დღეს, ქ. ოზურგეთში, ექადიის ტყე-პარკში, ჯვართამაღლების მამათა მონატრის მიმდებარედ, ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით აშენებული საჩხერის აგროკომპლექსის საშენიდან ჩამოყვანილი 50 კოლხური ხოხობი გაუშვეს ველურ ბუნებაში.
მსგავსი აქცია განხორციელდა 2023 წლის 23 აპრილს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ კონჭკათში. აღნიშნული აქციის ორგანიზატორი ფონდი „განვითარება და გარემო“ იყო. მსგავსი აქცია სოფელ ასკანაში (მაღალი ეწერი) ბიზნესმენებმა ძმებმა ჩხაიძეებმაც განახორციელეს.
ამჯერად, ამ აქციის იდეის ავტორი გურიის სამონადირეო ტურიზმის განვითარების დამფუძნებელი ენვერ კომახიძე იყო. ამ იდეის განხორციელებაში თავიანთი წვლილი შეიტანეს ადიკო ივანიშვილმა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა.
საჩხერედან ხოხბები მამათა მონასტრის ტერიტორიაზე გუშინ ჯვართამაღლების დღესასწაულის დღეს მიიყვანეს.
კოლხური ხოხობის პოპულარიზაცია-გავრცელების აქცია მოიწონა შემოქმედელმა ეპისკოპოსმა მეუფე იოსებმა და გაზეთ „ალიონთან“ აღნიშნა, რომ შემოქმედის ეპარქიასაც თავისი წვლილი შეაქვს ბუნების ამ საოცრების აღდგენა-გავრცელების საქმეში და მათ ამისთვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცირე სანაშენე მეურნეობაც მოაწყვეს.
დღეს ჯვართამაღლების მამათა მონასტრის წინამძღვრის მამა ნოესთან (გოგიტაური) ერთად კოლხური ხოხობი ექადიის ტყე-პარკის ტერიტორიაზე გაუშვეს.
მამა ნოე ამბობს, რომ იმედი აქვს ადგილობრივი მოსახლეობა და შესაბამისი სამსახურები იზრუნებენ ველურ ბუნებაში გაშვებული ხოხბების დასაცავად.
გაზეთ „ალიონის“ ფოტოები.

მსგავსი სტატიები
- 65
შარშან, 28 სექტემბერს,ქ. ოზურგეთში, ექადიის ტყე-პარკში, ჯვართამაღლების მამათა მონასტრის მიმდებარედ, ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით აშენებული საჩხერის აგროკომპლექსის საშენიდან ჩამოყვანილი 50 კოლხური ხოხობი გაუშვეს ველურ ბუნებაში. ამ აქციის იდეის ავტორი გურიის სამონადირეო ტურიზმისა და ბაზიერთა კლუბის დამფუძნებელი ენვერ კომახიძე იყო. ამ იდეის განხორციელებაში თავიანთი წვლილი შეიტანეს ადიკო ივანიშვილმა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა.… - 62
ინტერვიუ გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობისხელმძღვანელთან, მარიამ ვაჩნაძესთან მოგესალმებით მარიამ, 2026 წლის დასაწყისში, მინდა ვისაუბროთ ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ მიმართულებაზე, მის მიმდინარეობასა და განვითარებაზე. მინდა, ცოტა ადრეული პერიოდიდან დავიწყოთ, გვითხარით რა გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტიაირჩია ბახვი ჰესმა, როცა პროექტის განვითარება დაიწყო მოგესალმებით და დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირება,… - 60
2024 წლის მარტის თვიდან მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებში კომპანიამ ბახვი ჰესი არაფორმალური სახის სასწავლო ტრენინგ კურსი განაახლა, რომელიც კომპანიის სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო ხაზის ერთ-ერთი პროექტია. ტრენერები გიორგი ბერეჩიკიძე და ხათუნა იოსავა კვლავ აგრძელებენ გარემოს დაცვისა და განახლებადი ენერგიების თემებთან დაკავშირებული საკითხების სწავლებას. 2024 წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ… - 59
შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი, კენიიდან რამდენიმე ბაობაბის ჯიშის ხის გადმორგვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც შეკვეთილის დენდროლოგიური პარკში განმარტავენ, ბაობაბების გადმოტანისას, ხელოვნური შეფერხებების გამო რვავე ბაობაბის ხე გახმა. „ინტერპრესნიუსი“ შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ: კერძოდ, აღნიშნავენ, რომ „ჩასაფრებულმა პოლიტიკანებმა“ და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა იდეოლოგიური ბრძოლის ფრონტი გამართეს აფრიკის კონტინენტზე.… - 59
2023 წლის ივლისი კაცობრიობის ბოლო რამდენიმე ასწლეულის ისტორიაში ყველაზე ცხელ თვედ გამოცხადდა. მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ (WMO) დაადასტურა, რომ ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2023 წლის ივლისში, წელიწადის ამ დროისთვის, ისტორიულად სამი ყველაზე ცხელი დღე და ოკეანის ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. აღნიშნულ ინფორმაციას სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მყისიერი რეაქციები და განცხადებები მოჰყვა. გაერთიანებული ერების…