დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში პროექტ „ჩემი ოჯახის გენიალოგიური ხე” ფარგლებში მონაწილეობა მივიღე, როგორც თანადამფინანსებელმა მოსწავლეების დაჯილდოების პროცესში.პროექტში მონაწილეობა მიიღო 107 ( ასშვიდმა მოსწავლემ ერთი სკოლიდან!!!).

თურქეთელი ქართველის, ბიზნესმენის, საზოგადო მოღვაწისა და ქველმოქმედის ისმედ აჯარი- ვაჭარიძის სტიპენდიები გადაეცათ მოსწავლეებს: ნუცა ანდღულაძეს – პირველი ადგილი, თეა თვალაბეიშვილს – მეორე ადგილი და ჯემიკო დიასამიძეს – მესამე ადგილი. მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ : სკოლის დირექტორი ქალბატონი მზია ვაშალომიძე, პედაგოგები ქალბატონი ლუდმილა შონია, ქალბატონი ფიქრია მაჭარაშვილი , ქალბატონო ნინო მგელაძე და რაც მთავარია პროექტში მონაწილე ასშვიდივე მოსწავლე. დაჯილდოებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო ბათუმი – ბეიკოზის დედაენის მასწავლებელმა, საპატიო ქედელმა,ბატონ ისმედ აჯარის მეგობარმა, ქალბატონმა მერი დიასამიძემ, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრმა, პედაგოგმა ქალბატონმა თამარ ხოზრევანიძემ და ამავე სოფლის მკვიდრმა ბატონმა ვანო როყვამ.

განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელს ქალბატონ ლალი სიჭინავას, ჟურნალისტებს, ყველა მონაწილეს , მშობლებს, სკოლის ყველა პედაგოგს და ყველა იმ ადამიანს ვინც მცირედი წვლილი შეიტანა ამ საშვილიშვილო საქმეში. შემდეგი, დაჯილდოვება გაიმართება ქუთაისში 12 ივნისს. _წერს მერაბ კვიცარიძე.

მსგავსი სტატიები

  • 62
    კომპანია „პარვუს ჯგუფის“ საგანმანათლებლო სოციალური პროექტის ფარგლებში შემოქმედის სკოლაში სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია ჩატარდაკომპანია „პარვუს ჯგუფის“ სოციალური და საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში   კვირიკეთის, გომისა და შემოქმედის სკოლების უფროსკლასელებს ჩაუტარდათ ტრენინგები თემაზე _ „ვიცავთ გარემოს და ვქმნით ენერგოუსაფრთხო მომავალს“.  პროექტის მიზანი გარემოს დაცვასა და განახლებადი ენერგიების როლსა და მნიშვნელობაზე  მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება იყო.  პირველი ეტაპი სასწავლო წლის ბოლოს ადგილობრივი „ენერგო ელჩების“ არჩევით დასრულდა,  ისინი კვალიფიციურად…
  • 61
    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლაში სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობსსაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ არჩილ თალაკვაძესთან, გურიის მაჟორიტარ დეპუტატთან ვასილ ჩიგოგიძესთან, ოზურგეთის მერ ავთანდილ თალაკვაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. შენობა, რომელიც 240 მოსწავლეზეა გათვლილი, სრულად განახლდება…
  • 58
    გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან გივი მიქანაძესთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სამი ახლადრეაბილიტირებული სკოლა დაათვალიერა. ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთის N3, სოფელ მაკვანეთისა და სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლებში ადგილზე გაეცნენ განახლებულ ინფრასტრუქტურას, შეხვდნენ პედაგოგებსა და მოსწავლეებს.…
  • 57
    სერგი ჭეიშვილი _60-დან 59 ქულაოზურგეთის წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის კურსდამთავრებულმა სერგი ჭეიშვილმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე მაქსიმალური 60 ქულიდან 59 ქულა მიიღო. ვულოცავთ!
  • 57
    სკოლა - ჩემი სულის ტაძარი.ცნობილი პედაგოგი ნანი სალუქვაძე, სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს: „ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლა,სადაც 50 წელი ვიმუშავე,ჩემი ცხოვრების ნაწილია.იგი ყოველთვის იყო და რჩება ჩემი სულის ტაძრად.ნახევარი საუკუნეა დედაენის მადლით ვუზიარებ ცოდნასა და სიყვარულს თვალხატულა გოგო-ბიჭებს,მათთან ერთად ვცხოვრობ სიხარულით,შრომით,გამარჯვებებით,აღმოჩენებით... ეს წლების განმავლობაში ჩემი ცხოვრების შთაგონება და ძალაა. სკოლა ჩემი სულის ტაძარია! მრავლისმთქმელია ჩემთვის,რომ…