ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ 10 საათის მდგომარეობით, ხმა მისცა 275 948 ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის – 7.85%-ია.

ცესკო-ს სპიკერის ნათია იოსელიანის თქმით, ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

„გაცნობებთ, რომ ამომრჩეველთა აქტივობა 10:00 საათის მდგომარეობით არის 275 948 ამომრჩეველი – ყველაზე მაღალი აქტივობა არის რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში“, – აცხადებენ ცესკო-ში.

ცესკო-ს თანახმად, ქვეყნის მასშტაბით 3 061 საარჩევნო უბანია გახსნილი, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება. ასევე, 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში გაიხსნა.

ცესკო-ს მიხედვით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818 ამომრჩეველს შეადგენს – ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3 130 348 ამომრჩეველი მიიღებს.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 10:00 საათის მდგომარეობით 7.41% იყო – 259 273 ამომრჩეველი.

მსგავსი სტატიები

  • 69
    ცესკო - 12:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე 776 726 ამომრჩეველი მივიდა, რაც 22.22%-ს შეადგენსცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე 776 726 ამომრჩეველი მივიდა, რაც 22.22%-ს შეადგენს. რეგიონების მიხედვით აქტივობა ასე გადანაწილდა: სამეგრელო-ზემო სვანეთი - 72 443; თბილისი 238 992; კახეთი 70 441; მცხეთა-მთიანეთი - 20 903; ქვემო ქართლი - 83 448; შიდა ქართლი - 51 522; სამცხე-ჯავახეთი - 31 651; რაჭა…
  • 68
    ცესკო - საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია, 08:00 საათიდან კენჭისყრა შეფერხებების გარეშე დაიწყოყველა უბანი გახსნილია, 08:00 საათიდან კენჭისყრა დაიწყო შეფერხებების გარეშე, - ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ს შეადგენს. იოსელიანის განცხადებით, საარჩევნო პროცესს აკვირდება 28 საერთაშორისო ორგანიზაციის 80-ზე მეტი დამკვირვებელი, ასევე, 27 ადგილობრივი ორგანიზაციის 8 000-ზე მეტი დამკვირვებელი.…
  • 67
    #5 უბანში 1148 ამომრჩეველმა მისცა ხმაქ. ოზურგეთის #060/5 საარჩევნო უბანში 2400-მდე ამომრჩეველია საარჩევნო სიაში. აქაც არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. _სიმშვიდეა. არჩევნები ნორმალურად მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ნაკადი დიდია_ გვითხრა „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისათვის“ წარმომადგენელმა ეკა მუჯირმა. _ჯერ-ჯერობით სიმშვიდეა. ამომრჩეველთა ნაკადი დიდია _გვითხრეს „ახალგაზრდული ინიციატივის“ და „მედია თავისუფლებისთვის“ წარმომადგენლებმა ია ქათამაძემ და მაია ართილაყვამ. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ხათუნა…
  • 67
    „მცირედი ხარვეზების შემდეგ, პროცესი მშვიდად მიმდინარეობს“ - ცესკოცესკოს პრესსპიკერი ნათია იოსელიანი აცხადებს, რომ ზოგიერთ უბანზე „მცირედი ტექნიკური ხარვეზები“ დაფიქსირდა, თუმცა ადმინისტრაციას „დაუყოვნებლივი რეაგირება“ ჰქონდა. „პროცესი ახლა მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ყველა უბანი ამ დროისთვის იღებს ამომრჩევლებს და მიმდინარეობს კენჭისყრა“, - თქვა იოსელიანმა. ამომრჩევლებს საერთო ჯამში 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება. აქედან საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი, მათ შორის…
  • 67
    26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ცესკო-ში საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართადღეს საქართველოს პარლამენტის, სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება, საარჩევნო უბნები გაიხსნა. კენჭისყრა დაწყებულია, – ინფორმაციას ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. უწყების ცნობით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს. შეგახსენებთ,…