#ჩვენ შევასრულეთ დანაპირები

ბახვი ჰესის აქტიური სამშენებლო სამუშაოების პარალელურად წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით ინტენსიურად მიმდინარეობს გარემოს დაცვითი ღონისძიებებისა და მონიტორინგის პროცესები. ბახვი ჰესის ვალდებულებების ნუსხაში, ყოველკვარტალური გარემოსდაცვითი კვლევებისა და მონიტორინგის წარმოება ერთ-ერთი უმთავრესია. აღნიშნული ვალდებულების შესრულებას მონიტორინგს უწევენ ერთის მხრივ სახელმწიფო, მეორეს მხრივ კი, ის უცხოელი ექსპერტები, რომლებიც პროექტის საწყის ეტაპზე აწარმოებდნენ სამშენებლო პერიმეტრის კვლევას, ასევე, პროექტის ინვესტორები. სწორედ, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა, რომლის ზედმიწევნით განხორციელების შემთხვევაში ,პროექტი, გარემოზე მოსალოდნელ ზემოქმედებას ან სრულიად აირიდებს, ან მოხდება მისი მნიშვნელოვნად შერბილება.  კვლევებისა და მონიტორინგის ვალდებულება გაწერილია გარემოზეზე მოქმედების შეფასების (გზშ) დოკუმენტში, ასევე რამდენიმე გარემოსდაცვითი სახის კვლევაში.

„გარემოსდაცვითი მონიტორინგის გეგმა შეთანხმებული და დამტკიცებულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ.ყოველკვარტალურ კვლევებსა და მონიტორინგს ახორციელებენ დამოუკიდებელი სპეციალისტები. ივნისის თვეში ჩატარდა წელს რიგით მეორე კვლევა. ანგარიშების პეციალისტებს მზად ექნებათ მიმდინარე თვეში და ცხადია, ინფორმაციას გავავრცელებთ. ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ კარგი მოლოდინი გვაქს, რადგან თავად მკვლევარები ზეპირი საუბრების დროს აღნიშნავდნენ, რომ არაერთი ცხოველი, ფრინველი თუ ქვეწარმავალი ნახეს სამშენებლო არეალის მიმდებარე ზონებში. ეს კი, პირდაპირი ნიშანია, რომ ცხოველთა დიდი მასშტაბი სგანრიდებას ადგილი არ ქონია“ – განაცხადა დავით კობერიძემ, პროექტის გარემოს დაცვისა და სოციალური პროექტების მენეჯერმა.

2024 წლის მეორე კვარტალში ჩატარებული კვლევები:

  • ჰაერის ხარისხი (მტვერი და გამონაბოლქვი), ვიბრაცია – DG Consulting
  • ზედაპირული წყლების ხარისხი – DG Consulting
  • ფლორა და ფაუნა (ცხოველები, ფრინველები, ამფიბიები, რეპტილიები, მცენარეული საფარი) – ნიკო ქერდიყოშვილი, ეკოლოგიის მაგისტრი, თბილისის ზოოპარკის სამეცნიერო პროგრამების მმართველი
  • ხელფრთიანების და მათი ჰაბიტატების საექსპერტო კვლევა – გიორგი შეყლაშვილი.
  • მდ.ბახვისწყლის ბიომრავალფეროვნება – გიორგი ზაალიშვილი, ბიოლოგიის მაგისტრი (სპეციალიზაცია: ჰიდრობიოლოგია-იქთიოლოგია)
  • გეოლოგია – ლევან ქებულაძე შპს „გეოსტანდარტი.“

დაფინანსებული ფართი

 

მსგავსი სტატიები

  • 96
    „ამ საქმეს მივყვები ბოლომდე და როცა დავრწმუნდები, რომ ყველაფერი სუფთა გაქვთ, ვიტყვი“...გუშინ, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში კომპანია „პარვუს ჯგუფი“ მედიის ( „ალიონი,“ „გურია ნიუსი,“ „გურიის მოამბე“, ტვ. „გურია“, ტვ. პირველი) წარმომადგენლებს და გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკოს“ დამფუძნებელს ირმა გორდელაძეს შეხვდნენ. პირველ რიგში მათ მდინარე ბჟუჟის ხეობაში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, სკოპინგის ანგარიშის წარდგენის შემდეგ ირმა გორდელაძის მიერ გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში გაგზავნილი შენიშვნებისა…
  • 95
    „პარვუს ჯგუფმა“შემოქმედის თემის წარმომადგენლებთან, მედიასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრების ციკლი დააანონსაავტორი _ კომპანია „პარვუს ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური კომპანია „პარვუს ჯგუფმა“ ოზურგეთში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თემის ახალგაზრდობისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. „პარვუს ბასრას“ ჰესები ამ დროისთვის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ეტაპს გადის, შესაბამისად კომპანიის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის საჭირო ნებართვები და კვლევები, რაც ასევე ჩაიდება დასრულებულ დოკუმენტში…
  • 94
    ბახვი ჰესის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი და მისი აღსრულების მიმდინარეობაინტერვიუ ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის მენეჯერთან, დავით კობერიძესთან მოგესალმებით ბატონო დავით, როგორ მიმდინარეობს ის სამოქმედო გეგმა, რომელიც უცხოელმა ექსპერტებმა გაწერეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტზე მუშაობის ფარგლებში ჩატარებული ბიომრავალფეროვნების თუ სხვა კვლევების საფუძველზე? მოგესალმებით და დიდი მადლობა ინტერესისთვის. უნდა მოგახსენოთ, რომ სამშენებლო სამუშაოების პარალელურად აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს გარემოსდაცვითი ღონისძიებებისა…
  • 93
    2024 წლის ზაფხულისა და შემოდგომის სეზონი, ბრიტანული კომპანიის SLR-ის მკვლევარის მიერ 2021 წელს ბიომრავალფეროვნების კვლევის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციების ე.წ. სამოქმედო გეგმის აღსრულების თვალსაზრისით, დატვირთული პერიოდია. მსოფლიოში აღიარებული ექსპერტების მიერ გაწერილი სამოქმედო გეგმის მიხედვით მუშაობა ბახვი ჰესის გუნდმა მშენებლობის დაწყების პირველივე დღეებიდან დაიწყო. 2024 წლის ივლისში,ბახვი ჰესის (ბახვი 1 და ბახვი…
  • 91
    „ბახვი ჰესი“ გაეროს გლობალური შეთანხმების (United Nations Global Compact) წევრი გახდა. გაეროს გლობალური შეთანხმება მსოფლიოში კორპორაციული მდგრადობის ყველაზე დიდი ინიციატივაა, რომელის მიზანია დედამიწა საცხოვრებლად კიდევ უფრო უკეთესი გახდეს და ადამიანმა ბუნებასთან ჰარმონიაში, სამართლიანობის პრინციპების სრული დაცვით იცხოვროს. გაეროს გლობალური შეთანხმება 160-ზე მეტი ქვეყნიდან 24 000-მდე კომპანიას აერთიანებს. UN Global Compact-ის…