გურული მომღერალი და ლოტბარი კარლო სერგოს ძე ურუშაძე 1927 წლის 10 ოქტომბერს ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში დაიბადა. მისი დედა ცნობილი მომღერლის, სიმღერა “ნატვრა”-ს შემქმნელის გიორგი იობიშვილის შვილი იყო. თავადაც ვარლამ სიმონიშვილის გუნდში მღეროდა. ბატონი კარლო პატარაობიდანვე ხალხური მუსიკის ჰანგების სამყაროში გაიზარდა, მათ ოჯახში მუდმივად ჟღერდა სიმღერა. ვარლამ სიმონიშვილთან 1953 წლამდე მღეროდა.
საინტერესოა მისი საქმიანობის მეორე მხარე: მან გამოიგონა ჩაის ხარისხის (სინაზის) განმსაზღვრელი აპარატის მოდელი, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა და გამოგონების საავტორო მოწმობაც მიიღო. როგორც წარმატებულ ინჟინერს გამოგონებებისათვის შვიდი მედალი აქვს მიღებული.
1985 წელს ა. ერქომაიშვილის ინიციატივით ოზურგეთში ჩამოყალიბდა ბავშვთა და მოზარდთა ფოლკლორული სტუდია, სადაც ბატონი კარლო პედაგოგად მიიწვიეს. ამას გარდა იგი მუშაობდა ლოტბართა სკოლაში.
კარლო ურუშაძის გენი მის შთამომავლებში აქტიურად გამოვლინდა. მისმა სამმა შვილიშვილმა მუსიკა პროფესიად გაიხადა. ლელა მგალობელ- რეგენტი და ლოტბარია, ხელმძღვანელობს ფოლკლორულ ანსამბლს „კირიალესა“. ბელა წარმატებული მევიოლინეა. სერგო კი მომღერალ-მგალობელთა სახელმწიფო ანსამბლ „ბასიანის“ სოლისტია.
დღეს ბატონ კარლოს 98 წელი შეუსრულდებოდა.
მასალა მოამზადა მაია გელაშვილმა
ფოტო: სერგუნა ურუშაძე
მსგავსი სტატიები
- 63
ახალი წლის წინა დღეებში ოზურგეთს მოულოდნელად ერთი კარგი კაცი _ გასული საუკუნის 80-იანი წლების საუკეთესო ბირთვისმკვრელი, საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი, შემდგომში ცნობილი ფერმერი და საჯარო მოხელე, შემოქმედელი ბესიკ ლომინაძე გამოაკლდა. გასული საუკუნის 70-იან, 80-იანი წლებში ოზურგეთელი მძლეოსნები წარმატებით გამოდიოდნენ როგორც რესპუბლიკურ, ისე საკავშირო და საერთაშორისო შეჯიბრებებზე. ამაში დიდი წვლილი მიუძღვოდა მძლეოსნობის… - 63
ავტორი ივანე ჯაფარიძე უშბა მაგიური ძალით იზიდავდა მსოფლიოს ყველა კუთხის გამოჩენილ მთამსვლელებს. ინტერესს ისიც აძლიერებდა, რომ უშბაზე ამსვლელი მთამსვლელი, მსოფლიოში ცნობილი და სახელგანთქმული ინგლისის ალპური კლუბის წევრი ხდებოდა. უშბაზე ასვლების ისტორია მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან იწყება, როცა 1888 წელს, ჩრდილოეთ მწვერვალზე ასვლის ბედნიერება პირველად ინგლისელ ჯონ კოკინს და შვეიცარიელ ულრიხ… - 62
გარდაიცვალა ოზურგეთის„მერცხალის“ ყოფილი ფეხბურთელი როლანდ ისიანი. დაიბადა 1943 წლის 13 თებერვალს სოფ,ზოგიში( ცაგერის რაიონი). ფეხბურთის თამაში დაიწყო 1957 წელს ქ.თბილისის სპორტულ სკოლა ინტერნატში. იყო ნახევარმცველი,თავდამსხმელი. 1961 წელს თამაშობდა თბილისის „დინამოში“; 1961 წლის მეორე ნახევრიდან 1965 წლის ჩათვლით თამაშობდა ქუთაისის „ტორპედოში“ (უმაღლესი ლიგა); 1966 წელს გადავიდა თბილისის „ლოკომოტივში“; 1967 _ 75… - 61
ოზურგეთის ,,მერცხალის“ მთ.მწვრთნელს სოსო გაგუას 20 დეკემბერს 75 წელი შეუსრულდებოდა. სოსო გაგუა დაიბადა 1949 წელს. მრავალი თაობის აღმზრდელი,თავისი საქმის პროფესიონალი. 1972 წლიდან მუშაობდა ოზურგეთის „მერცხალში.“ 1987 წელს სოსოს ხელმძღვანელობით „მერცხალი“ საქართველოს ჩემპიონი გახდა და გადავიდა საკავშირო გათამაშების მეორე ლიგაში, სადაც წარმატებით ასპარეზობდა.გუნდის ძირითადი ბირთვი ოზურგეთლები იყვნენ. წლების მამძილზე მუშაობდა ლაითურის… - 61
დღეს,85 წელი შესრულდა იური სიორიძის დაბადებიდან. რთული იყო გასული საუკუნის 90-იანი წლები საქართველოში. 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის სამოქალაქო ომის შემდეგ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ამ დროს ოზურგეთის პოლიციას გამოცდილი იურისტი იური სიორიძე ხელმძღვანელობდა. ბევრ ოზურგეთელს ახსოვს იმჟამინდელი პოლიციის წინ,სკვერში ასეულობით ოზურგეთელის წინ პოლიციის უფროსის სიტყვები: „ან წესრიგს დავამყარებთ ოზურგეთში,ან…