დღეს, დაბა ჩოხატაურში, ედმუნდ კალანდაძის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეაში სამხატვრო სკოლის მოსწავლის, მარი ბრეგუს ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართა.
ძალიან ბევრი ჩოხატაურელი და აქ ჩასული სტუმარი მოწმე გახდა 14 წლის მხატვარი გოგონას ნიჭიერების, შრომისმოყვარეობის. გამოფენაზე მისი 90 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.
გამოფენის გახსნის ცერემონიალს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების სამხატვრო სკოლის დირექტორი მზია კვინტრაძე უძღვებოდა.
გამოფენის გახსნაზე სიტყვებით გამოვიდნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა, გურიის კულტურის ფონდის თავმჯდომარე, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის სამხატვრო გალერეის დირექტორი ავთანდილ თავართქილაძე,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.
_ მარი ბრეგუ გახლავთ 14 წლის შემდგარი მხატვარი, ფუტკარივით მომუშავე. ეს მისთვის რიგით მე-2 პერსონალური გამოფენაა. მონაწილეობდა სამხატვრო სკოლის მიერ მოწყობილ თითქმის ყველა გამოფენაში, ასევე წელიწადში ერთხელ თბილისში გამართულ გამოფენაში, შარშან საქართველოს მხატვართა კავშირში გამართულ გამოფენაში, თითქმის პერსონალურად წარდგა.
მარის ხასიათის თვისებებზე ბევრის თქმა შეიძლება.ის არის იდუმალი, ხანდახან მისტიური, უფრო ბევრს ფიქრობს, ვიდრე საუბრობს, ყველა საქმეზე მეტად უყვარს ხატვა, მისი ფიქრები მიმართულია ახალი ნამუშევრების შექმნისაკენ, ყოველი მომდევნო ნახატი წინაზე მეტია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საკუთარ თავზე ბევრს მუშაობს _თქვა მზია კვინტრაძემ.
ცნობილმა მხატვარმა ავთანდილ თავართქილაძემ თქვა, რომ მარი ბრეგუს მეტი მხარდაჭერა ექნება მათგან, იზრუნებს, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს სხვა გამოფენებში და მასტერ-კლასებში.
სასიამოვნო იყო ის ფაქტი, რომ მარი ბრეგუ არის გაბრიელ- ბეგი მამალაძის კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდის „ჩემი საქართველო“ სტიპენდიანტი, რომლის დამფუძნებელია მარიკა ზედელაშვილი. აღნიშნული ფონდის ჯილდო მარის სამხატვრო სკოლის დირექტორმა მზია კვინტრაძემ გადასცა, ხოლო ბატონმა ირაკლი კუჭავამ საკუთარი დანაზოგიდან გადასცა მას თანხა.
მარი ბრეგუ 2010 წელს დაიბადა ალბანეთის ქალაქ ფიერში ნახევრად ალბანურ და ნახევრად ბერძნულ ოჯახში. დედა გახლავთ ქართველი გუბაზეულის ხეობიდან, სოფელ ხიდისთავიდან. მარი 2 წლის ასაკიდან საქართველოში ცხოვრობს და ხიდისთავის საჯარო სკოლის მე-8 კლასის წარმატებული მოსწავლეა.
წარმატებები მარის ხელოვნების დიდ გზაზე!
მსგავსი სტატიები
- 55
(გაგრძელება) უცხო ენათა ინსტიტუტის პრორექტორი გოგი შიოშვილი დიდებული ადამიანი აღმოჩნდა, მან განსაკუთრებული როლი შეასრულა ჩვენი ცხოვრების გზაზე. ჯერ კიდევ 1965 წლის იანვარში, როცა კონსერვატორიაში გამოცდების ჩაბარებამდე რჩებოდა რაღაც 4 - 5 თვე, ბატონმა გოგიმ მიგვამაგრა ინგლისური ენის მასწავლებელთან, ახალგაზრდა ასპირანტ ქალთან, რომელიც კვირაში სამჯერ, სამი საათის განმავლობაში გვიტარებდა გაკვეთილებს. ამ…
- 50
ავთანდილ თავართქილაძე: ჩვენი ამოცანაა ოზურგეთი ასოცირდებოდეს დაზგურ გრაფიკასთან ავტორი მარი კოძოევი მერაბ ბერძენიშვილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრთან არსებულ სტუდია სახელოსნოში GURIAN ART მიმდინარეობს პროექტი ,,შემოქმედებითი მივლინება ოზურგეთში-2024". სტუდია სახელოსნო უკვე მერვედ მასპინძლობს პროფესიონალ მხატვართა ჯგუფებს. ტრადიციულად სთავაზობს საინტერესო, თავისუფალ შემოქმედებით სივრცეს დაზგური გრაფიკის (ოფორტი, მონოტიპია) მასტერ კლასებისა და ნოვატორული…
- 50
დღეს, ქ. ოზურგეთში, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში გაიხსნა გამოფენა „შემოქმედებითი კავშირები.“ როგორც გამოფენაზე ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თავართქილაძემ გვითხრა, ეს საგამოფენო პროექტი წარმოიშვა მხატვრების, ალეკო ლომაძისა და პიპო ალტომარეს კოტაქტიდან და მათი საერთო სურვილით, შეექმნათ საგამოფენო შესაძლებლობები ეროვნული საზღვრებს მიღმა. ასევე ამ გამოფენაში მონაწილეობენ, თავად ავთანდილ…
- 47
საფრანგეთში, საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, ქართველ მხატვართა ჯგუფი იმყოფებოდა, რომელთა შორის ოზურგეთელი მხატვრებიც იყვნენ. ამის შესახებ გაზეთ „ალიონს“ მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თავართქილაძე ესაუბრა: _1921-1924 წლებში საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში საქართველოდან გაგზავნილი იყვნენ ახალგაზრდა მხატვარები: ელენე ახვლედიანი, ლადო გუდიაშვილი, ვერა ფაღავა, შალვა ქიქოძე, დავით კაკაბაძე და…
- 47
„გააგრძელე შენი კუთხის ფოლკლორი“ - ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში პროექტის გამარჯვებულთა დაჯილდოვება და საზეიმო კონცერტი გაიმართა. პროექტის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა თავის მოსწავლეებთან ერთად თავიანთი სოფლის ცნობილი მომღერლებისა და სოფელში არსებული გუნდების შესახებ მოიძიეს ინფორმაცია, რომელიც ამ პროექტის საშუალებით გასაჯაროვდა. პროექტში მონაწილეობა მიიღეს - ძიმითის, დაბა ნასაკირალის, მშვიდობაურის, მთისპირის,…