წინასწარი მონაცემებით, ინდოეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო The Associated Press ქალაქ აჰმადაბადის პოლიციის კომისარზე დაყრდნობით ავრცელებს.
„როგორც ჩანს, ავიაკატასტროფის შედეგად გადარჩენილები არ არიან“, – განაცხადა აჰმადაბადის პოლიციის კომისარმა, ჯეი ეს მალიკმა.
მისი თქმით, რადგან თვითმფრინავი საცხოვრებელ ზონაში ჩამოვარდა, „დაღუპულები ადგილობრივებს შორისაც იქნება“.
„დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა მიმდინარეობს“, – აღნიშნა პოლიციის კომისარმა.
ამასთან, პოლიციის ცნობით, ამ დროისთვის საავადმყოფოებში 100-ზე მეტი ცხედარი გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, ავიაკომპანია Air India-ს თვითმფრინავი Boeing 787-8 დღეს ინდოეთის ქალაქ აჰმადაბადის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ მალევე ჩამოვარდა. თვითმფრინავის ბორტზე, სულ 242 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 230 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი. მგზავრებს შორის 169 ინდოეთის მოქალაქე, 53 დიდი ბრიტანეთის, 7 პორტუგალიისა და ერთი კანადის მოქალაქე იყო. სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ლონდონის გატვიკის აეროპორტში მიფრინავდა, სამოქალაქო ზონაში ჩამოვარდა და მედიცინის სტუდენტების საერთო საცხოვრებელს შეეჯახა.
წყარო: ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 67
ეს 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღეს მოხდა დღეს 19 აგვისტოა. ეს დღე უპირველესად 1997 წლის ფერისცვალებას გადახდენილი თავგადასავალის ფონზე გვახსენდება, როცა კავკასიონზე, მწინვარწვერის მასივში სასწაულად გადავრჩით. იმ წელს კავკასიონზე ტურისტულ-ალპინისტურმა საზოგადოებამ „გურიის მთებმა“ ექსპედიცია მოაწყო. მეგობრების, სპონსორების დახმარებით მოვაგროვეთ შესაბამისი აღჭურვილობა, საკვები და კავკასიონისკენ დავიძარით. გულითბილად მიგვიღეს ყაზბეგელებმა. გაზეთ „ალიონის“…
- 66
ეს ამბავი 25 აპრილს შემემთხვა. სამსახურის დამთავრების შემდეგ, სახლში მივდიოდი,აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისში, ხელმარხცხნივ, სადაც ყვავილების მაღაზიაა თეთრი მანქანა იდგა ( ნომერი 717; სერია და მარკით არ დავინტერესებულვარ) მანქანათან საფულე ეგდო.ავიღე, გავხსენი შიგ ბევრი ფული იდო და დოკუმენტები. ამ დროს ქალბატონმა მარინამ გამოიარა,(გვარს შეგნებულად არ ვასახელებ, ის ღირსეული ქალბატონია და მისთვის…
- 65
სამგზავრო თვითმფრინავი Embraer E190, რომელიც ასრულებდა რეისს ბაქოდან გროზნოში, ჩამოვარდა ყაზახეთის ქალაქ აქტაუში. თვითმფრინავში იყო 67 მგზავრი და ხუთი ეკიპაჟის წევრი. 28 ადამიანი გადარჩა, აქედან ერთი ბავშვია. tengrineus-ის ინფორმაციით ეკიპაჟმა თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე გადმოსცა უბედური შემთხვევის სიგნალი. თვითმფრინავი Embraer E190, აზერბაიჯანის ავიახაზებს ეკუთვნის. მგზავრებს შორის 37 აზერბაიჯანელია, 16 რუსეთის მოქალაქე, 6…
- 63
ლიეტუვაში, ვილნიუსის აეროპორტის მახლობლად სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ერთ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. თვითმფრინავი, რომელსაც DHL-ისთვის ესპანეთის სატვირთო ავიაკომპანია Swiftair-ი ახორციელებდა, საცხოვრებელ სახლთან ახლოს ჩამოვარდა, როდესაც დასაშვებად ემზადებოდა. პოლიციამ განაცხადა, რომ საცხოვრებელ სახლში მყოფი 12-ვე ადამიანის…
- 61
აშშ-ის სანაპირო დაცვამ ალასკაზე გაუჩინარებული თვითმფრინავის ნამსხვრევებში სამი ცხედარი იპოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი აშშ-ის სანაპირო დაცვაზე დაყრდნობით ავრცელებს. აშშ-ის სანაპირო დაცვის ცნობით, მცირე ზომის თვითმფრინავის ნამსხვრევები ქალაქ ნომიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 34 მილის დაშორებით იპოვეს. მაშველებმა დაადასტურეს, რომ თვითმფრინავის ნამსხვრევებში სამი ცხედარი იპოვეს და აღნიშნეს, რომ სავარაუდოდ, დარჩენილი შვიდი ადამიანის ცხედარიც…