სასწავლო შემოქმედებითი კონფერენცია „ენერგია – უხილავი და ხილული, მეცნიერებასა და ყოფა-ცხოვრებაში“ შემოქმედის საჯარო სკოლაში „პარვუს ჯგუფის“ მხარდაჭერით ჩატარდა.

შემოქმედის საჯარო სკოლის მოსწავლეების: თამარ ზოიძე, ბარბარე ვასაძე, დაჩი სიხარულიძე, კოტე მურვანიძე, ლუკა სხირტლაძე

                                          საკონფერენციო პრეზენტაცია

თემის ხელმძღვანელი, პედაგოგი ჯულიატა ჯულაყიძე.

                                                       განახლებადი ენერგია

ენერგიის წყარო, რომელიც მუდმივად, ბუნებრივად ივსება და ამოუწურავია, მოიცავს ისეთ რესურსებს, რომლებიც ბუნებრივი პროცესების შედეგად მუდმივად ხელმისაწვდომია _ განახლებად ენერგიად იწოდება.

                                      განახლებადი ენერგიის წყაროებია:

  1. მზის ენერგია _ მიიღება მზის სხივებისგან მზის პანელების საშუალებით.

პოტენციალი განსაკუთრებით მაღალია კახეთსა და შიდა ქართლში;
2. ქარის ენერგია – მიიღება ქარის ტურბინების საშუალებით; ერთადერთი სადგურია ამ დროისთვის საქართველოში, შიდა ქართლში.

  1. ჰიდროენერგია – მიიღება მდინარეების ან სხვა წყლის ნაკადების დინებით ტურბინებში; ეს ენერგია გარდაიქმნება ელექტროენერგიად ჰიდროელექტროსადგურების მეშვეობით. წყალი მიეწოდება ტურბინებს, რომლებიც იწყებენ ბრუნვას წყლის წნევის გავლენით. ტურბინები ატრიალებს გენერატორს, რომელიც წარმოქმნის ელექტროენერგიას. ელექტროენერგია გადადის ელექტროქსელში და მიეწოდება მოსახლეობასა და ბიზნესს.

ჰიდროენერგიას მიაკუთვნებენ ასევე   მიქცევა-მოქცევის ენერგიას, რომელიც მიიღება ოკეანეებისა და ზღვების წყლის დონის პერიოდული ცვლილებების შედეგად, რაც გამოწვეულია მთვარისა და მზის გრავიტაციული მიზიდულობით. ეს ენერგია გამოიყენება ელექტროენერგიის წარმოებისთვის, რაც ხელს უწყობს გარემოს დაცვას და ენერგეტიკული რესურსების მდგრად განვითარებას.

მოქცევითი ელექტროსადგურები: ეს სადგურები აშენებულია ზღვის სანაპიროებთან, სადაც წყლის დონის ცვლილებები განსაკუთრებით შესამჩნევია. მოქცევის დროს წყალი შედის რეზერვუარში, ხოლო მიქცევის დროს გამოდის, ამ პროცესში ტურბინების მეშვეობით წარმოიქმნება ელექტრო ენერგია.

მიქცევა-მოქცევის დინების ტურბინები: ეს ტურბინები განთავსებულია ზღვის ფსკერზე და იყენებენ წყლის დინების კინეტიკურ ენერგიას ელექტრო ენერგიის საწარმოებლად.

მიქცევა-მოქცევის ენერგიის უპირატესობები:

განახლებადობა: მიქცევა-მოქცევის ენერგია განახლებადი ენერგიის წყაროა, რადგან მოქცევითი პროცესები მუდმივად ხდება დედამიწაზე;

პროგნოზირებადობა: მიქცევა-მოქცევის ციკლები ზუსტად პროგნოზირებადია, რაც წარმოების დაგეგმვის საშუალებას იძლევა;

ეკოლოგიურობა: მიქცევა-მოქცევის ენერგიის გამოყენება არ იწვევს მავნე გამონაბოლქვებს და არ აბინძურებს გარემოს.

