ამერიკის ელჩმა თანამდებობა დატოვა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ამერიკის ელჩმა რობინ დანიგანმა განცხადება გააკეთა:
„მას შემდეგ რაც, როგორც დიპლომატი, შეერთებულ შტატებს ოცდაცამეტი წლის განმავლობაში წარმოვადგენდი, მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე. საქართველოში აშშ-ის ელჩად ყოფნა ჩემი კარიერის უდიდესი პატივი და პრივილეგიაა. მე სამუდამოდ ვიამაყებ იმ მნიშვნელოვანი საქმით, რაც გასწია ამერიკის მთავრობის შესანიშნავმა გუნდმა როგორც ვაშინგტონში, ისე აქ, თბილისში, აშშ-ის საელჩოში, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის პარტნიორობის გასაძლიერებლად.
ეს სრულიად პირადი გადაწყვეტილებაა. ჩემი გაწვევა ჩემს მთავრობას არ მოუთხოვია.
მე და ჩემი ოჯახი ბედნიერები ვართ, რომ გამოვცადეთ ქართველი ხალხის გასაოცარი სიკეთე და სითბო. არ აქვს მნიშვნელობა ამ საოცრად ლამაზი ქვეყნის რომელ მხარეში ვმოგზაურობდით, ყველგან გვხვდებოდნენ შეუდარებელი ქართული სტუმართმოყვარეობით. ჩვენ აღფრთოვანებული ვართ თითოეული ქართველის გულით, სულითა და ენთუზიაზმით. დღეს, როგორც არასდროს, დარწმუნებული ვარ, რომ ის ძირეული ღირებულებები, რაც ამერიკელებსა და ქართველებს აერთიანებს, უზრუნველყოფს ჩვენი განსაკუთრებული პარტნიორობისა და მეგობრობის გაგრძელებას.
მე განვაგრძობ დაუღალავ შრომას ჩვენ შორის კავშირების გასამყარებლად, სანამ ივლისში საქართველოს დავტოვებ.“_ნათქვამია აშშ ელჩის განცხადებაში.
მსგავსი სტატიები
- 87
ჯერ უნდა იუზრდელოს, იპროვოკატოროს, „იძველბიჭოს“ და ამაზე პასუხს თუ მიიღებს, პასტა და ფურცელი არ გააგდოს პოლიციაში ხელიდან - ეს არის „ნაცი“ პროვოკატორის ქცევის წესი, რომელიც ტრენდად უნდათ, რომ აქციონ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინციდენტს, რა დროსაც აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა,…
- 86
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბატონ დონალდ ტრამპსამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, ბატონ ჯეი დი ვანსს ღია წერილი გაუგზავნა: რამდენიმე კვირის წინ, მოგმართეთ წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. აღნიშნულ წერილს წინ უსწრებდა ჩემი საჯარო განცხადებები, სადაც ღიად გამოვხატავდი საქართველოს მზაობას, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განგვეახლებინა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და…
- 85
„ფედერალისტები“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ - ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა გიგა ბოკერიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც ბოკერია წერს, ამის არა ერთი მიზეზი და გარემოება არსებობს. მან საკუთარ ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისკენ და იმ პარტიების მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რომელიც არც ბიძინა ივანიშვილთან და არც მიხეილ სააკაშვილსა და დავით კეზერაშვილის…
- 85
გამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვის დაწყების მომენტიდან, თბილისში იმართება საპროტესტო აქციები, რომლებშიც სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები აქცენტს აკეთებენ ამ ადამიანების დიდი ნაწილის ახალგაზრდულ ასაკზე, ასევე მათ გულწრფელობაზე და ატრიალებენ დალაგებულ მესიჯს, რომ ხელისუფლება გულწრფელ ახალგაზრდებს არ უსმენს. ბევრს არ ვისაუბრებ იმაზე, რომ აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი…
- 82
„შეიძლება მიშისტებს ჰგონიათ, რომ წინააღმდეგობის მოძრაობაში ხალხი მხოლოდ ერთი ოლიგარქის ავტორიტარული რეჟიმის მოსაშორებლადაა ჩართული, მაგრამ ისინი ცდებიან. ჩვენ ახალი საქართველო გვინდა, სადაც ავტორიტარის ადგილი არ არის პოლიტიკაში“ _წერს კონსტიტუციონალისტი ვახუში მენებდე ფეისბუქგვერდზე. „სააკაშვილის ხელისუფლება ქართველი ხალხისთვის ისევე იყო თავსმოხვეული, როგორც ქართული ოცნების. ნაციონალურ მოძრაობას საქართველოში ძალადობრივი რეჟიმი ჰქონდა დამყარებული. ძალიან…