ირაკლი პაპავა: საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ • NATO & EU Info Center წარმომადგენელი გურიის რეგიონში:
„სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესის შედეგად, 1 ივლისიდან ოფიციალურად უქმდება ამავე სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ. აღნიშნული უწყება, 2005 წლიდან მოყოლებული, უკვე ოცი წელია არსებობს და მთავარ მიზნად საქართველოს ევროპული და ევრო-ანტლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჩართვასა და მათი გაცნობიერებული მხარდაჭერის მოპოვებას, მისთვის ობიექტური და სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდებას ისახავს. გავრცელებული ინფორმაციით, რეფორმირებულ საგარეო საქმეთა სამინისტროში საინფორმაციო ცენტრის ფუნქციებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის ევროინტეგრაციის დეპარტამენტი გადაიბარებს და განახორციელებს.
და ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი ხელისუფლებასა და მის ყველა კონსტიტუციურ ორგანოს პირდაპირ ავალდებულებს, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა ზომა მიიღონ ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატოში) საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად!
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ლიკვიდაცია ცალსახად უკან გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება იქნეს შეფასებული ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის საქმიანობა, რასაც „ცენტრი“ ეწევა (მოსახლეობასთან სტრატეგიული კომუნიკაცია ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და დეზინფორმაციასთან, ასევე, მათგან მომდინარე საფრთხეებთან ბრძოლა), – ეს, თავისი არსით, უფრო ინფრასტრუქრურულად გამართული და რეგიონული წარმომადგენლობებით აღჭურვილი სსიპ-ის (რომელიც უშუალოდ რეგიონებში, ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით, წარმართავს ამ საქმიანობას) ფორმატია და არა საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის ერთი კონკრეტული დეპარტამენტის ქვესტრუქტურის ფორმატი, რომელიც ამ მიმართულებით, სავარაუდოდ, სადღაც 4-5 ადამიანს თუ დაასაქმებს.
დაბოლოს, ერთი რამ განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს:
უბრალოდ, ძალიან გულდასაწყვეტია ის ფაქტი, რომ 2023 წლის 14 დეკემბრის შემდეგ, როდესაც ევროკავშირმა ერთხმად მიანიჭა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და ოფიციალურად ჩართო საკუთარი გაფართოების დღის წესრიგში, ნაცვლად იმისა, რომ მთელი ძალისხმევა ამ ისტორიული შანსის გამოყენებისა და ევროკავშირში გასაწევრებლად საჭირო კრიტერიუმების დაკმაყოფილებისაკენ მიგვემართა, ფაქტობრივად, ამ მიმართულებით თითი თითზე არ არის დაკარებული. პირიქით, ამ ხნის განმავლობაში, დემოკრატიული პარამეტრების სასიცოცხლო მაჩვენებლები (რომელთა განუხრელი დაცვა ევროკავშირში გაწევრების უპირობო მოთხოვნაა) ყველა საკვანძო მიმართულებით არათუ არ გაუმჯობესებულა, არამედ დღითიდღე სულ უფრო დაბლა იწევს. და ასეთ მძიმე ფონს დამატებული, ასევე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ლიკვიდაცია სასიკეთოდ აშკარად ვერ წაადგება ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მომავალს“. _ განაცხადა გაზეთ „ალიონთან“ ირაკლი პაპავამ.
მსგავსი სტატიები
- 93
გერმანიიდან საქართველოში ჩამოვიდა გასული საუკუნის 80-90-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის პარტიის გურიის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ავთანდილ კალანდაძე. 90-იანი წლების ბოლოს ავთანდილ კალანდაძე ემიგრაციაში წავიდა და თითქმის სამი ათეული წელია გერმანიაში ცხოვრობს. იგი რამდენიმე დღის წინ გერმანიიდან თბილისში ჩამოვიდა და ეროვნული დიალოგის მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადა. მან საქართველოში…
- 91
ინტერვიუ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნათია გოლიაძესთან _ როგორია თქვენი აზრი, ქალთა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ, რადგან საზოგადოებაში კვლავ არის სტერეოტიპი, ქალის პოლიტიკაში მოსვლის და კარიერულ წარმატებებთან დაკავშირებით?როგორი გახლდათ საზოგადოების, ოჯახის აზრი თქვენთან მიმართებაში? _ქალებს ჩვენს ისტორიაში,კულტურასა და სოციალურ ცხოვრებაში ყოველთვის ჰქონდათ თანასწორი და გამორჩეული ადგილი.ეს ადგილი ქალს ჩვენს საზოგადოებაში აწმყოსა…
- 91
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბატონ დონალდ ტრამპსამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, ბატონ ჯეი დი ვანსს ღია წერილი გაუგზავნა: რამდენიმე კვირის წინ, მოგმართეთ წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. აღნიშნულ წერილს წინ უსწრებდა ჩემი საჯარო განცხადებები, სადაც ღიად გამოვხატავდი საქართველოს მზაობას, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განგვეახლებინა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და…
- 90
ჯერ უნდა იუზრდელოს, იპროვოკატოროს, „იძველბიჭოს“ და ამაზე პასუხს თუ მიიღებს, პასტა და ფურცელი არ გააგდოს პოლიციაში ხელიდან - ეს არის „ნაცი“ პროვოკატორის ქცევის წესი, რომელიც ტრენდად უნდათ, რომ აქციონ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინციდენტს, რა დროსაც აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა,…
- 90
ჩვენი ისტორია მკაფიოდ გვიჩვენებს, რომ სამშობლოსა და ტრადიციების დასაცავად გადატანილი უამრავი ბრძოლის კვალდაკვალ, ქართველი კაცისთვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ღირებულება იყო მშვიდობა, როდესაც ჩვენს ერს სიმშვიდეში - შრომის, საკუთარი კულტურის გამდიდრების, გენიალური ხელოვნების ნიმუშებისა და ხუროთმოძღვრების ძეგლების შექმნის შესაძლებლობა უნდა ჰქონოდა, - განაცხადა საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულმა მიხეილ…