30.20.2025

პიერ ბიდერმანი – გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების საერთაშორისო ექსპერტი, ფრანგული საკონსულტაციო კომპანიის Alpage SARL -ის დამფუძნებელი და მთავარი ექსპერტი

ბახვი ჰესის ინიციატივით  მომზადდა ვიდეო ინტერვიუების სერია პიერ ბიდერმანთან, რომელიც გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების საერთაშორისო ექსპერტია.

2021 – 2022 წლებში ის, როგორც დამოუკიდებელი, მოწვეული ექსპერტი, აწარმოებდა ბახვი ჰესის საპროექტო ტერიტორიის ბიომრავალფეროვნების, კლიმატისა და კუმულაციური ზემოქმედების კვლევებსა და მონიტორინგს. მან  მოამზადა პროექტის ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი და ასევე, გარემოს დაცვის სამოქმედო გეგმა, რომელიც ემსახურება საპროექტო არეალში და მის მიმდებარედ არსებულ სოფლებში პროექტით გამოწვეული შესაძლო ზემოქმედების თავიდან აცილებას და საჭიროების შემთხვევაში  შესაბამისი შემარბილებელი ღონისძეიბების გატარებას.

პიერ ბიდერმანი ბახვი ჰესის სამოქმედო გეგმის აღსრულების მონიტორინგის მიზნით 2022 წლიდან პერიოდულად სტუმრობს გურიას. ვიდეო რელიზში, რომელსაც წარმოგიდგენთ, ის საუბრობს ბახვი ჰესზე, როგორც პასუხისმგებლიანი ბიზნეს მოდელზე; რა გამოწვევების წინაშე იდგა პროექტი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე და როგორ აქცია მენეჯმენტმა გამოწვევები წარმატებად.

გამოწვევები და მიღწევები: „ბახვიჰესისპროექტზემუშაობისასთავიდანვეგამოიკვეთაგარემოსდაცვისადასოციალურიპროექტებისმართვისსაკითხი, რომელიცგანსაკუთრებულდაგეგმვასსაჭიროებდა. ეს, პირველ რიგში, გულისხმობდა სახელმწიფოსთან სწორი და თანმიმდევრული ურთიერთობის წარმოებას, რათა პროექტს  მოეპოვებინა ნებართვები. იმისათვის რომ შემარბილებელი ღონისძიებები ყოფილიყო მაღალ დონეზე დამუშავებული მენეჯმენტმა პროექტში  საერთაშორისო ექსპერტები ჩართო.

სოციალური მიმართულების ხაზით მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივ საზოგადოებასთან და დაინტერესებულ ჯგუფებთან ურთიერთობა. აღსანიშნავია, რომ ამ ტერიტორიაზე უკვე არსებობდა „ბახვი სამი“ ჰესი, შესაბამისად, მოსახლეობას წარმოდგენა ჰქონდა, თუ რას ნიშნავს ჰიდროენერგეტიკული პროექტი და როგორ აისახება მისი ფუნქციონირება მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მიუხედავად ამისა, მაინც ბევრი იმუშავა კომპანიამ საზოგადოების პოზიტიური ჩართულობის უზრუნველსაყოფად. ჰიდროენერგეტიკული პროექტების მოწინააღმდეგე ჯგუფები მუდმივად ავრცელებენ მცდარ ინფორმაციას, რითიც მოსახლეობაში აჩენენ არაადეკვატურ შიშებს. პროექტის მენეჯმენტმა დაიქირავა შესაბამისი ექსპერტები და შექმნა გუნდი, რომელსაც ევალობოდა საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება და აღსრულება, რაც გულისხმობდა გამჭვირვალე კომუნიკაციის წარმოებას პროექტის განვითარების თითოეულ ეტაპზე, რათა მოსახლეობას მიეღო ზუსტი ინფორმაცია, ჰქონოდა კითხვების დასმის შესაძლებლობა და საჭიროების შემთხვევაში, საჩივრის გაჟღერებაც კონკრტული მექანიზმის მიხედვით“.

ბახვი ჰესი და სხვა პროექტები – მსგავსება და განსხვავებები:„ტექნიკური თვალსაზრისით, ეს არის სტანდარტული სქემა – სათავე ნაგებობა, მილსადენი და ჰესის შენობა, რომელიც მრავლად გვხვდება საქართველოში. განსხვავება მდგომარეობს გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტების ნაწილში. მაგალითად, საქართველოში თევზსავალი ხშირად დაუდევრად შენდება, მაშინ როცა „ბახვი ერთისა” და „ბახვი ორის” შემთხვევაში დიდი ყურადღება დაეთმო დიზაინსა და მშენებლობის მონიტორინგსაც, რათა მუშაობის ეფექტიანობა საერთაშორისო პრაქტიკისა და სტანდარტების გამოყენებით ყოფილიყომიღწეული. პროექტმა აიღო ტყის აღდგენის ვალდებულება ერთი ორზე პრინციპით, რაც ზემოქმედების ქვეშ მოქცეული ყოველი ერთი ჰექტრის საპირწონედ, 2 ჰექტრის განაშენიანებას გულისხმობს, რაც  საუკეთესო შემარბილებელ ღონისძიებადაა აღიარებული საერთაშორისო დონეზე. გამოვყოფდი, პროექტის კომუნიკაციის სტრატეგიასა  და დაინტერესებული მხარეების ჩართულობას – საჯარო შეხვედრებს, მრჩეველთა საბჭოსთან მუშაობის მოდელს. თითოეული ინიციატივა წარმოადგენს კარგ პრაქტიკას და მაგალითს სხვა კომპანიებისათვის საქართველოში“.

