კომპანია „პარვუს ჯგუფის“ სოციალური და საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში   კვირიკეთის, გომისა და შემოქმედის სკოლების უფროსკლასელებს ჩაუტარდათ ტრენინგები თემაზე _ „ვიცავთ გარემოს და ვქმნით ენერგოუსაფრთხო მომავალს“.  პროექტის მიზანი გარემოს დაცვასა და განახლებადი ენერგიების როლსა და მნიშვნელობაზე  მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება იყო.  პირველი ეტაპი სასწავლო წლის ბოლოს ადგილობრივი „ენერგო ელჩების“ არჩევით დასრულდა,  ისინი კვალიფიციურად შეძლებენ დაასაბუთონ რა როლი აქვს განახლებად ენერგიებს ქვეყნის მდგრად განვითარებაში, ენერგოდამოუკიდებლობასა და უსაფრთხო, ეკოლოგიური  მომავლის შექმნაში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მომავალში თავად იქნებიან ჩართული ენერგეტიკული პროექტების მართვასა და განხორციელებაში.

წლევანდელი სასწავლო წელი კი მნიშვნელოვანი ღონისძიებით დასრულდა, შემოქმედის სკოლის პედაგოგების, ხელმძღვანელის და „პარვუს ჯგუფის“ ერთობლივი ძალისხმევით, ორწლიანი აქტივობის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა.  შემოქმედის სკოლა უკვე მესამედ მასპინძლობს მოსწავლეთა  სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციას, რომელიც წელს სრულად ენერგეტიკის ძალიან აქტუალურ და მნიშვნელოვან თემას მიეძღვნა.

„ენერგია _ უხილავი და ხილული მეცნიერებასა და ყოფა-ცხოვრებაში.“ _ კონფერენცია   დღეს აკაკი სურგულაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის სკოლაში მოსწავლეთა, მასწავლებელთა, მშობლების, ტრენერების, კომპანიის წარმომადგენლების და სხვა სტუმრების მონაწილეობით საინტერესოდ წარიმართა.  შემოქმედის სკოლის უფროსკლასელებს მიეცათ შეძენილი უნარების და ცოდნის გაზიარების საშუალება ენერგეტიკის თემაზე, პრეზენტაციები სხვადასხვა საგნობრივ ჭრილში ენერგიის მნიშვნელობასა და როლს მიეძღვნა.

ნინო სადრაძე, შემოქმედის სკოლის დირექტორი გვიზიარებს როგორ გაჩნდა იდეა და რა დატვირთვა აქვს კონფერენციას.

_ „ჩვენი სკოლის გუნდმა კონფერენციების ორგანიზებისა და ჩატარების დადებითი გამოცდილება დააგროვა. ზედიზედ მესამე წელია სასწავლო წლის ბოლოს ვაჯამებთ სამეცნიერო-შემოქმედებითი კონფერენციით, რომლისთვისაც  თემებს  საგანგებოდ ვარჩევთ. საკონფერენციო თემა უნდა უკავშირდებოდეს სკოლის მისიასა და მიზნებს, მოსწავლეთა ინტერესებსა და თემის საჭიროებებს.  წელს არჩევანი მდგრადი განვითარების მიზნებზე შევაჩერეთ, კერძოდ ენერგიაზე. არჩევას ხელი შეუწყო შპს „პარვუს ჯგუფმა“, რომელიც სოფელ გომის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ბჟუჟზე აშენებს მცირე ჰესებს და სხვა პროექტებთან  ერთად მხარს უჭერს საგანმანათლებლო პროექტებს. მათი მხარდაჭრით სკოლის მოსწავლეებს, საკვირაო სკოლის ფორმატში,  რეგულარულად უტარდებოდათ ტრენინგები, შეხვედრები, ექსკურსიები.   

კონფერენციისთვის მზადება  2-3 თვის განმავლობაში მიმდინარეობს. პირველ ყოვლისა კონფერენციის დებულებას ვაცნობთ საგნობრივ კათედრებსა და მოსწავლეებს. მოსწავლეები ინტერესების მიხედვით ერთიანდებიან საგნობრივ გუნდებში. გუნდებს მენტორობას უწევენ საგნის მასწავლებლები. საკონფერენციო თემებიდან გამომდინარე იგეგმება და ეწყობა თემატური ექსკურსიები, ტარდება მცირე კვლევები, იწერება ინტერვიუები. მოსწავლეები მოიპოვებენ, ეცნობიან, ახარისხებენ და ამუშავებენ საჭირო მასალას საკონფერენციო თემებისთვის. ამზადებენ პრეზენტაციებს და წარუდგენენ ფართო აუდიტორიას.

            ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვააა, რაში ეხმარება იგი მოსწავლეებს? პასუხი მარტივია, აღნიშნულ აქტივობებში ჩართულობით მოსწავლეებს:

  • უმაღლდებათ თვითშეფასება;
  • ხდებიან უფრო თავდაჯერებულები;
  • ეჩვევიან გუნდურ მუშაობას;
  • ამყარებენ სოციალური ურთიერთობები სხვებთან;
  • უჩნდებათ სკოლის მიმართ მიკუთვნებულობის გრძნობა;
  • მოსწავლეებისთვის სკოლა უფრო საინტერესო ხდება;
  • უმჯობესდება მოსწავლეთა უნარ-ჩვევები;
  • მაღლდება მოსწავლეთა მოტივაცია და აკადემიური მოსწრება.“

_„წელს უკვე მესამედ ვიღებ მონაწილეობას მოსწავლეთა სასწავლო-სამეცნიერო კონფერენციაში. არაფორმალურ აქტივობაში ჩართვის განსაკუთრებული ინტერესი საკონფერენციო თემამ გამოიწვია, რადგან ვესწრებოდი  სემინარებს, რომლებსაც „პარვუს ჯგუფი“ ატარებდა ჩვენს სკოლაში. შეხვედრებზე მაღალპროფესიონალ ტრენერებთან ერთად, სახალისო და მრავალფეროვანი  აქტივობებით განვიხილავდით და ვმსჯელობდით ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორებიცაა: განახლებადი ენერგია, ეკოლოგია და სხვა. ჩემი საკონფერენციო თემა ეხება ენერგიის დაზოგვასა და მომჭირნე ხარჯვას. თემაზე მუშაობის პროცესში თემში ჩავატარე მინი კვლევა, რაც საინტერესო იყო ჩემთვის. კონფერენციამ განმივითარა კვლევის, კრიტიკული აზროვნების, კომუნიკაციის, პრობლემის გადაჭრის უნარი, ჩამომიყალიბდა პასუხისმგებლობა და თვითდისციპლინა; ამიმაღლდა უკვე არსებული ციფრული და ტექნიკური შესაძლებლობები.“ _ ამბობს ელენე გორგაძე, შემოქმედის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე.

 

მსგავსი სტატიები

  • 92
    სერგი ჭეიშვილი _60-დან 59 ქულაოზურგეთის წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის კურსდამთავრებულმა სერგი ჭეიშვილმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე მაქსიმალური 60 ქულიდან 59 ქულა მიიღო. ვულოცავთ!
  • 92
    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლაში სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობსსაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ არჩილ თალაკვაძესთან, გურიის მაჟორიტარ დეპუტატთან ვასილ ჩიგოგიძესთან, ოზურგეთის მერ ავთანდილ თალაკვაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. შენობა, რომელიც 240 მოსწავლეზეა გათვლილი, სრულად განახლდება…
  • 92
    ბახვი ჰესის ტრენინგები ჩხაკაურასა და მთისპირის სკოლებში განახლდა ჩხაკაურასა და მთისპირის საჯარო სკოლებში ბახვი ჰესის ტრენინგები განახლდა. მიმდინარე სასწავლო სემესტრის პირველი ლექცია სათაურით „მდგრადი ენერგეტიკა და მდგრადი განვითარება“ მოწვეულმა ტრენერმა ნინო მაღრაძემ წაიკითხა. ნინო მაღრაძე კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის (CCEH) კომერციული ხელმძღვანელია. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება გარემოსდაცვითი განათლებისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით. ამ ტრენინგის მიზანი იყო მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავება…
  • 92
    ფილმის „გურია“ რეჟისორი ლევან კოღუაშვილი მთისპირის და ჩხაკაურას მოსწავლეებს შეხვდა2024 წლის 6 და 7 ივნისს, ბახვი ჰესის მოწვევით, მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებს რეჟისორი ლევან კოღუაშვილი სტუმრობდა. სტუმარმა მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა განათლების მნიშვნელობა და პროფესიები კინო ინდუსტრიაში, პასუხისმგებლიანი მოქალაქეობა, წარმატების მიღწევის გზები და ფილმის „გურია“ მიმდინარეობა. შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით…
  • 90
    ენერგია სპორტში – წარმატების ხილული და უხილავი ძალაშემოქმედის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეების: დავით ნაჭყებია, ელენე მენაბდე, ლანა ბურჭულაძე                                                                 საკონფერენციო პრეზენტაცია თემის ხელმძღვანელი პედაგოგი ქეთევან…