შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, იმერეთისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, შიდა ქართლში, აჭარაში, გურიაში, იმერეთსა და კახეთში – 20 პირი დააკავეს, ხოლო 4 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, მათ შორის 2 ”კანონიერი ქურდია“.
„ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“, „კანონიერი ქურდისთვის“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ბრალდებით დაკავებული არიან: 1984 წელს დაბადებული გ.დ. მეტსახელად „კოკოშკა“, 1984 წელს დაბადებული გ.მ. მეტსახელად „ფარეხელა“, 1973 წელს დაბადებული გ.ღ. მეტსახელად „უწყლო“, 1997 წელს დაბადებული თ.გ. მეტსახელად „ბელეშა“, 1968 წელს დაბადებული გ.ქ. მეტსახელად „ჯაგა“, 1998 წელს დაბადებული გ.ზ. მეტსახელად „ჩინელა“, 1985 წელს დაბადებული ი.დ. მეტსახელად „სტალინა“, 2006 წელს დაბადებული ლ.კ. მეტსახელად „ფოხრე“, 1998 წელს დაბადებული მ.მ., 1984 წელს დაბადებული ნ.ი., 1999 წელს დაბადებული თ.მ., 2000 წელს დაბადებული გ.ღ., 1995 წელს დაბადებული ი.ბ., 1972 წელს დაბადებული ა.რ., 1966 წელს დაბადებული მ.ზ., 1969 წელს დაბადებული ზ.ზ., 1959 წელს დაბადებული მ.ჩ., 1980 წელს დაბადებული ი.კ., 1982 წელს დაბადებული მ.მ. და 1974 წელს დაბადებული ვ.ლ.
რაც შეეხება საზღვარგარეთ მცხოვრებ, 1970 წელს დაბადებულ თენგიზ ხოფერიას მეტსახელად „ჭინკა“-ს და ირაკლი ლეჟავას მეტსახელად „ლაზარე“-ს, მათ ბრალი „კანონიერი ქურდობისთვის” დაუსწრებლად წარედგინათ, ხოლო, 1981 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს „ქურდული სამყაროს წევრობისთვის“. ინტერპოლის მიერ ძებნილ 1993 წელს დაბადებულ ე.მ.-ს ბრალი „ქურდული სამყაროს წევრობისა“ და გამოძალვის ფაქტებზე წარედგინა.
დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები, პირადი სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში ერთვებოდნენ.
გამოძიებით, ასევე, დგინდება, რომ ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე ე.წ. ქურდული გარჩევები ეწყობოდა, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდები“ – თენგიზ ხოფერია მეტსახელად „ჭინკა“ და ირაკლი ლეჟავა მეტსახელად „ლაზარე“ მონაწილეობდნენ. დადგინდა, რომ ბრალდებულები ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებსა და „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ცეცხლსასროლი იარაღები.
გამოძიება „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“, „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ და გამოძალვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით, 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს

მსგავსი სტატიები

  • 97
    „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში ყოფნის ბრალდებით დაკავებულია 13 პირი, მათ შორის, არიან მეტსახელად: „ზალიკო“, „ნური“, ფურაშკა“ და ტიმოთე“ - ორ პირს, მათ შორის, ე.წ. კანონიერ ქურდს - „ჭინკას“ ბრალი წარედგინასამართალდამცავებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 13 პირი დააკავეს, ხოლო 2 პირს ბრალი წარედგინა, აქედან ერთი „კანონიერი ქურდია“. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები კავშირზე იყვნენ ე.წ „კანონიერ ქურდებთან“, ასრულებდნენ მათ დავალებებს და აქტიურად მონაწილეობდნენ „ქურდული სამყაროს” საქმიანობაში. „შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტისა და ოზურგეთის…
  • 94
    პოლიციამ ოზურგეთში, დაბა ურეკსა და თბილისში „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 5 პირი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტისა და ოზურგეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ოზურგეთსა და დაბა ურეკში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 5 პირი დააკავეს. „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებული არიან: 1991 წელს დაბადებული გ.ხ. მეტსახელად „ხოშტო“ და წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი…
  • 90
    პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 18 პირიშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, აჭარის, კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 18 პირი. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვის, ტარებისა…
  • 88
    შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 5 პირი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტისა და ოზურგეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ოზურგეთსა და ლანჩხუთში „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 5 პირი დააკავეს. „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებულები არიან, 1971 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი კ.ვ., და 1975 წელს დაბადებული,…
  • 87
    შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავა, მათგან 8 ნარკორეალიზატორიაშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, სამეგრელო - ზემო სვანეთის, იმერეთის, აჭარის, ქვემო ქართლისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის 8 ნარკორეალიზატორია. დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო…