დღეს მსოფლიოში რუსეთ-უკრაინის ომი და ისრაელ-ირანის სამხედრო კონფლიქტია #1 თემა. სამწუხაროდ, არის ადამიანების მსხვერპლი.

ისარელში ბევრი ჩვენი თანამემამულეა და ბუნებრივია დაინტერესებულნი ვართ, როგორ არიან ისინი. სოციალური ქსელები ამ მხრივ ბევრ ინფორმაციას გვაწვდის.

გაზეთ „ალიონში“ გასული საუკუნის 60-იან წლებში მუშაობდა ლიხაურელი გიზო ჭელიძე, უღრესად ნიჭიერი და კომუნიკაბელური ჟურნალისტი, რომელიც შემდეგ თბილისში გადავიდა ოჯახით და გახდა ცნობილი ფოლკლორისტი, პროფესორი, ფაზისის საერო აკადემიის წევრი.ასოცირებული პროფესორი იყო ბატონი გიზოს მეუღლე, ქალბატონი ნათელა ჭახნაგია.

აწ გარდაცვლილი ბატონი გიზოს უფროსი ვაჟი ლადო მეუღლითურთ _ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, (მუშაობს  ქართული ხელოვნების ცენტრში ისარელში) და შვილიშვილი ბექა ისრაელში იმყოფებიან. მშვიდობას და წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს გურულებს. ბექა ჭელიძემ ახლახან სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

გამარჯობა, ჩემო მეგობრებო! ეს დღეები ძალიან ბევრი ადამიანი მიკავშირდება, გამოხატავს შეშფოთებას ისრაელში მიმდინარე ომის გამო, მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ, თანადგომისთვის და გითხრათ, რომ მდგომარეობა საკმაოდ რთული და მძიმეა, მაგრამ ისრაელის სახელმწიფოს ძლიერი თავდაცვის საშუალებები აქვს. აქ არის მოქალაქეებითვის შექმნილი საგანგებო პროტოკოლი, რომელსაც უნდა დავემორჩილოთ ყველა:

  1. 30/20 წუთით ადრე მოდის ტექსტური შეტყობინება ტელეფონში, არა ესემსის სახით არამედ, რომელიც ჩდება ტელეფონის ეკრანზე, ირთვება ზარი, ფანარი ციმციმებს და ეკრანი, ის არ გაჩერდება მანამ, სანამ არ დაადასტურებ, რომ ნახე. რაც გულისხმობს იმას, რომ საჭიროა მივიდეთ ახლოს სპეციალურ სარდაფან, რომელიც ყველა შენობა-ნაგებობას აქვს, სარდაფი არის მოწყობილი ყველა საჭირო ინვენტარით მსგავსი მდგომარეობისთვის.
  2. როდესაც უშუალოდ ქალაქს უახლოვედბა რაკეტა, ტელეფონში, ქალაქში, ტელევიზორში და ა.შ. ირთვება განგაშის სიგნალი, ამის მერ გაქვს 3/5 წუთი სარდაფში ჩასასვლელად.
  3. სანამ არ მოგვივა შეტყობინება, რომ საფრთხემ გადაიარა არ უნდა ამოხვიდე, ასევ დამატებითი საფრთხეების შესახებ თუ ეს არსებობს პარალელურ რეჟიმში მოგდის შეტყობინება.

თუ ამას დაიცავს ყველა ადამინი 99.9 % არის გარანტია რომ გადარჩება.

 

რკინის გუბათი მუშაობს რაკეტებისგან დაცვაზე და მისი ეფექტურობა ყველასთვის ცნობილია, ასევე საჰაერო ძალები.

გამომდინარე აქედან, არ არსებობს პანიკის საფუძველი, მსხვერპლის თითქმის სრული უმრავლესობა ამ პროტოკოლის არ შესრულებას შეეწირა, ჩვენ ვართ დაცულად, არ ვართ პანიკაში, მე მესმის რომ ტელევიზიები რეიტინგის და მაყურებლების მოსაზიდად, ქმნიან ამ აჟიოტაჟს,  „ისრაელი ცეცხლის ალშია გახვეული“,  „შენობები არის დანგრეული“ და ა.შ. ისინი არსებულ მდგომარეობას გაჭარბებული ფორით გადმოსცემენ.

ომის დაწყებიდან მოყოლებული რაკეტული თავდასხმების დაახლოებით სტატისტიკა. ვხედავთ ირანიდან გაშვებული რაკეტების რაოდენობის მკვეთრ კლებას:                                                                

13 ივნისი — 200 რაკეტა;                                                                   

14 ივნისი — 100 რაკეტა;

15 ივნისი — 75 რაკეტა;

16 ივნისი — 30 რაკეტა.

რაც შეეხება მსხვერპლს:

13 ივნისი — დაიღუპა 3 ისრაელელი;

14 ივნისი — 4 დაღუპული;

15 ივნისი — 8 დაღუპული;

16 ივნისი — 8 დაღუპული.

17 ივნისის მდგომარეობით — დაღუპულები არ ფიქსირდება. ვიმედოვნებთ, ასე გაგრძელდება.

ხასიათობრივად მნიშვნელოვანია სხვა რამ: ირანი ძირითადად ღამით ახორციელებდა მასირებულ იერიშებს. დაღუპულების სტატისტიკაც სწორედ ღამის იერიშებს უკავშირდება.

16-17 ივნისის ღამეს ირანული დაბომბვის შედეგად ისრაელში არავინ დაღუპულა — ეს იყო პირველი ღამე სრულიად დანაკარგების გარეშე.

პ.ს.დიდი მადლობა ყველას“ _წერს ბექა ჭელიძე.

სურათებზე: ლადო ჭელიძე და ნუგზარ ჯანაშვილი;(ზემოთ); ბექა ჭელიძე მეგობრებთან ერთად (ქვემოთ).

მსგავსი სტატიები