ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ დაბომბვის შემდეგ მაუწყებლობა განაახლა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ისრაელის მხრიდან განხორციელებული თავდასხმის გამო ეთერი რამდენიმე წუთის განმავლობაში გაითიშა.

ირანის სახელმწიფო მაუწყებლის ეკრანზე გამოსახულია ტექსტი, სადაც აღნიშნულია, რომ არხის ყველა პროგრამა „განახლდა ყოველგვარი შეფერხების გარეშე”.

როგორც მაუწყებელში განმარტავენ, ისრაელი ცდილობდა თავდასხმით ჭეშმარიტების ხმის ჩახშობას.

ამასთან, ირანის სახელმწიფო ტელევიზიის რეპორტიორმა გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ იწვის შენობა თავდასხმის შემდეგ. ჟურნალისტის თქმით, მან არ იცის, რამდენი ადამიანი დაიღუპა დარტყმის შედეგად.

წყარო: „თბილისის უწყებანი.“

მსგავსი სტატიები

  • 66
    ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ირანის ბირთვული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე იერიში მიიტანესისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანის დედაქალაქ თეირანში ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დარტყმების სერია განახორციელეს. მათივე ცნობით, რომ სამიზნეებს შორისაა ირანის თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინა და თავდაცვითი ინოვაციებისა და კვლევის ორგანიზაცია. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მათ ასევე დაარტყეს სხვა სამიზნეებს, რომლებიც „ხელს უწყობდნენ ირანის რეჟიმის მცდელობებს ბირთვული იარაღის მოპოვებისკენ და სადაც…
  • 65
    დღეს პოლონეთშისამი მეფის დღე (Trzech Króli) აღინიშნებადღეს პოლონეთში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური და სახელმწიფო დღესასწაული, სამი მეფის დღე (Trzech Króli), აღინიშნება, რომელსაც კათოლიკური ეკლესია ეპიფანიას, ანუ უფლის გამოცხადებას უწოდებს. ეს დღე იმ ბიბლიურ ეპიზოდს უკავშირდება, როდესაც ბეთლემში შობილ იესო ქრისტეს სამი მოგვი -კასპარი, მელქიორი და ბალთაზარი ეწვია და მას, როგორც მეფეს, ღმერთსა და ადამიანს, სიმბოლური საჩუქრები: ოქრო,…
  • 65
    საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ირანში აქციების დროს 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპაირანში საპროტესტო აქციების დროს, 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ადამიანის უფლებათა დამცველ ჯგუფზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობითვე, დაღუპულთა შორის 490 მომიტინგეა, 48 კი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი. მათივე ინფორმაციით, საპროტესტო აქციების განმავლობაში სულ 10 600 ადამიანი დააკავეს.
  • 65
    ისრაელში ირანის სარაკეტო იერიშს 8 ადამიანი ემსხვერპლა, მაშველები 20-მდე დაკარგულს ეძებენისრაელში, ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და 200-მდე დაშავდა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 4 ადამიანი, მათ შორის 8 წლის ბავშვი, ირანის მიერ გაშვებულ ბალისტიკურ რაკეტას ბათ-იამში ემსხვერპლა. ამჟამად, დაახლოებით 20 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება და სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ამასთან, ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ტამრაზე…
  • 65
    აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა მიაღწიეს შეთანხმებას დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტასა და ნეიტრალურ ადგილას საკითხთა ფართო სპექტრზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. რუბიოს თქმით, ის და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ბოლო 48 საათის განმავლობაში ესაუბრებოდნენ ინდოეთისა და პაკისტანის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრებს, ნარენდრა მოდის და…