უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაციის შედეგად, ყირიმის ხიდს დაარტყა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უკვე მესამედ, დღეს დილით, ოპერაციის რამდენიმეთვიანი მომზადების შემდეგ, უწყებამ ყირიმის ხიდის წყალქვეშ მდებარე საყრდენებზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა.
უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, 1100 კგ ტროტილის ეკვივალენტმა ასაფეთქებელმა ნივთიერებებმა ხიდის საყრდენებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, რის შედეგადაც, ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია.
უწყებაში აღნიშნეს, რომ ოპერაციის დაგეგმვაში უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ვასილი მალიუკი პირადად მონაწილეობდა და ოპერაციას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ მოჰყოლია.
„ღმერთს სამება უყვარს და უსაფრთხოების სამსახურს ყოველთვის ბოლომდე მიჰყავს ის, რასაც გეგმავს. ჩვენ, 2022 და 2023 წლებში ყირიმის ხიდს ორჯერ დავარტყით. დღეს ეს ტრადიცია წყალქვეშ გავაგრძელეთ. ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის არცერთი უკანონო ობიექტის ადგილი არ არის. ამიტომ, ყირიმის ხიდი აბსოლუტურად ლეგიტიმური სამიზნეა. ყირიმი უკრაინაა და ოკუპაციის ნებისმიერი სახით გამოვლინებას ჩვენი მკაცრი პასუხი მოჰყვება“, _ განაცხადა ვასილი მალიუკმა.
მსგავსი სტატიები
- 84
დღეს პოლონეთში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური და სახელმწიფო დღესასწაული, სამი მეფის დღე (Trzech Króli), აღინიშნება, რომელსაც კათოლიკური ეკლესია ეპიფანიას, ანუ უფლის გამოცხადებას უწოდებს. ეს დღე იმ ბიბლიურ ეპიზოდს უკავშირდება, როდესაც ბეთლემში შობილ იესო ქრისტეს სამი მოგვი -კასპარი, მელქიორი და ბალთაზარი ეწვია და მას, როგორც მეფეს, ღმერთსა და ადამიანს, სიმბოლური საჩუქრები: ოქრო,… - 83აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა მიაღწიეს შეთანხმებას დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტასა და ნეიტრალურ ადგილას საკითხთა ფართო სპექტრზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. რუბიოს თქმით, ის და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ბოლო 48 საათის განმავლობაში ესაუბრებოდნენ ინდოეთისა და პაკისტანის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრებს, ნარენდრა მოდის და…
- 82
ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო, დადგა გადამწყვეტი მომენტი. დახმარება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანის მამაც ხალხს დაჰპირდა, უკვე მოვიდა. ეს ჰუმანიტარული ჩარევაა; მისი სამიზნე ისლამური რესპუბლიკა, მისი რეპრესიების აპარატი და მისი მკვლელობის მანქანაა და არა ირანი და მისი ხალხი. მაგრამ, ამ დახმარების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვება მაინც ჩვენ უნდა მოვიპოვოთ. სწორედ ჩვენ,… - 81
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმებს განიხილავს, არ არსებობს შანსი, რომ ასეთმა დარტყმებმა შეერთებული შტატები მრავალწლიან ომში ჩაითრიოს. ვენსმა The Washigton Post-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დარტყმები იქნება შემაკავებელი ფაქტორი ირანისთვის ბირთვული იარაღის შემუშავების თავიდან ასაცილებლად, თუ საკითხი დიპლომატიურად არ მოგვარდება. „ის… - 80
ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს 26 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოთი, რომელიც დაირღვა ხმების მოსყიდვის, ამომრჩეველთა დაშინების, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და საარჩევნო სამეთვალყურეო საბჭოებში საეჭვო დანიშვნებით, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენების: ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელის, წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მაიკ ტერნერისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ჯერი კონოლის ერთობლივ…