2025 წლის სექტემბერში ბახვი ჰესის გაზეთის, ახალი ამბების ფურცლისზუსტად 50-ე, საიუბილეო ნომერი გამოვიდა. გაზეთი, რომელიც 2021 წლის ივლისის თვიდან გამოდის უწყვეტად და მიდის მომხმარებლამდე. ადამიანებამდე, რომლებსაც აინტერესებთ ბახვიჰესის პროექტის განვითარება, გარემოსდაცვისა და სოციალური პროექტების მიმდინარეობა.გაზეთი ექსკლუზიურად ვრცელდება ბახვი ჰესის საპროექტ ტერიტორიის მახლობლად არსებულ სოფლებში და მოსახლეობას უყვება ამბებს პროექტის განვითარების, გარემოსდაცვითი აქტივობების, მონიტორინგების, ანგარიშების, სოციალური პროექტებისა და ამ პროექტების ბენეფიციარების შესახებ.
50 ნომერში დაიბეჭდა ასობით ინფორმაცია, გამოქვეყნდა ინტერვიუები როგორც პროექტის მენეჯერებთან და მოწვეულ ექსპერტებთან, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის, თუ სხვა დაინტერესებული ჯგუფების წარმომადგენლებთან. გაზეთის ფურცლებიდან მოსახლეობამ გაიცნo არაერთი საინტერესო ადამიანი – სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები, მეწარმეები, სტარტაპერები, დამსახურებულიმოღვაწეები, ხელოვანები თუ სპორტსმენები. გაზეთი დოკუმენტურად აშუქებს ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროცესს და აქვეყნებს დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ჩატარებული მონიტორინგისა და კვლევების ანგარიშებს.
„ჩვენი საქმიანობის დაწყებიდან დღემდე 50 თვე გავიდა და ამ 50 თვის მანძილზე, ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ თქვენს ინფორმირებულობაზე. გამჭვირვალობა და პროექტის განვითარების შესახებ ახალი ამბების თქვენამდე მოტანა, ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. ამ 50 თვის მანძილზე ბევრი რამ გამოვიარეთ ერთად. ბახვი ჰესის თავგადასავალი ხომ, ჩვენი საერთო ისტორიაა დანაპირების შესრულებაზე, მეგობრობაზე, ღირსეულ სამუშაოზე, თანადგომაზე, განვითარებაზე, ზრუნვასა და გამარჯვებაზე. ჩვენ ერთად ვზრუნავთ ადამიანებზე, ბუნებასა და რეგიონის განვითარებაზე! ჩვენ ერთად ვასრულებთ დანაპირებს, ჩვენ ერთად ვაშენებთ ბახვი ჰესს, რომლითაც აუცილებლად, ვიამაყებთ!“ – ამბობს ნიცა ჩოლოყაშვილი, ბახვი ჰესის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.
გაზეთი სარსებობა და მისი შინაარსი, ასევე გავრცელების ფორმა – კარდაკარი, დასტურია იმისი, რომ ბახვი ჰესი ნამდვილად ასრულებს იმ დაპირებას რაც მენეჯმენტმა გასცა პროექტის დასაწყისში, რომ აუცილებლად, პროექტი იქნებოდა აბსოლუტურად გამჭვირვალე, მენეჯმენტს ექნებოდა დიალოგი დაინტერესებულ ჯგუფებთან და იქნებოდნენ თანმიმდევრულები. არც ერთი თვე არ ყოფილა ჩავარდნა გაზეთის გამოშვებასა თუ მის გავრცელებაში. მთისპირის თემის სოფლების, ჩხაკაურასა და ბახმაროს ადგილობრივი მოსახლეობა, იცნობს ბახვი ჰესის გაზეთს და თვიდან თვემდე ელოდება მის მიღებას.
მსგავსი სტატიები
- 90
სამმა ჟურნალისტმა საქართველოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართა. საქმე ეხება რუსული კანონის მოწინააღმდეგე პირების დევნას, მათთვის პირად ნომერზე დარეკვას, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარას_ ამის შესახებ ინფორმაციას JRC ავრცელებს. საჩივარი სტუდია მონიტორის დირექტორის ნინო ზურიაშვილის და მთავარი რედაქტორის ნანა ბიგანიშვილის, ასევე რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის დირექტორისა და TOK…
- 87
3 მაისს - პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, უნდა ვზეიმობდეთ დამოუკიდებელი მედიის წვლილს თანამედროვე ქართული სახელმწიფოს და ახალი ქართული დემოკრატიის მშენებლობაში და უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია მისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნა, ხელის შეწყობა და გაძლიერება. ნაცვლად ამისა, კიდევ ერთხელ გვიწევს იმ კრიზისზე საუბარი, რომელშიც ქართული მედიასაშუალებები და მედიის უფლებადამცველები „ქართული…
- 87
მოქალაქეების, ჟურნალისტების და სხვა პირების მიმართ ფიზიკური თავდასხმების, დაშინებისა და ძალადობის მუქარის, იძულებისა და შევიწროების შესახებ ცნობები მთელი წლის განმავლობაში განუწყვეტლივ ვრცელდებოდა. ასეთ შემთხვევებში ასევე არ არსებობდა ანგარიშვალდებულება, - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2024 წლის ანგარიშში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აპრილიდან ივნისამდე თბილისში…
- 87
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს. "ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მომენტში, გვსურს მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მედიაში, სადაც ჩვენ ვმუშაობთ და რომელსაც საზოგადოება აფინანსებს, მთავარი ის ღირებულებები უნდა იყოს, რომელიც პოლიტიკური ლანდშაფტის ცვლის მიუხედავად უნდა დავიცვათ. უპირველესია ჩვენი კონსტიტუცია,…
- 86
მინდოდა 2012 წლის 19 აგვისტო მწარე წარსულისთვის დამეტოვებინა, მაგრამ ვერ შევძელი. იმდენჯერ შემახსენეს მსგავსი სცენარის შემქნელებმა თავი, რომ იძულებული ვარ „ალიონის“ არქივს გადავხედო. ბახმაროს დოღს წინ უძღვოდა „შუამთობის“ დღესასწაული გომისმთაზე, სადაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რამაზ ნიკოლაიშვილი, გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი და ეპარქიის უმაღლესი სასულიერო პირი, მეუფე იოსები ესწრებოდნენ. ნაშუადღევს დაიწყო გახმობები…