რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა 23-ამდე გაიზარდა. შსს-ს ინფორმაციით, ყველა პირი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.

უწყება აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, ტრანსპორტის სავალ ნაწილზე შეკრების მცდელობა შეწყვიტონ.

აქცია თავდაპირველად პარლამენტის უკანა შესასვლელთან პლენარული სხდომის პარალელურად მიმდინარეობდა. მოქალაქეები 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას აპროტესტებენ. მათ რამდენჯერმე სცადეს გზის გადაკეტვა, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა. დღის ბოლოს აქციის მონაწილეთა ნაწილმა თეატრალურ უნივერსიტეტთან გადაინაცვლა, სადაც მათ გზის გადაკეტვა სცადეს, ადგილზე პოლიციამ რამდენიმე პირი, სულ მცირე აქციის სამი მონაწილე დააკავა.

წყარო: ipn.ge

მსგავსი სტატიები

  • 67
    პარლამენტთან მოქალაქეები საპროტესტო აქციაზე იკრიბებიან, პარალელურად აქცია მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ ოფისთანაცრუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, მოქალაქეები იკრიბებიან. საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაანონსდა, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დააყენებენ“. აქცია მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც დემონსტრანტები - „მონა, მონას“ სკანდირებენ. საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რეგიონებშიც. წყარო:ipn.ge
  • 66
    გადაცემა ანტიბიოტიკი სტუმარი კახა ჩავლეშვილიგადაცემა ანტიბიოტიკი სტუმარი კახა ჩავლეშვილი   https://www.youtube.com/watch?v=n7pQ0oQMN_c დაფინანსებული ფართი
  • 66
    პრემიერ მინისტრი ბახმაროში ტრადიციულ დოღს დაესწროსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გურიას და გურიის სტუმრებს ფერისცვალება და ბახმარობის დღესასწაული მიულოცა. მთავრობის მეთაური, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, მთავრობის, პარლამენტის წევრებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ბახმაროში სადღესასწაულო ღონისძიებებს და ტრადიციულ დოღს დაესწრო, რომლებიც ფერისცვალების დღესასწაულზე ყოველწლიურად იმართება. პრემიერმა ბახმაროს პარკში ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა დაათვალიერა. „ბახმარო გამორჩეულია განსაკუთრებული სილამაზით,…
  • 66
    პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დაიწყო - ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გადაკეტილიაპარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დაიწყო. დემონსტრანტებმა აქცია საქართველოს ჰიმნის შესრულებით დაიწყეს. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია. აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი. მთავარი მოთხოვნები კი ისევ უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები. პარლამენტის წინ აქცია უკვე 37-ე დღეა უწყვეტად მიმდინარეობს.
  • 65
    3 ოქტომბერი მთავრობამ უქმე დღედ გამოაცხადამთავრობის დადგენილებით, ადმინისტრაციული ორგანოებში დასაქმებულთათვის 3 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დადგენილება არ ვრცელდება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.

არ გამოტოვოთ