ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ადასტურებს, რომ ისრაელის საჰაერო დარტყმების ერთ-ერთი სამიზნე ქალაქ ნატანზში მდებარე ბირთვული ობიექტი იყო, სადაც ირანი ურანის გამდიდრებას აწარმოებს, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

„ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ყურადღებით აკვირდება ირანში არსებულ უკიდურესად შემაშფოთებელ სიტუაციას“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

ორგანიზაციის ცნობით, კონტაქტზე იმყოფებიან ირანის ხელისუფლებასთან ობიექტზე რადიაციის დონის, ასევე ირანში მყოფი ინსპექტორების საკითხებთან დაკავშირებით.

მსგავსი სტატიები

არ გამოტოვოთ