პიერ ბიდერმანი, გარემოს დაცვის, სოციალური საკითხებისა და მმართველობის საერთაშორისო ექსპერტი
ბახვი ჰესის ინიციატივით ჩაიწერა ვიდეო ინტერვიუ საერთაშორისო ექსპერტთან პიერ ბიდერმანთან, რომელიც გარემოს დაცვის, სოციალური პროექტებისა და მმართველობის საერთაშორისო ექსპერტია. 2021 – 2022 წლებში ის, როგორც დამოუკიდებელი, მოწვეული ექსპერტი, აწარმოებდა ბახვი ჰესის საპროექტო ტერიტორიის ბიომრავალფეროვნების, კლიმატისა და კუმულაციური ზეგავლენის კვლევებს. მანვე მოამზადა პროექტის ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი და ასევე, გარემოს დაცვის სამოქმედო გეგმა, რომელიც ემსახურება საპროექტო არეალში და მის მიმდებარედ არსებულ სოფლებში პროექტით გამოწვეული შესაძლო ზემოქმედების თავიდან აცილებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი შემარბილებელი ღონისძეიბების გატარებას. პიერ ბიდერმანი ბახვი ჰესის სამოქმედო გეგმის აღსრულების მონიტორინგის მიზნით 2022 წლიდან პერიოდულად სტუმრობს გურიას.
ვიდეო რელიზში, რომელსაც წარმოგიდგენთ, ის საუბრობს განახლებადი ენერგიების (ჰიდროელექტრო სადგურები, მზისა და ქარის სადგურები) როლზე კლიმატის ცვლილების ეპოქაში.
კომენტარი: „განახლებადი ენერგიის წყაროები, როგორიცაა ჰიდროელექტროსადგურები, ასევე მზისა და ქარის სადგურები, კლიმატის ცვლილების ტემპისა და მასშტაბის შესაჩერებლად ნამდვილად კარგი ინსტრუმენტია. მსოფლიოში ყველა სახის ენერგიის წარმოების განახლებადი ენერგიებით ჩანაცვლება რომ შეგვეძლოს, კლიმატის ცვლილებების პრობლემა მყისიერად მოგვარდებოდა. ეს ფაქტია, რადგან განახლებადი ენერგიის სადგურები ძალიან დაბალი მოცულობის ნახშირბადს გამოყოფენ ელექტროენერგიის სხვა წყაროებიდან წარმოებებთან შედარებით. მაგალითისთვის, განახლებადი ენერგიის სადგურების, როგორიცაა ჰიდროელექტროსადგურები, მზისა და ქარის სადგურები, მათი ოპერირების შედეგად გარემოში გამოყოფილი ემისიები, ანუ ე.წ. სათბურის აირები მნიშვნელოვნად ნაკლებია ელექტროენერგიის წარმოების სხვა წყაროებიდან გამომუშავების ობიექტებთან შედარებით. რაც შეეხებათ ინვესტორებს, რომელთაც სურთ განახლებად ენერგიებში ინვესტიციების განხორციელება, ამ შემთხვევაში,ბაზარზე აქტიური ინვესტორები შეიძლება დაინტერესებულნი იყვნენ ენერგიის მიქსში ინვესტირებით, მაგალითად, ჰიდროს, ქარისა და მზის სადგურების კომბინაციით, თუკი, ქვეყნის გეოგრაფია იძლევა ამის საშუალებას. თუმცა, წამყვანი მაინც ჰიდრო სექტორი იქნება, რადგან ჰიდროელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია არის უწყვეტი და შესაბამისად მეტად სტაბილური,რაც სხვა ალტერნატივებთან შედარებით უპირატესობად მიიჩნევა“.
- ყველა სახის იქნება ეს მცირე, საშუალო თუ დიდი ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგია მწვანე ენერგიის წყაროა, რადგან ის არ აფრქვევს საზიანო, ე.წ. სათბურ აირებს ატმოსფეროში, რაც თავის მხრივ კლიმატის ცვლილების ყველაზე დიდი კონტრიბუტორია.
- ჰესების მიერ ელექტროენერგიის გამომუშავება არის სათბური აირების გამოყოფის შემცირების ერთ-ერთი ეფექტური გზა.
დაფინანსებული ფართი
მსგავსი სტატიები
- 79
2023 წლის ივლისი კაცობრიობის ბოლო რამდენიმე ასწლეულის ისტორიაში ყველაზე ცხელ თვედ გამოცხადდა. მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ (WMO) დაადასტურა, რომ ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2023 წლის ივლისში, წელიწადის ამ დროისთვის, ისტორიულად სამი ყველაზე ცხელი დღე და ოკეანის ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. აღნიშნულ ინფორმაციას სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მყისიერი რეაქციები და განცხადებები მოჰყვა. გაერთიანებული ერების…
- 77
2024 წლის მარტის თვიდან მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებში კომპანიამ ბახვი ჰესი არაფორმალური სახის სასწავლო ტრენინგ კურსი განაახლა, რომელიც კომპანიის სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო ხაზის ერთ-ერთი პროექტია. ტრენერები გიორგი ბერეჩიკიძე და ხათუნა იოსავა კვლავ აგრძელებენ გარემოს დაცვისა და განახლებადი ენერგიების თემებთან დაკავშირებული საკითხების სწავლებას. 2024 წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ…
- 76
შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი, კენიიდან რამდენიმე ბაობაბის ჯიშის ხის გადმორგვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც შეკვეთილის დენდროლოგიური პარკში განმარტავენ, ბაობაბების გადმოტანისას, ხელოვნური შეფერხებების გამო რვავე ბაობაბის ხე გახმა. „ინტერპრესნიუსი“ შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ: კერძოდ, აღნიშნავენ, რომ „ჩასაფრებულმა პოლიტიკანებმა“ და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა იდეოლოგიური ბრძოლის ფრონტი გამართეს აფრიკის კონტინენტზე.…
- 72
წლებია, გაზეთი „ალიონი“, სხვა მედიასაშუალებები წერს გურიის მდინარეებში, განსაკუთრებით შავიზღვისპირა 20-კილომეტრიან ზოლში ქვიშა-ხრეშის უსისტემოდ მოპოვების შესახებ, თუმცა შესაბამისი სამსახურებიდან რეაგირება არ არის. განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობაა მდინარე ნატანების აუზში, 20-კილომეტრიან ზოლში, სადაც ბოლო წლებში ჯერ თურქული კომპანია „პოლატი“ მუშაობდა,რომელმაც 3 მილიონი კუბური მეტრი ინერტული მასალა ამოიღო ციხისფერდი-გურიანთა-ქ. ოზურგეთში შემოსვლამდე მონაკვეთზე და…
- 68
პატივცემულო ირაკლი, როგორც ვხედავ, თქვენც მიაპყარით მზერა ბახმაროს და ერთ ლარად ბოძებულ ტერიტორიაზე ორბი ჯგუფის მიერ შემოთავაზებული პროექტს, რომელიც ზიანის გარდა არაფერ კარგს არ უქადის ამ დიდებულ კურორტს. თქვენ ბრძანებთ: "ბახმაროს რაც შეეხება - მე როგორც მითხრეს, არსებული, წარმოდგენილი პროექტი შეესატყვისება იმ გეგმას, რომელიც ძალიან ფართო ჩართულობით მომზადდა... დღევანდელი მოცემულობა…