მიქცევა-მოქცევის ენერგიის გამოწვევები:

მაღალი საწყისი ინვესტიცია: მიქცევა-მოქცევის ელექტროსადგურების აშენება მოითხოვს დიდ ფინანსურ რესურსებს;

გეოგრაფიული შეზღუდვები: მიქცევა-მოქცევის ენერგიის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ რეგიონებში, სადაც ზღვის დონის ცვლილებები საკმარისად დიდია. მიუხედავად ამ გამოწვევებისა, მიქცევა-მოქცევის ენერგია წარმოადგენს პერსპექტიულ ალტერნატივას ტრადიციული ენერგიის წარმოებისთვის და მნიშვნელოვან როლს თამაშობს გლობალური ენერგეტიკული მდგრადობის მიღწევაში.

  1. ბიომასა – ორგანული მასალის წვის ან დეკომპოზიციის გზით მიღებული ენერგია;

პოტენციალი: სასოფლო-სამეურნეო და ტყის ნარჩენები.

გამოყენება: ჯერ კიდევ დაბალია, მაგრამ პოტენციალი დიდია სოფლის მეურნეობით მდიდარ რეგიონებში.

                                                   ბიომასის ენერგია

ბიომასა არის ორგანული მასალა, რომელიც მიიღება მცენარეებისგან, ცხოველებისა ან სხვა ბუნებრივი რესურსებისაგან. ამ მასალის წვით ან დაშლით შესაძლებელია ენერგიის — ძირითადად სითბოს ან ელექტროენერგიის — მიღება.

                                                       ბიომასის წყაროები:

სასოფლო- სამეურნეო ნარჩენები (ხორბლის ღერები, სიმინდის ყუნწები, თივა).
ტყის ნარჩენები(დაჭრილი ხეები, ტოტები, ნახერხი).
ცხოველური ნარჩენები (ნაკელი, რომელიც შეიძლება გამოიყენოს ბიოგაზის წარმოებისათვის).
საყოფაცხოვრებო ბიონარჩენები (საჭმლის ნარჩენები, ორგანული ნარჩენები).

                                               როგორ მიიღება ენერგია ბიომასისაგან?
ბიომასა იწვის და წარმოქმნის სითბოს, რომელიც შეიძლება თბოსისტემისთვის გამოიყენოს;
ორგანული მასალა იშლება სპეციალრ სისტემაში – ბიოდიგესტერში. წარმოიქმნება მეთანი, რომელსაც იყენებენ გაზქურებში, გენერატორებში;

                                               ბიომასის  ენერგიის უპირატესობები:
1. განახლებადი და ეკოლოგიური;
2. ამცირებს ნარჩენებს;
3. სოფლის მეურნეობის რეგიონებში იძლევა შემოსავლის დამატებით წყაროს;
4. ამცირებს ბუნებრივი აირისა და ნახშირის მოხმარებას.

                                            ბოიომასის ენერგია საქართველოში:
პოტენციალი  დიდია, მაგრამ ჯერ საკმარისად  არ არის ათვისებული.
მცირე ბიოდიგესტერები უკვე გამოიყენება ფერმერულ მეურნეობებში,
აგრარულ  რეგიონებში, განსაკუთრებით კახეთსა და იმერეთში. შესაძლებელია ფართოდ განვითარება.
5. გეოთერმული ენერგია –  დედამიწის გულში არსებული ენერგიაა. დედამიწის გული გავარვარებული მასაა, რომელსაც მიწისქვეშა წყალი დუღილამდე მიჰყავს. როცა გაცხელებული წყალი დედამიწის ზედაპირზე გამოსასვლელს იპოვის, წარმოიქმნება გეიზერები და თბილი წყლები.

რატომ გახდა ბოლო დროს ასე აქტუალური განახლებადი ენერგიების ათვისება და გამოყენება, პირველ რიგში ამას ეკოლოგიური მიზეზები აქვს, ეს წყაროები ეკოლოგიურად სუფთაა, არ გამოყოფს დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში.

 ჰიდროენერგიის მნიშვნელობაზე გვინდა გავამახვილოთ ყურადღება. ჩვენს წყალუხვ რეგიონში ამ რესურსით ბიზნესის დაინტერესების განსაკუთრებული ინტერესის გამო. რა სიკეთე, რა რისკები ახლავს ჰიდრორესურსის ათვისებას და რა პროცესები მიმდინარეობს დღეს გურიის რეგიონში.

