ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, სახდელის ზომად კი, ჯარიმა, 1 000 ლარის ოდენობით განუსაზღვრა.
სასამართლო პროცესზე შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე მარიანა ფომაევამ გამოაცხადა.
მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებას სხდომათა დარბაზში მყოფი პირების მხრიდან შეძახილები მოჰყვა.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეები გამოიკითხნენ, ამასთან, დაცვისა და ბრალდების მხარემ საბოლოო სიტყვა წაიკითხეს.
პროცესს თავად მზია ამაღლობელი არ ესწრებოდა. როგორც სასამართლო პროცესის დაწყების წინ მოსამართლემ აღნიშნა, ამაღლობელმა სხდომაზე დისტანციურ ჩართვასთან დაკავშირებით უარი განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე მიმდინარე წლის 11 იანვარს აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, საპროტესტო აქციის მსვლელობისას სტიკერის გაკვრის ფაქტს უკავშირდება.
წყარო: ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 74
მიგვაჩნია, რომ მზია ამაღლობელი არა მხოლოდ რჩება უკანონო პატიმრობაში, არამედ მას ქართულმა მართლმსაჯულებამ დემონსტრაციულად ჩამოართვა უფლება დაიცვას თავი და ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა, - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. როგორც საია-ში აღნიშნავენ, სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და დაცვის მხარის მოწმედ დასაკითხ პირთა ნუსხიდან ამოიღო 17…
- 70
ვგმობთ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზებულ განაჩენს, რომლითაც მას 2 წლით პატიმრობა მიესაჯა _ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მზია ამაღლობელს და მოვუწოდებთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, _ ამის შესახებ 24 დიპლომატიური წარმომადგენლობის ერთობლივი განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ სასამართლო განაჩენს შეეხება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მზია ამაღლობელის საქმე და…
- 69
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ცხრა პირი სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 5 000 -5 000 - ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ჯარიმა დაეკისრათ: გელა მთივლიშვილი - ჟურნალისტი, საქართველოს ამბები / მთის ამბების რედაქტორი; ნინო ქათამაძე - მუსიკოსი, „ნინო ქათამაძის ფონდის“ დამფუძნებელი; ვლადიმერ აფხაზავა - მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი; ხვიჩა ვაშაყმაძე…
- 68
ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის „სისხლის სამართლის“ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხი განიხილეს. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. მომდევნო სასამართლო პროცესი 8 მაისს ჩანიშნა. გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში მზია ამაღლობელის მხარდამჭერების მხრიდან ხმაური მოჰყვა. „ნამდვილად სახეზე გვაქვს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. სასამართლოს მიაჩნია, რომ…
- 68
მოსამართლე, ნინო სახელაშვილი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილებას 6 აგვისტოს, 14:00 საათზე გამოაცხადებს. ამის შესახებ მან ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომაზე განაცხადა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მზია ამაღლობელმა საბოლოო სიტყვით ისარგებლა. ინფორმაციისთვის, გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება. მან ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს სილა…