დღეს, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი  ვასო ჩიგოგიძე ქართული კულტურის დარგში უმაღლესი ჯილდოს _ შოთა რუსთაველის  პრემიის ლაურეატი  გახდა.

„დღეს პრეზიდენტის სასახლეში შოთა რუსთაველის სახელობის პრემიისა და ეროვნული პრემიის ლაურეატები დავაჯილდოვე.
მათ უმნიშვნელოვანესი მიღწევა მივულოცე და თითოეულს ეროვნული საქმის კეთებისათვის მადლობა გადავუხადე.
შოთა რუსთაველის სახელობის პრემიით სპექტაკლ „ექვთიმეს“ განხორციელებისთვის: ვასილ ჩიგოგიძე, გოჩა კაპანაძე, ლომგულ მურუსიძე. ასევე ქართული ხალხური მუსიკის შემსრულებელი რამინ მიქაბერიძე სიმღერებისთვის: „ჩვენ მშვიდობა“, „ლატარია,“ „მე რუსთაველი,“ „მივალ გურიაში“ და ირანული ეპოსის ფირდოუსის პოემა „შაჰნამე“-ს თარგმნისთვის ბელა შალვაშვილი დავაჯილდოვე.
საქართველოს ეროვნული პრემიით კი აკადემიკოსები ალექსანდრე ნერსესიანი და გიორგი ჯაფარიძე ნაშრომთა ციკლისათვის – „კვანტური ფაზური გადასვლები დაბალგანზომილებიან ძლიერ კორელირებულ და ფრუსტრირებულ სისტემებში“ დავაჯილდოვე.“ _წერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.

ვულოცავთ!

მსგავსი სტატიები

  • 73
    „მომწყურდი საოცარი ძალით“(წერილი ოცდამეერთე-ოცდამოერე) ავტორი გია ბეშიტაიშვილი 1980 წელი! მსოფლიოს 22-ე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების წელი საბჭოთა კავშირში! ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად ტარდებოდა სოციალისტურ ქვეყანაში! ოლიმპიურ თამაშებში  სრულიად გამოკვეთილად იგრძნობოდა პოლიტიკური ჩარევა და პოზიციები. ჯერ კიდევ 1976 წელს მონრეალში ოლიმპიადა76-ს ბოიკოტი გამოუცხადა 29 აფრიკის სახელმწიფომ! 1980 წელს საბჭოთა კავშირში ოლიმპიადა80-ს ბოიკოტი გამოუცხადა 60-მა…
  • 71
    „მომწყურდი საოცარი ძალით“    ავტორი გია ბეშიტაიშვილი                                                                                         წერილი მეცხრე-მეათე…
  • 70
    ციკლიდან: რეკვიემი დევნილთათვისცნობილი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი  და ჟურნალისტი, გაზეთ „ალიონის“ ყოფილი თანამშრომელი _გენრიეტა ქუთათელაძე  82 წლისაა. ვულოცავთ! * * * დარდმა და მწუხარებამ დააჭკნო ეს ქალი, ეს ქალი, წარსულში რომ ჰგავდა ყაყაჩოს, სასტიკმა ცხოვრებამ დასეტყვა, დამეხა, დაცეცხლა დააზრო და დააბერა, ლამის დაახრჩო (ეჰ, რა ძნელია დევნილის ხვედრი). შიში შეეყარა სახადივით და ფიქრებს…
  • 68
    „ბათუმიდან დაიწყება ექვთიმეს მოგზაურობა დანარჩენ საქართველოში“ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი გადმოსახედი ახლო ისტორიული ეპოქიდან... განვლილი წლები თანამედროვეობას ჩაესახლა და...გასულ წელს, ოზურგეთის სახელმწიფო  თეატრის სცენაზე შემოაბიჯა ექვთიმე ღვთისკაცმა. მას შემდეგ,  არაერთი  მაყურებელი გახადა თანამონაწილე იმ პერიოდისა, როცა საქართველოს კვლავ დაატყდა თავს ქარტეხილი და ქართული საგანძურისთვისაც დადგა  ყოფნა-არ ყოფნის ჟამი.  შეჰბედა ამ უდიდეს თემას ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის შემოქმედებითმა კოლექტივმა…
  • 68
    დუმბაძისა და კლდიაშვილის დღე — დუბლი ორიავტორი ანასტასია ჩერნეცოვა ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის VI დღე კვლავ დუმბაძისა და დავით კლდიაშვილის ნაწარმოებების სცენური ინტერპრეტაციებით გამოირჩეოდა. დღის პირველი დადგმა ჩოხატაურის კულტურის სასახლეში ვიხილეთ — უზბეკურად გაცოცხლებული „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (რეჟისორი: მუხთარ რეიმოვი), რომელიც ბარდახის სახელობის ყარაყალპაყეთის სახელმწიფო აკადემიურმა თეატრმა წარმოადგინა. ოზურგეთის თეატრის დიდ სცენაზე კი…