დავიწყო 4 მთავარი უპირატესობით:

ეკოლოგიურად სუფთაა – არ გამოყოფს CO2-ს.

განახლებადია – წყლის ციკლი ბუნებრივად მიმდინარეობს.

ენერგეტიკულად დამოუკიდებელს ქმნის ქვეყანას  – ენერგიის წარმოება ქვეყნის შიგნით.

მაღალეფექტურია – 90%-მდე ეფექტურობით გარდაქმნის ენერგიას.

                                          ჰიდროენერგია საქართველოში

საქართველოს ჰიდროპოტენციალი მაღალია, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. საქართველოს ენერგიის 75-80% ჰესებიდან გამომუშავდება.

                                              მინუსები და გამოწვევები

ზამთარში ნაკლები ნალექია, შესაბამისად გამომუშავება მცირდება;

ფაუნის და ფლორის დაზიანება;

წყალსაცავების მშენებლობა ბინადარი ეკოსისტემებისთვის პრობლემური შეიძლება იყოს;

საზოგადოებრივი წინააღმდეგობები – ხშირად მოსახლეობა წინააღმდეგია დიდი ჰესების მშენებლობის.

                                                  ჰესები სხვადასხვაგვარი არსებობს

მინი ჰესი არის ჰიდროელექტროსადგური, რომელიც  მდინარის დინებას იყენებს და მცირე სიმძლავრის (მდე 10 მეგავატი) ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ეს ჰესები არ საჭიროებენ დიდ წყალსაცავებს,  ეკოლოგიურად უსაფრთხოა.

                                                     მინი ჰესის მუშაობის მარტივი სქემა:

მდინარე → წყლის შეგროვება — წნევის მილი → ტურბინა — გენერატორი → ენერგია + წყლის დაბრუნება მდინარეში

                                                     მინი ჰესის უპირატესობები:

მცირე ზემოქმედება გარემოზე; არ სჭირდება დიდი წყლის საცავი; აშენება შედარებით იაფია; შესაძლებელია სოფლის ან მცირე ქალაქის ენერგიით უზრუნველყოფა.

                                       მინი ჰესის პროექტის ძირითადი საფეხურები:

უნდა შეირჩეს მდინარე, სადაც წყლის ნაკადი სტაბილურია, დაბალი ეკოლოგიური ზემოქმედებაა, ადგილობრივი მოსახლეობა არ აპროტესტებს.

პროექტის დაგეგმარება და ლიცენზია (გეოლოგიური კვლევა;  ეკოლოგიური შეფასება (EIA); მთავრობისგან ნებართვები)

                                                        მშენებლობა

მოიცავს: მილების, ტურბინების, გენერატორის დაყენებას;  მცირე შენობის აშენებას კონტროლისთვის; ელექტრო ქსელთან დაკავშირებას.

                                                 და ბოლოს, ექსპლოატაციაში შეყვანა.

არსებობს ასევე კასკადური დაგროვებითი ტიპის ჰესები, რომელიც გაცილებით დიდია და მათი ექსპლოატაციამდე მიყვანაც ხანგრძლივი და რთული პროცესია.

ჩვენს რეგიონში ამ დროისთის ორი დიდი კომპანია აშენებს საშუალო სიდიდის ჰესებს, „პარვუს ბასრა“ და „ბახვი ჰესი“, საშუალო ჰესები მდინარის მოდინებაზე მომუშავე ჰესებია და მათაც იგივე პროცედურების გავლა უწევთ, რაც მცირე ჰესებს, დამატებით აქვთ სკოპინგის და გზშ (გარემოზე ზემოქმედების შესწავლა)-ს ვალდებულება.

ბუნებრივია, ამხელა მასშტაბის პროექტი გარკვეულ ზიანს აყენებს ბუნებას, მაგრამ გონივრული უნდა იყოს ბალანსი ზიანსა და სიკეთეს შორის, პროექტების ფარგლებში კომპანიები ახორციელებენ აღდგენით სამუშაოებს, ასევე სხვადასხვა სოციალურ პროექტებს, რაც მოსახლეობის ცხოვრებაზე და კეთილდღეობაზე დადებითად აისახება. ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის და მდგრადი ეკონომიკის მიზნებისთვის ჩვენ გვიწევს გარკვეულ დათმობაზე წასვლა, მაგრამ მიზანი მნიშვნელოვნად მასშტაბურია და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მსგავსი პროექტების განხორციელება აუცილებელია.

