პიერ ბიდერმანი – გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების საერთაშორისო ექსპერტი, ფრანგული საკონსულტაციო კომპანიის Alpage SARL –ის დამფუძნებელი და მთავარი ექსპერტი

ბახვი ჰესის ინიციატივით ჩაიწერა ვიდეო ინტერვიუ საერთაშორისო ექსპერტთან პიერ ბიდერმანთან, რომელიც გარემოს დაცვის, სოციალური პროექტებისა და მმართველობის საერთაშორისო ექსპერტია.

2021 – 2022 წლებში ის, როგორც დამოუკიდებელი, მოწვეული ექსპერტი, აწარმოებდა ბახვი ჰესის საპროექტო ტერიტორიის ბიომრავალფეროვნების, კლიმატისა და კუმულაციური ზეგავლენის კვლევებს.

მანვე  მოამზადა პროექტის ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი და ასევე, გარემოს დაცვის სამოქმედო გეგმა, რომელიც ემსახურება საპროექტო არეალში და მის მიმდებარედ არსებულ სოფლებში პროექტით გამოწვეული შესაძლო ზემოქმედების თავიდან აცილებას და საჭიროების შემთხვევაში  შესაბამისი შემარბილებელი ღონისძეიბების გატარებას.

პიერ ბიდერმანი ბახვი ჰესის სამოქმედო გეგმის აღსრულების მონიტორინგის მიზნით 2022 წლიდან პერიოდულად სტუმრობს გურიას. ვიდეო რელიზში, რომელსაც წარმოგიდგენთ, ის საუბრობს კომუნიკაციისა და ცართულობის სტრატეგიაზე, რომელსაც ახორციელებს ბახვი ჰესი საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გამოყენებით.

ექსპერტის კომენტარი: „კომუნიკაციისა და ჩართული მხარეების დაინტერესების თვალსაზრისით, ბახვი ჰესი ცდილობს გააკეთოს თავისი მაქსიმუმი, იყოს შესაბამისობაში საერთაშორისო პრაქტიკასთან და სტანდარტებთან. კომპანია ყველაფერს აკეთებს, რათა დარწმუნდეს, რომ არავინ არის დარჩენილი ინფორმაციის გარეშე. ბახვი ჰესის დაინტერესებული მხარეები მუდმივად არიან ინფორმირებულები და პასუხი აქვთ მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.

სოციალური პროექტების განხორციელება, საერთაშორისო სტანდარტების კარგი პრაქტიკაა. მათი შემუშავება და განხორციელება, შეიძლება შევაფასოთ როგორც პირდაპირი სარგებელი მოსახლეობისათვის, რომელსაც კომპანია ახორციელებს კეთილი ნების ფარგლებში, რათა დაეხმაროს პროექტის სიახლოვეს მცხოვრებ ადამიანებს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში. სოციალური პროგრამის სწორად დასაგეგმად აუცილებელია ადგილზე ჩატარდეს  საჭიროებების შეფასება, რის შემდეგაც აუცილებელია ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობის უზრუნველყოფა.

მნიშვნელოვანია მაქსიმალური კომუნიკაციის არსებობა, კომპანიას, ადგილობრივ მოსახლეობასა და სხვა  დაინტერესებულ მხარეებს შორის, რაც ბახვი ჰესის შემთხვევაში სრულიად არის განხორციელებული.

ფაქტები:

  • 2021 წლიდან დღემდე ჩატარდა 100-ზე მეტი პირისპირ, თუ საჯარო შეხვედრა;
  • პროექტის განხორციელების არეალში მოქცეული სოფლებში (ჩხაკაურა, მთისპირი, ვანისქედი, ოქროსქედი და უკანავა) კარ-და-კარის პრინციპით რიგდება ბახვი ჰესის ყოველთვიური გაზეთი, რომელიც ასახავს პროექტის მიმდინარეობას, კვლევებსა და სოციალურ პროექტებს;
  • 2021 წლიდან დღევანდელ დღემდე ყველა საინტერესო სიახლის შესახებ ადგილობრივ მედიაში გამოქვეყნებულია 200-ზე მეტი პრეს, თუ ვიდეო რელიზი.

