საქართველოს პროკურატურამ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, დავით ტაბიძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2023 წლის თებერვლიდან გამოაცხადა ტენდერები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების პროექტირება/მშენებლობის თაობაზე, რომელშიც გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ლაგი კაპიტალი“.

მათი ცნობით, მასშტაბურ პროექტზე ზედამხედველობა და შესრულების მონიტორინგი ევალებოდა მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელს და პროექტის მენეჯერებს. მათ ასევე ევალებოდათ კონტრაქტორის მიერ ტენდერის ფარგლებში ავანსის მოთხოვნის დასაბუთებულობის შემოწმება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

„ბრალდებულისათვის ცნობილი იყო რომ „ლაგი კაპიტალი“ ფონდისგან ყოველგვარი დასაბუთების გარეშე საავანსო თანხების გაცემას ითხოვდა, ისე რომ ხელშეკრულებებით ნაკისრ სამუშაოებს არ ასრულებდა. მიუხედავად ამისა, ბრალდებულმა ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება და „ლაგი კაპიტალს” ეტაპობრივად, სამშენებლო სამუშაოების დაწყების მიზნობრიობით, ავანსის სახით 11 200 000 ლარზე მეტი თანხა გადაურიცხა, ისე რომ რიგ შემთხვევებში ჯერ კიდევ ბაღების სამშენებლო პროექტები არ არსებობდა.

ჩარიცხული თანხებიდან „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 9 365 000 ლარს. შედეგად, პროექტით გათვალისწინებული 22 საბავშვო ბაღი არ აშენებულა.

ბრალდებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მოცემულ საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია მუნიციპალური განვითარების ფონდის ორი თანამშრომლის მიმართ, რომელთაც საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ. ასევე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ამჟამად პატიმრობაში მყოფი შპს „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირების მიმართ, ფონდიდან საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 9 365 801 ლარის თაღლითურად დაუფლებისა და 1 211 000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი სტატიები

  • 51
    პროკურატურის საგანგებო ბრიფინგისაქართველოს პროკურატურამ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობის, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე 13 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ამირან გულუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. პროკურატურის თანახმად, ბრალდება წარედგინა: ბექა მაჭავარიანს, ალექსანდრე გოგოლაძეს, ევა შაშიაშვილს, გიორგი რურუას, ვახტანგ ფიცხელაურს, დავით სტურუას, მანუჩარ მიქელაძეს,…
  • 49
    ქრთამის აღების ფაქტზე ონის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე ონის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. მათი თქმით, დაკავებულმა მოქალაქეს წიაღისეულის მოპოვების სანაცვლოდ 1800 ლარი მოსთხოვა, ქრთამის გადაცემის დროს კი ის დააკავეს. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო…
  • 49
     საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს - ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს - ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც 2019-2024 წლებში იკავებდა რა საქართველოს თავდაცვის მინისტრის და პრემიერ-მინისტრის თანამდებობებს, წარმოადგენდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირს, “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს…
  • 48
    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე დააკავა. აღნიშნულის თაობაზე სუს-ში ბრიფინგი გაიმართა. უწყების განმარტებით, „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტებზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე რ.მ.“. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული…
  • 48
    პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტებზე პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს პროკურატურამ ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა. მათ 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. "საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული…