პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ოპონენტები სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცებაში, დემოკრატიის ხელყოფასა და პრორუსულ კურსში ადანაშაულებენ, მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ყველა არჩევნები თავისუფალი იყო, საზოგადოებამ კი „მაქსიმალურად აიღო ხელისუფლება ხელში”.

4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში ივანიშვილმა ოჯახის წევრებთან ერთად ხმა თბილისში, მთაწმინდის ოლქის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მისცა.

„თავისუფალი არჩევნები, რომელიც უკანასკნელ პერიოდში განუხრელად მიმდინარეობს საქართველოში, დღესაც ესეთი ერთ-ერთი საინტერესო არჩევნებია და ძალიან მნიშვნელოვანი“, – უთხრა ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ.

ივანიშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას მისცა საშუალება, „თავისუფალი არჩევნები გააკეთოს”: „ისევე, როგორც თავისუფალი სიტყვის, თავისუფალი ბიზნესის და თავისუფალი ცხოვრების დაფუძნება მოვახერხეთ უახლოეს ბოლო წლებში“.

ბიძინა ივანიშვილის თანახმად, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების” 13-წლიანი ყოფნის პერიოდში მიღწეულია „შთამბეჭდავი წარმატებები” და მათგან ყველაზე დიდი მიღწევა ის არის, რომ როგორც „ქართული ოცნების“ წევრებმა, ისე საზოგადოებამ ისწავლა „ობიექტური ანალიზის გაკეთება, კრიტიკული აზროვნების განვითარება” და „საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს“.

„შესაბამისად ჩვენ ყოველთვის ვღებულობთ ისეთ შედეგს, როგორიც საზოგადოებას უნდა”, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე სიტყვებით, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, რომელიც მოახერხა ჩვენმა საზოგადოებამ და მაქსიმალურად აიღო ხელისუფლება ხელში, რაც გამოიხატება სწორედ რომ არჩევნებში სწორი პოზიციის დაფიქსირებით, ჩვენ მივიღეთ ის შედეგები, რაც გვაქვს დღეს და წარმატება გვაქვს ყველა მიმართულებით“.

ბიძინა ივანიშვილმა არ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს, მათ შორის კონკრეტული წარმატებებისა და დღეს დაგეგმილი საპროტესტო აქციის შესახებ.

რადიო „თავისუფლება“

მსგავსი სტატიები

  • 80
    ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელი ბრიფინგი გამართასაარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის, კანონმდებლობის დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს, რომელშიც ამომრჩეველთა თითქმის 90% სერვისებს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მიიღებს, ხოლო ამომრჩეველთა 10%-ის ბიულეტენები კენჭისყრის დასრულების შემდგომ გაციფრულდება, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით,…
  • 78
    „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ოზურგეთის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობსპარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, „ქართული ოცნების“ გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე და სახელმწიფო რწმუნებული გურიაში გიორგი ურუშაძე, დაბა ნარუჯისა და ლაითურის მოსახლეობას შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, მოსახლეობასთან შეხვედრისას „ქართული ოცნების" ხელისუფლების მხარდაჭერით გაწეულ სამუშაოებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. „მოხარული ვარ, რომ ჩვენს პოლიტიკურ გუნდს…
  • 76
    ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი ახლოდან აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებამდე მოვლენებს და ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს ხალხმა აჩვენა დემოკრატიული ღირებულებებისა და თავიანთი ქვეყნის ევროკავშირის გზისადმი ერთგულება. განცხადების თანახმად, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წინასწარი…
  • 76
    26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ცესკო-ში საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართადღეს საქართველოს პარლამენტის, სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება, საარჩევნო უბნები გაიხსნა. კენჭისყრა დაწყებულია, – ინფორმაციას ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. უწყების ცნობით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს. შეგახსენებთ,…
  • 76
    „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ წინასაარჩევნო პერიოდში, ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პრაქტიკაზე ინფორმაციას ავრცელებსარასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს „ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება იმ პირობებში, როცა ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ფაქტობრივად წაშლილია“. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ამასთან, მათივე თქმით, ორგანიზაციის მიერ ჩატარებული დაკვირვებისას წინასაარჩევნო პერიოდის რამდენიმე გამოწვევა გამოიკვეთა. „მთავარ გამოწვევებს შორისაა:…