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 97
    მრჩეველთა საბჭოს წევრები ბახვი ჰესის პროექტის მიმდინარეობაზე  #ჩვენ ვასრულებთ დანაპირებს ბახვი ჰესის სამშენებლო მოედანიოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მდინარე ბახვისწყლის ხეობაში  განლაგებული ბახვი 1, ბახვი 2ა და ბახვი 2ბ ჰიდროელექტროსადგურები მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზეა. ბახვი 2ბ სადგურისმშენებლობა დასრულებულია და მიმდინარეობს აგრეგატების სამონტაჟო სამუშაოები. წლის ბოლოს სამივე სადგურის ძირითადი სამუშაოების დასრულებაა გეგმაში. ბახვი ჰესის გარემოს დაცვისა და სოციალური პროექტების მრჩეველთა…
  • 96
    ბახვი ჰესმა მთისპირის თემში მაცხოვრებენ შშმ პირებსა და მარტოხელა მოხუცებს სურსათი და საჭირო მედიკამენტები ჩაუტანა.„ბახვი ჰესმა“ მთისპირის თემში მაცხოვრებენ შშმ პირებსა და მარტოხელა მოხუცებს სურსათი და საჭირო მედიკამენტები ჩაუტანა. ასეთი სულ 25 ოჯახია. ასევე „ბახვი ჰესი“ გზების გაწმენდის პროცესში სტიქიის პირველივე დღიდან ჩაერთო მძიმე ტექნიკით და გაწმინდა მთისპირის ცენტრალური გზა, ასევე სოფლები უკანავა და ვანისქედი. „ბახვი ჰესის“მოხალისეები სოფელ მთისპირში აქციას დღესაც აგრძელებენ.    …
  • 96
    ჩოხატაურში შშმ პირების მშობლებისა და მოზარდებისთვის თერაპიული პროგრამის მესამე ეტაპი იწყება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი პირების მშობლებისთვის და ასევე, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოზარდებისთვის სპეციალური თერაპიული პროგრამის მეორე ეტაპი დასრულდა და 2025 წლის მაისიდან მესამე ეტაპი იწყება. პროექტის „ვისწავლოთ, ვიმუშავოთ, ვიმოქმედოთ ერთად” დასკვნითი ღონისძიება ჩოხატაურში გაიმართა, რომლის ფარგლებშიც პროექტის ინიციატორებმა და ორგანიზატორებმა შეაჯამეს გასული წლის საქმიანობა და მესამე ეტაპის…
  • 96
    ბახვი ჰესი  - სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობა  #ჩვენ ერთად ვაშენებთ ბახვი ჰესის პროექტი შედგება ბახვი 1, ბახვი 2ა და ბახვი 2ბ სადგურებისგან.ბახვი ჰესის საპროექტო ტერიტორია მოქცეულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში და მოიცავს მთისპირის თემს. ბახვი ჰესის პროექტზე მუშაობა დაიწყო 2021 წელს, სამშენებლო სამუშაოები კი, 2023 წლიდან. პროექტის დასრულება იგეგმება 2025 წელს. ბახვი ჰესის პროექტის მშენებლობაზე დასაქმებული პერსონალის 50% …
  • 94
    „ვიამაყებთ იმ ფაქტით, რომ 21-ე საუკუნის 20-იან წლებში მხარდამხარ ვმუშაობდით ბახვი  ჰესის მშენებლობაზე“ -  ინტერვიუ ბახი ჰესის დირექტორთან, გიორგი აბრამიშვილთან  ბატონო გიორგი, წელსაც, არ ვარღვევთ ტრადიციას და წლის დასაწყისში გვსურს, ბახვი ჰესის პროექტის შესახებ რამდენიმე კითხვა დაგისვათ. მოგვიყევით თუ შეიძლება, როგორ ვითარდება პროექტი? პირველ რიგში, მინდა ჩვენს თითოეულ მკითხველს მივულოცო შობა და ახალი წელი. ძვირფასო მკითხველებო, გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას, კეთილდღეობას, ეკონომიკურ წინსვლასა და განვითარებას. როგორც უკვე იცით, ჩვენ მთისპირელებთან…