შშმ პირეთა მშობლების თანადგომის პროგრამა, „მშობელთა კლუბი“
ორგანიზაცია „ქალები ქალებისთვის – საინიციატივო შეხვედრები გურიაში“ ბახვი ჰესის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ ახალ სიუჟეტურ რუბრიკას სახელწოდებით „ერტად გავბედეთ და შევძელით“. ეს არის ვიდეო სიუჟეტების სერია, სადაც გაჩვენებთ, თუ როგორ იძენს ძალას საზოგადოება, როცა ადამიანები ერთმანეთის გვერდზე დგანან.
ბახვი ჰესისა და არასამთავრობო ორგანიზაციის – „ქალები ქალებისათვის – საინიციატივო შეხვედრები გურიაში“, ასევე ჩოხატაური მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის პარტნიორობით 2023 წელს დაწყებული პროექტი 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება. პროექტი ემსახურება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებს და მათ მშობლებს და ის მიზნად ისახავს მათ თანადგომასა და გაძიერებას, ასევე მათთვის მნიშვნელოვანი ცოდნის მიწოდებას.
პროექტის ეტაპები:
I ეტაპი
- 2023 წლის მარტი – 2023 წლის დეკემბერი – მონაწილოებას იღებდა 30 მშობელი
II ეტაპი
- 2024 წლის თებერვალი – 2024 წლის დეკემბერი – მონაწილოებას იღებდა 31 მშობელი
III ეტაპი
- 2025 წლის მაისი – 2025 წლის დეკემბერი – მონაწილოებას იღებს 30 მშობელი
პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციაა – „ქალები ქალებისთვის – საინიციატივო შეხვედრები გურიაში“
პროექტის მხარდამჭერები არიან – ბახვი ჰესი და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა
გთხოვთ იხილოთ ვიდეო:
https://www.facebook.com/share/v/1FTsHWUq8j/?mibextid=wwXIfr
მსგავსი სტატიები
- 83
ბატონო გიორგი, წელსაც, არ ვარღვევთ ტრადიციას და წლის დასაწყისში გვსურს, ბახვი ჰესის პროექტის შესახებ რამდენიმე კითხვა დაგისვათ. მოგვიყევით თუ შეიძლება, როგორ ვითარდება პროექტი? პირველ რიგში, მინდა ჩვენს თითოეულ მკითხველს მივულოცო შობა და ახალი წელი. ძვირფასო მკითხველებო, გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას, კეთილდღეობას, ეკონომიკურ წინსვლასა და განვითარებას. როგორც უკვე იცით, ჩვენ მთისპირელებთან…
- 812023 წელს ბახვი ჰესისა და არასამთავრობო ორგანიზაციის – „ქალები ქალებისათვის“ პარტნიორობით დაიწყო პროექტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთა მშობლებისთვის. პროექტის ფარგლებში დაარსდა „მშობელთა კლუბი“, რომელიც მიზნად ისახავს შშმ პირთა მშობელების თანადგომასა და გაძლიერებას, ასევე მათთვის მნიშვნელოვანი ცოდნის მიწოდებას. პროექტის ეტაპები: I ეტაპი 2023 წლის მარტი - 2023 წლის…
- 80
„ბახვი ჰესმა“ მთისპირის თემში მაცხოვრებენ შშმ პირებსა და მარტოხელა მოხუცებს სურსათი და საჭირო მედიკამენტები ჩაუტანა. ასეთი სულ 25 ოჯახია. ასევე „ბახვი ჰესი“ გზების გაწმენდის პროცესში სტიქიის პირველივე დღიდან ჩაერთო მძიმე ტექნიკით და გაწმინდა მთისპირის ცენტრალური გზა, ასევე სოფლები უკანავა და ვანისქედი. „ბახვი ჰესის“მოხალისეები სოფელ მთისპირში აქციას დღესაც აგრძელებენ. …
- 80
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი პირების მშობლებისთვის და ასევე, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოზარდებისთვის სპეციალური თერაპიული პროგრამის მეორე ეტაპი დასრულდა და 2025 წლის მაისიდან მესამე ეტაპი იწყება. პროექტის „ვისწავლოთ, ვიმუშავოთ, ვიმოქმედოთ ერთად” დასკვნითი ღონისძიება ჩოხატაურში გაიმართა, რომლის ფარგლებშიც პროექტის ინიციატორებმა და ორგანიზატორებმა შეაჯამეს გასული წლის საქმიანობა და მესამე ეტაპის…
- 80
#ჩვენ ვასრულებთ დანაპირებს ბახვი ჰესის სამშენებლო მოედანიოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მდინარე ბახვისწყლის ხეობაში განლაგებული ბახვი 1, ბახვი 2ა და ბახვი 2ბ ჰიდროელექტროსადგურები მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზეა. ბახვი 2ბ სადგურისმშენებლობა დასრულებულია და მიმდინარეობს აგრეგატების სამონტაჟო სამუშაოები. წლის ბოლოს სამივე სადგურის ძირითადი სამუშაოების დასრულებაა გეგმაში. ბახვი ჰესის გარემოს დაცვისა და სოციალური პროექტების მრჩეველთა…