მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში საქართველოში მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ქვეყანაში ბოლო პერიოდში „ტროპიკული ღამეები“ ფიქსირდება. მეტეოროლოგი ტერმინის მნიშვნელობას განმარტავს:

„ბოლო დღეებია მთელს ქვეყანაში ძალიან ცხელა, რაც იყო მოსალოდნელი და გამოწვეულია სიცხის ტალღების ინტენსიური გადმონაცვლებით.

გთავაზობთ საქართველოში დაფიქსირებული მაქსიმალური ტემპერატურის მნიშვნელობებს,
ბათუმი (საზღვაო) +36
ქობულეთი +34
ხულო +31
შუახევი +39
ძენწმანი(ქედის მუნიც) +41
ხონი+40
ზუგდიდი +37
ფოთი +37
ქუთაისი +40
ლანჩხუთი(ავტ.) +39
საჩხერე +38
ზესტაფონი +40
მთა-საბუეთი 26 18
ვანი +40
ამბროლაური(ავტ)+40
შოვი +36
მესტია(ავტ.) +34
თბილისი +36.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ფიქსირდება ტროპიკული ღამეები. ტერმინი „ტროპიკული ღამეები“ ნიშნავს – როდესაც მინიმუმ სამი ღამის განმავლობაში, მინიმალური ტემპერატურა 23°C-ზე დაბლა არ ეცემა. ეს არის ფენომენი, რომელიც დაკავშირებულია: დღის მაღალ ტემპერატურასთან, რომელსაც ღამით გაგრილების დრო არ აქვს, მაღალ ტენიანობასთან და ქარის არარსებობასთან, რაც ზღუდავს ღამის გაგრილებას.

გისურვებთ ამ ცხელი დღეების გრილად გადატანას და აქვე გეტყვით, რომ ტემპერატურა ზაფხულის შუა პერიოდში +41 გრადუსამდე არის ნორმა, არანორმალურია მხოლოდ ის, რომ ეს ყველაფერი გრძელდება დიდი ხნის განმავლობაში, აგრილების გარეშე”, – წერს მეტეოროლოგი.

წყარო: NEVS GEORGIA

მსგავსი სტატიები

  • 58
    სიძლიერე 5 ქულას მიაღწევს…” – ცნობილია მაგნიტური შტორმის მოსალოდნელი თარიღებიმეცნიერები მუდმივად აკვირდებიან მზეს და მის აქტივობას. მზის აფეთქების დროს, დედამიწაზე, შეიძლება, მოხდეს გეომაგნიტური შტორმები, რომლებიც საშიშია საკომუნიკაციო სისტემებისთვის და ჯანმრთელობისთვის. თქვენ შეგიძლიათ, წინასწარ მოემზადოთ და გადაურჩეთ მათ ჯანმრთელობის სერიოზული შედეგების გარეშე. როდის არის მაგნიტური შტორმები 2024 წლის აგვისტოში. თვე დაიწყო დაიწყო მაგნიტური ქარიშხლით და შტორმის სიძლიერე 6 ბალიანი იყო. მომდევნო…
  • 55
    3 ნოემბრიდან საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება1-2 ნოემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, 3 ნოემბერიდან კი გაწვიმდება და გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 1-2 ნოემბერს დღისით დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 3-4 ნოემბერს დაიკლებს. თბილისში 1-3 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. 3-4 ნოემბერს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის…
  • 54
    26 ნოემბრიდან საქართველოში თოვაა მოსალოდნელი25 ნოემბერიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. 26-28 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
  • 54
    სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში ამინდის მკვეთრი გაუარესება მოსალოდნელი არ არისსინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში ამინდის მკვეთრი გაუარესება მოსალოდნელი არ არის. აღნიშნულ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. „დღეს და ხვალ საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექი ფიქსირდება. 4 მარტს დღის პირველ ნახევრამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექია მოსალოდნელი, მთაში და მაღალმთიან რაიონებში თოვლის სახით, ზოგან გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. რაც შეხება ჰაერის ტემპერატურას,…
  • 54
    თამარ რუსიეშვილი ჰარვარდში სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლისწარმოშობით ლიხაურელი, თამარ რუსეიშვილი აშშ-ში ჰარვარდის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლის, სწავლის სრული დაფინანსებით და განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიით. თამარის  შესახებ ინფორმაცია მარინა რუსიეშვილმა მოგვაწოდა. თამარის ბაბუა ანგელატ რუსიეშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურიდან იყო. შემდეგ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ქ. თბილისში. თამარმა წარმატებით (ოქროს მედალზე) დაამთავრა თბილისის დიმიტრი უზნაძის სახელობის #22…