 

 

მსგავსი სტატიები

  • 89
    მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებში ბახვი ჰესის ტრენინგები განახლდა2024 წლის მარტის თვიდან მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებში კომპანიამ ბახვი ჰესი არაფორმალური სახის სასწავლო ტრენინგ კურსი განაახლა, რომელიც კომპანიის სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო ხაზის ერთ-ერთი პროექტია.  ტრენერები გიორგი ბერეჩიკიძე და ხათუნა იოსავა კვლავ აგრძელებენ გარემოს დაცვისა და განახლებადი ენერგიების თემებთან დაკავშირებული საკითხების  სწავლებას. 2024 წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ…
  • 87
    „ სამწუხაროდ, მავანთა წადილმა თავისას მიაღწია, რვავე ბაობაბის ხე გახმა" - რა განცხადებას ავრცელებს შეკვეთილის დენდროლოგიური პარკიშეკვეთილის დენდროლოგიური პარკი, კენიიდან რამდენიმე ბაობაბის ჯიშის ხის გადმორგვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც შეკვეთილის დენდროლოგიური პარკში განმარტავენ, ბაობაბების გადმოტანისას, ხელოვნური შეფერხებების გამო რვავე ბაობაბის ხე გახმა. „ინტერპრესნიუსი“ შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ: კერძოდ, აღნიშნავენ, რომ „ჩასაფრებულმა პოლიტიკანებმა“ და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა იდეოლოგიური ბრძოლის ფრონტი გამართეს აფრიკის კონტინენტზე.…
  • 82
    ერთად ვაშენებთ მწვანე გარემოსბახვი ჰესის პროექტის ფარგლებში, კომპანიის გარემოსდაცვისა და სოციალური მმართველობის სტრატეგიის თანახმად, სამშენებლო სამუშაოების პარალელურად ხორციელდება საპროექტი ტერიტორიის გამწვანების სამუშაოები. გამწვანების პროექტის ფარგლებში, 2024 წლის ზაფხულის პერიოდში, ბახვი 2ბ ჰესის ტერიტორიაზე დაირგო 65 ნეკერჩხლის ნერგი. ასევე,ბახვი 2 ჰესის მონაკვეთზე, 7 ჰექტარ ტერიტორიაზე, ჰიდროთევის მეთოდის გამოყენებითდაითესა ბალახი.  ჰიდრო თესვა განსაკუთრებულად ხელსაყრელია რთულად…
  • 80
    გარემოს ზედამხედველობის  სამსახური გამოძახებაზე არ რეაგირებსწლებია, გაზეთი „ალიონი“, სხვა  მედიასაშუალებები წერს გურიის მდინარეებში, განსაკუთრებით შავიზღვისპირა 20-კილომეტრიან ზოლში ქვიშა-ხრეშის უსისტემოდ მოპოვების შესახებ, თუმცა შესაბამისი სამსახურებიდან რეაგირება არ არის. განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობაა მდინარე ნატანების აუზში, 20-კილომეტრიან ზოლში, სადაც ბოლო წლებში ჯერ თურქული კომპანია „პოლატი“ მუშაობდა,რომელმაც  3 მილიონი  კუბური მეტრი ინერტული მასალა ამოიღო ციხისფერდი-გურიანთა-ქ. ოზურგეთში შემოსვლამდე  მონაკვეთზე და…
  • 79
    განახლებადი ენერგიის წყაროები კლიმატის ცვლილების შესაჩერებლადhttps://youtu.be/tABsZV6R6xk   პიერ ბიდერმანი, გარემოს დაცვის, სოციალური საკითხებისა და მმართველობის  საერთაშორისო ექსპერტი ბახვი ჰესის ინიციატივით ჩაიწერა ვიდეო ინტერვიუ საერთაშორისო ექსპერტთან პიერ ბიდერმანთან, რომელიც გარემოს დაცვის, სოციალური პროექტებისა და მმართველობის საერთაშორისო ექსპერტია. 2021 – 2022 წლებში ის, როგორც დამოუკიდებელი, მოწვეული ექსპერტი, აწარმოებდა ბახვი ჰესის საპროექტო ტერიტორიის ბიომრავალფეროვნების, კლიმატისა და კუმულაციური ზეგავლენის…