#ჩვენ შევასრულეთ დანაპირები
ბახვი ჰესის მანქანები ზაფხულის მშრალი ამინდების დროს, მთისპირის თემის ცენტრალურ გზას დღეში რამდენჯერმე რწყავენ. სამუშაოები ტარდება საერთაშორისო სტანდარტისა და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, რომლის მიხედვით გზების მორწყვა, როგორც შემარბილებელი ღონისძიება, ხორციელდება მძიმე ტექნიკის გადაადგილებისას გზაზე არსებულ კარ-მიდამოებში დამტვერიანების თავიდან აცილების მიზნით.
„შემარბილებელი ღონისძიებების ნუსხა, იმ სამოქმედო გეგმის ფარგლებში გადმოგვეცა, რომელიც მოამზადეს ჩვენმა საერთაშორისო ექსპერტებმა კვლევების ეტაპზე. იმისათვის, რათა მშენებლობის დროს, მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში მიმდინარეობდეს ჩვენი სამუშაოებ, არაერთი ღონისძიება გვაქვს განსაზღვრული. მათ შორის არის მძიმე ტექნიკის გადაადგილებისას გზების დაზიანებული მონაკვეთების მყისიერი შეკეთება და გზების მორწყვა მშრალ ამინდებში. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სარწყავ მანქანებზე დასაქმებულნი არიან ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები. ბახვი ჰესი თითოეულ პროეტს ახორციელებს როგორც საქართველოში არსებული კანონმდებლობის, ასევე საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებისა და გამოცდილების გათვალისწინებით.“_ აცხადებს დავით კობერიძე, ბახვი ჰესის გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერი.
მორწყვით სამუშაოებს ბახვი ჰესი გასულ წელსაც ახორციელებდა.
მსგავსი სტატიები
- 66
ბატონო გიორგი, წელსაც, არ ვარღვევთ ტრადიციას და წლის დასაწყისში გვსურს, ბახვი ჰესის პროექტის შესახებ რამდენიმე კითხვა დაგისვათ. მოგვიყევით თუ შეიძლება, როგორ ვითარდება პროექტი? პირველ რიგში, მინდა ჩვენს თითოეულ მკითხველს მივულოცო შობა და ახალი წელი. ძვირფასო მკითხველებო, გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას, კეთილდღეობას, ეკონომიკურ წინსვლასა და განვითარებას. როგორც უკვე იცით, ჩვენ მთისპირელებთან…
- 65
2024 წლის 26 ივნისს ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს რიგით მეორე შეხვედრა ოზურგეთში ჩატარდა. ბახვი ჰესის დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა, საბჭოს წევრებს პროექტის მიმდინარეობა გააცნო. მან ისაუბრა არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე. ბახვი ჰესის ტექნიკურმა დირექტორმა, არჩილ ძნელაძემ პრეზენტაციის ფორმატში მიმოიხილა მშენებლობის მიმდინარეობა და სამშენებლო მოედანზე არსებული ვითარება.…
- 65
აქტიური და ნაყოფიერი 2023 წლის დასრულების შემდეგ ბახვი ჰესი ახალი, 2024 წლისთვის დიდი შემართებითა და ოპტიმიზმით ემზადება. განვლილმა წელმა კომპანიის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროექტის განხორციელების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობა და მათთან ყოველდღიური კომუნიკაცია. შესაბამისად, ისევე როგორც, პროექტის საწყისი ეტაპიდან მოყოლებული, 2024 წელსაც…
- 64
ინტერვიუ ბახვი ჰესის დირექტორთან, გიორგი აბრამიშვილთან მოგესალმებით ბატონო გიორგი, როგორ მიმდინარეობს პროექტი და რამდენად ახლოსაა მისი განვითარება დასახულ მიზნებთან? მოგესალმებით და დიდი მადლობა ინტერესისთვის. ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ვაშენებთ ჰიდროელექტროსადგურს და შესაბამისად ხელს ვუწყობთ განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას, რაც ვფიქრობ, საამაყო იქნება როგორც ჩემთვის პირადად, ასევე, ამ პროექტში პირდაპირ თუ…
- 64