარტყმით და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ის ოფიციალური პირების ნაწილს ერაყის დატოვება უბრძანა, პენტაგონმა კი ამერიკელი სამხედროების ოჯახის წევრებს ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა რეგიონის ნებაყოფლობით დატოვების უფლება მისცა.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის პერსონალი ახლო აღმოსავლეთიდან იმიტომ გაჰყავთ, რომ „ეს შესაძლოა სახიფათო ადგილი იყოს“. მისი მტკიცებით, შეერთებული შტატები ირანს ბირთვული იარაღის ქონის უფლებას არ მისცემს.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა რაიმე გაკეთდეს რეგიონში ტემპერატურის შესამცირებლად, ტრამპმა უპასუხა: „არ შეიძლება, მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ. ძალიან მარტივია, მათ არ შეიძლება ბირთვული იარაღი ჰქონდეთ“. მისი თქმით, სულ უფრო და უფრო ნაკლებად დარწმუნებულია, რომ თეირანი ურანის გამდიდრების შეჩერებას დათანხმდება, რაც ამერიკის მთავარი მოთხოვნაა.
ამასთან, ირანის თავდაცვის მინისტრმა აზიზ ნასირზადემ ოთხშაბათს განაცხადა, რომ თუ ირანს დაარტყამენ, ის საპასუხო ზომებს მიიღებს რეგიონში აშშ-ის ბაზებზე დარტყმით.
წყარო: ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 61
შეიძლება გავაკეთო, შეიძლება არ გავაკეთო, არავინ არ იცის, რას ვიზამ, _ ასეთი პასუხი გასცა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კითხვას, აპირებს თუ არა ის ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების ბრძანების გაცემას. „შეიძლება ვქნა, შეიძლება არ ვქნა, არავინ არ იცის რას ვიზამ. შემიძლია ის გითხრათ, რომ ირანს დიდი პრობლემები აქვს და მოლაპარაკება სურთ.… - 60აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრა პერსპექტიული იყო. ამის შესახებ მან „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა. სახელმწიფო მდივანს ჟურნალისტმა შეახსენა მისი განცხადება, რომ უიტკოფისა და პუტინის შეხვედრა პასუხს გასცემდა ფუნდამენტურ შეკითხვას, მოძრაობენ თუ არა ისინი ცეცხლის შეწყვეტისკენ და…
- 60
ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო, დადგა გადამწყვეტი მომენტი. დახმარება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანის მამაც ხალხს დაჰპირდა, უკვე მოვიდა. ეს ჰუმანიტარული ჩარევაა; მისი სამიზნე ისლამური რესპუბლიკა, მისი რეპრესიების აპარატი და მისი მკვლელობის მანქანაა და არა ირანი და მისი ხალხი. მაგრამ, ამ დახმარების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვება მაინც ჩვენ უნდა მოვიპოვოთ. სწორედ ჩვენ,… - 59
ამერიკელმა და უკრაინელმა მომლაპარაკებლებმა განიხილეს ამბიციური მიზანი, რუსეთმა და უკრაინამ სამშვიდობო შეთანხმებას მარტისთვის მიღწიონ, თუმცა ეს ვადა, სავარაუდოდ, გადაიწევს ძირითად ტერიტორიულ საკითხზე შეთანხმების არარსებობის გამო, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, განხილული სქემის მიხედვით, ნებისმიერი შეთანხმება უკრაინელი ამომრჩევლების მიერ რეფერენდუმის ჩატარებას დაექვემდებარება, რომლებიც პარალელურად ეროვნულ არჩევნებშიც მიიღებენ მონაწილეობას.… - 59
პირდაპირ ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს, რომ ერთი კვირის განმავლობაში კიევისა და სხვადასხვა ქალაქისთვის არ ესროლა , - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. ტრამპის განცხადებით, პუტინი დათანხმდა, რაც „ძალიან კარგია“. „პირდაპირ ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს, რომ ერთი კვირის განმავლობაში კიევისა და სხვადასხვა ქალაქისთვის არ ესროლა, ის დათანხმდა ამას. და, უნდა გითხრათ,…