საქართველოს პროკურატურამ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებზე ბრალდება კიდევ 16 პირს, მათ შორის, ირაკლი შაიშმელაშვილს დაუსწრებლად წარუდგინა.
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა.
პასუხისგებაში მიცემული 16 პირიდან, მხოლოდ მარიამ მეყანწიშვილი იქნება გამონაკლისი, რომლის მიმართაც უწყება აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას, დანარჩენების მიმართ კი პატიმრობას მოითხოვს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროში, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ იური ლომიძემ, გიორგი ტალახაძემ, დავით გიუნაშვილმა, თემურ ქურციკიძემ, გენადი კელიხაშვილმა, დათო ღურწკაიამ, რამაზ ჯორბენაძემ, ჯანდრი თირქიამ, გია თოლორაიამ, გური ჟვანიამ, კახაბერ კვაჭანტირაძემ, სიმონ მახარაძემ, ავთანდილ თოფჩიშვილმა, მიხეილ თოლორაიამ სხვა პირებთან ერთად, ჯგუფური ძალადობის უკვე დაკავებული ორგანიზატორების მოწოდებების შესაბამისად, სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მიზნით, იერიში მიიტანეს და ფიზიკური ზემოქმედებით დააზიანეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის დამცავი ღობე და ეზოში შეიჭრნენ. შენობის ხელში ჩაგდებისა და ეზოში მობილიზებული სამართალდამცავების წინააღმდეგობის დაძლევის მიზნით, ბრალდებულების ნაწილი, ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა და სხვადასხვა საგნებს ესროდა სამართალდამცავებს, რომლებიც ათონელის ქუჩის გავლით მიემართებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისკენ. მათ მიმართ გამოხატავდნენ აგრესიას, ისროდნენ რკინის კონსტრუქციებსა და სხვადასხვა საგნებს, აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
ასევე, საქართველოს პოლიტიკური სისტემის და მისი შემადგენელი კონსტიტუციური ორგანოების ნორმალური ფუნქციონირების დაზიანების მიზნით, ხელისუფლებისადმი უარყოფითად განწყობილმა პირთა წრემ, მათ შორის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა – ირაკლი შაიშმელაშვილმა, 4 ოქტომბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, დაგეგმილ აქციაზე, ხელისუფლების მიმართ აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების მობილიზების, მათი თავშეყრის და ძალადობრივ მოქმედებებში ჩართვის მიზნით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ საჯარო მოწოდებები გააკეთა. ბრალდებული შაიშმელაშვილი, ასევე ცდილობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დემორალიზებას და მოუწოდებდა მათ არ შეესრულებინათ სამსახურებრივი მოვალეობა და ხელი არ შეეშალათ ძალადობრივ მოქმედებებში მონაწილე პირებისათვის, რათა ამ გზით მიეღწია იმ მიზნებისათვის, რაც მიმართული იყო საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ.
ამავდროულად, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, დაკავებულმა კიდევ ერთმა პირმა – მარიამ მეყანწიშვილმა ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნის აშკარა დაუმორჩილებლობის მიზნით, 4 ოქტომბერს, ათონელის ქუჩაზე ყოფნისას, მოახდინა ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, მოქალაქეებს მოუწოდა, რომ შემდგომი მოქმედებების კოორდინირების, პოლიციის თანამშრომლების დაუმორჩილებლობისა და მათზე ძალადობის მიზნით შეკრებილიყვნენ რუსთაველის გამზირი N21-ში მდებარე ოფისში. აღნიშნულის შემდეგ, ათონელის ქუჩაზე და რუსთაველის გამზირზე გაგრძელდა ძალადობრივი ქმედებები, რა დროსაც მასში მონაწილე პირები, მიზანმიმართულად არბევდნენ, აზიანებდნენ და ცეცხლის წაკიდებით ანადგურებდნენ მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულ მუნიციპალურ და კერძო პირთა კუთვნილ ქონებას, არ ემორჩილებოდნენ პოლიციის თანამშრომელთა კანონიერ მოთხოვნებს და უხეშად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები მოსამართლის განჩინების საფუძველზე 17 ოქტომბერს დააკავეს.
ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება დაუსწრებლად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
იური ლომიძეს, გიორგი ტალახაძეს, დავით გიუნაშვილს, გია თოლორაიას, გური ჟვანიას, კახაბერ კვაჭანტირაძეს, სიმონ მახარაძეს, ავთანდილ თოფჩიშვილს, მიხეილ თოლორაიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თემურ ქურციკიძეს, გენადი კელიხაშვილს, დათო ღურწკაიას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა 15 ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს, რაც შეეხება ბრალდებულ მარიამ მეყანწიშვილს სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლოს გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.
ამავე საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალდებულია კიდევ 48 პირი, რომლებსაც ბრალდება სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე წარედგინათ“, – აცხადებენ პროკურატურაში.
მსგავსი სტატიები
- 94
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ცხრა პირი სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 5 000 -5 000 - ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ჯარიმა დაეკისრათ: გელა მთივლიშვილი - ჟურნალისტი, საქართველოს ამბები / მთის ამბების რედაქტორი; ნინო ქათამაძე - მუსიკოსი, „ნინო ქათამაძის ფონდის“ დამფუძნებელი; ვლადიმერ აფხაზავა - მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი; ხვიჩა ვაშაყმაძე…
- 86
ქართული ოცნების ახალი კანონპროექტით, რომლითაც ცვლილებები შედის ორგანულ კანონში საერთო სასამართლოების შესახებ, მედიას სასამართლოს სხდომების გაშუქება ეზღუდება. ცვლილებების თანახმად, იზღუდება სასამართლოს ეზოსა და დერეფნებში გადაღებაც. პროცესების გადაღების უფლებამოსილება კი ენიჭება სასამართლოს ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს. მედიასთან დაკავშირებული მუხლი ითვალისწინებს შემდეგს: სასამართლოში (სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში) ფოტო-,…
- 84
ვგმობთ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზებულ განაჩენს, რომლითაც მას 2 წლით პატიმრობა მიესაჯა _ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მზია ამაღლობელს და მოვუწოდებთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, _ ამის შესახებ 24 დიპლომატიური წარმომადგენლობის ერთობლივი განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ სასამართლო განაჩენს შეეხება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მზია ამაღლობელის საქმე და…
- 82
თქვენი საქმის თქვენ იცით, დამიჭერთ ორი თვით? დამიჭირეთ, - ასე მიმართა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს. ელისაშვილმა სხდომაზე ისაუბრა იმ დღეზე, როდესაც სასტუმრო „ ქორთიარდ მერიოტში” ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდგომ ის პოლიციამ „ქართული ოცნების“ წევრ, ალი ბაბაევთან დაპირისპირების გამო დააკავა. „ჯერ ერთი, მე არსად არ ვიმალები.…
- 82
ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის „სისხლის სამართლის“ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხი განიხილეს. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. მომდევნო სასამართლო პროცესი 8 მაისს ჩანიშნა. გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში მზია ამაღლობელის მხარდამჭერების მხრიდან ხმაური მოჰყვა. „ნამდვილად სახეზე გვაქვს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. სასამართლოს მიაჩნია, რომ…