ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ უკვე დაკომპლექტდა გურიის რეგიონის მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი ორგანოები.

.ახალი მოადგილეები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა პაატა კუნჭულიამ გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებს, ასევე, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს წარუდგინა.

ოზურგეთის მერის პირველ მოადგილედ ბექა ჩხიკვიშვილი დაინიშნა, ოზურგეთის მერის მოადგილე ჯანდაცვის, სოციალურის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით გახდა სოფო რამიშვილი, ოზურგეთის მერის მოადგილე ინფრასტრუქტურის მიმართულებით კი გურამ გოლიაძე.

ბექა ჩხიკვიშვილი გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის უფროსის პოზიციას იკავებდა. სოფო რამიშვილი გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის იურისტი იყო, ხოლო გურამ გოლიაძე  კერძო და საჯარო სექტორში საქმიანობდა.

მსგავსი სტატიები

  • 74
    ოზურგეთის მერმა მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ახალი პროექტები წარმოადგინა                                                                                                              …
  • 69
    ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.საკრებულოს სხდომა N62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თეიმურაზ კუტუბიძემ გახსნა, რომელმაც წარადგინა მოხსენება საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობის შესახებ.საკრებულოს თავმჯდომარედ დავით შარაშიძე აირჩიეს.საკრებულოს თავმჯდომარემ გუნდს და ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.„4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ქართულ ოცნებას“ უპრეცედენტოდ მაღალი…
  • 67
    ოზურგეთის მუნიციპალიტეტი წლის საუკეთესო ბიუჯეტის ტიტულით დაჯილდოვდაოზურგეთის მუნიციპალიტეტი საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის XVI ყოველწლიურ კონფერენციაზე წლის საუკეთესო ბიუჯეტის ტიტულით დაჯილდოვდა. კონფერენციას, რომელიც სასტუმრო „ამბასადორ კაჭრეთში“ გაიმართა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი პაატა კუნჭულია, მერის მოადგილეები ბექა ჩხიკვიშვილი და სოფო რამიშვილი, ასევე, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურისა და შიდა აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე ადგილობრივი თვითმმართველობების საჯარო ფინანსების მართვის…
  • 67
    ოზურგეთის და ჩოხატაურის მერები უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგნენგურიის გუბერნატორმა გიორგი ღურჯუმელიძემ  ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში ახალი მერები წარადგინა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტს პაატა კუნჭულია, ხოლო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს მინდია ჟღერია უხელმძღვანელებს. სახელმწიფო რწმუნებულმა მუნიციპალიტეტების ახალ ხელმძღვანელებს წარმატებული და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა. გიორგი ღურჯუმელიძის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობების ეფექტიანი მუშაობა უმნიშვნელოვანესია რეგიონის განვითარებისათვის და გუნდის თითოეული წევრი სწორედ ამ მიზნისკენ უნდა იყოს…
  • 67
    პაატა კუნჭულია აზერბაიჯანის გენერალურ კონსულს შეხვდაოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი პაატა კუნჭულია, მოადგილე ბექა ჩხიკვიშვილთან ერთად საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ფუად აზიზოვს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმები განიხილეს. პაატა კუნჭულიამ აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს წარმომადგენლებს ოზურგეთში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.