                                                                                       დაფინანსებული ფართი

მსგავსი სტატიები

  • 89
    გომის სკოლის განახლებული სივრცეები „დედაენის“ ზეიმით გაიხსნა„პარვუს ჯგუფის“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში,შემოქმედის თემის სკოლებში სხვადასხვა საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურული პროექტები ეტაპობრივად ხორციელდება. კომპანია ზრუნავს, როგორც მოსწავლეთა განათლებასა და ცნობიერების ამაღლებაზე, ისე მათთვის სათანადო გარემოსა და პირობების შექმნაზე. გომის სკოლაში ახლახანს დასრულდა მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოები. გარემონტდა ორი საკლასო ოთახი და სპორტული სივრცე. პირველკლასელთა ანაბანთან შეხვედრის ზეიმი მათთვის…
  • 89
    ბახვი ჰესის ტრენინგები საჯარო სკოლებში 2025 წელსაც გრძელდებაარაფორმალური საგანმანათლებლო სწავლების მიმართულებით, განახლებადი ენერგიების, გარემოსდაცვისა და პროფესიული ორიენტაციის  ტრენინგ კურსი, რომელიც სპეციალურად მთისპირისა და ჩხაკაურას საჯარო სკოლების უფროსკლასელთათვის შეიქმნა, წელსაც გრძელდება. ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი და სოციალური პროგრამის პროექტების მიმართულებით ეს ერთ-ერთი პირველი ინიციატივაა, რომელიც კომპანიის გარემოსდაცვისა და სოციალური პროექტების გუნდამ განახორციელა. ტრენინგები ჯერ მთისპირის სკოლაში დაიწყო (2021 წლის…
  • 89
    კომპანია „პარვუს ჯგუფი“  შემოქმედის თემში საგანმანათლებლო პროექტებს  აგრძელებსკომპანია „პარვუს ჯგუფისა“ და USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ორგანიზებით გასულ სასწავლო წელს შემოქმედის თემის სამი სკოლის მოსწავლეებს  - კვირიკეთის, გომისა და შემოქმედის უფროსკლასელებს ჩაუტარდათ ტრენინგები თემაზე - „ვიცავთ გარემოს და ვქმნით ენერგოუსაფრთხო მომავალს“.  პროექტის მიზანი გარემოს დაცვასა და განახლებადი ენერგიების როლსა და მნიშვნელობაზე  მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება იყო.  პირველი ეტაპი…
  • 88
    USAID-ს სამენტორო პროექტში მთისპირის საჯარო სკოლის მოსწავლე იღებდა მონაწილეობასმენტორობის პროგრამა USAID-ს ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამისა და არასამთავრობო ორგანიზაციისა (ა)იპ „ქალები ენერგეტიკაში“ თანამშრომლობით დაიგეგმა  და განხორციელდა საქართველოში. მენტორობის ინიციატივა, რომელიც 2024 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში განხორციელდა, ინოვაციური აქტივობაა, რომლის მიზანს მთელი ქვეყნის მასშტაბით უფროს კლასელ გოგონებში  STEM-ისა (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია, მათემატიკა) და განახლებადი ენერგიის დარგების მიმართ ინტერესის გაღვივება წარმოადგენდა. შეირჩა…
  • 88
      კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა და კომპანია „პარვუს ჯგუფი“ აბიტურიენტებს და დაინტერესებულ პირებს ეპატიჟება ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ახალი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციაზე. შეხვედრა გაიმართება 23 ივლისს 15:00 საათზე სასტუმრო ჰოლიდეიინნ-ის საკონფერენციო დარბაზში, სადაც ორგანიზატორები მსმენელს გააცნობენ პროგრამის შინაარსს, დასაქმების შესაძლებლობებს და იმ უპირატესობებს, რომელთაც პროგრამა სთავაზობს სტუდენტებს. საბაკალავრო პროგრამა შექმნილია საერთაშორისო აკადემიური…

არ გამოტოვოთ