გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მცენარეული ნარჩენის გადაწვა სახიფათო და დასჯადია. მათი ინფორმაციით სამართალდამრღვევი დაჯარიმება 500 ლარით.

როგორც დეპარტამენტი წერს, „შემოდგომაზე, საკარმიდამო ეზოს დასუფთავების დროს ფოთლების დაწვა,  არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, დღემდე რჩება მავნე პრაქტიკად“,- წერია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, „ფოთლების წვის დროს გამოყოფილი კვამლი შეიცავს მომწამვლელ ნივთიერებას, რომელიც არა მხოლოდ გარემოს აყენებს ზიანს, არამედ საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას და განსაკუთრებით მავნეა ბავშვებისთვის.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, შემოდგომაზე, ამ მიმართულებით კონტროლს ამკაცრებს და მოქალაქეებს მოუწოდებს არ დაწვან ეზოში მოგროვებული ფოთლები და იმოქმედონ კანონის შესაბამისად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

ნარჩენების მართვის კოდექსის 35-ე მუხლის თანახმად, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების (ფოთლების, ბაღის/პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების) ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით“,- ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სტატიები

  • 65
    მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებში ბახვი ჰესის ტრენინგები განახლდა2024 წლის მარტის თვიდან მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებში კომპანიამ ბახვი ჰესი არაფორმალური სახის სასწავლო ტრენინგ კურსი განაახლა, რომელიც კომპანიის სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო ხაზის ერთ-ერთი პროექტია.  ტრენერები გიორგი ბერეჩიკიძე და ხათუნა იოსავა კვლავ აგრძელებენ გარემოს დაცვისა და განახლებადი ენერგიების თემებთან დაკავშირებული საკითხების  სწავლებას. 2024 წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ…
  • 64
    „ სამწუხაროდ, მავანთა წადილმა თავისას მიაღწია, რვავე ბაობაბის ხე გახმა" - რა განცხადებას ავრცელებს შეკვეთილის დენდროლოგიური პარკიშეკვეთილის დენდროლოგიური პარკი, კენიიდან რამდენიმე ბაობაბის ჯიშის ხის გადმორგვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც შეკვეთილის დენდროლოგიური პარკში განმარტავენ, ბაობაბების გადმოტანისას, ხელოვნური შეფერხებების გამო რვავე ბაობაბის ხე გახმა. „ინტერპრესნიუსი“ შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ: კერძოდ, აღნიშნავენ, რომ „ჩასაფრებულმა პოლიტიკანებმა“ და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა იდეოლოგიური ბრძოლის ფრონტი გამართეს აფრიკის კონტინენტზე.…
  • 63
    განახლებადი ენერგია, როგორც კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის გზა2023 წლის ივლისი კაცობრიობის ბოლო რამდენიმე ასწლეულის ისტორიაში ყველაზე ცხელ თვედ გამოცხადდა. მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ (WMO) დაადასტურა, რომ ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2023 წლის ივლისში, წელიწადის ამ დროისთვის, ისტორიულად სამი ყველაზე ცხელი დღე და ოკეანის ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. აღნიშნულ ინფორმაციას სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მყისიერი რეაქციები და განცხადებები მოჰყვა. გაერთიანებული ერების…
  • 62
    გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოავლინესბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადია. აღნიშნულ სამართალდარღვევაზე ჯარიმა 500-დან 2000 ლარამდეა.  იმ შემთხვევაში კი, თუ ბზის მოპოვების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი  1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით, ბზის უკანონო მოპოვებაზე მკაცრ…
  • 62
    გარემოს ზედამხედველობის  სამსახური გამოძახებაზე არ რეაგირებსწლებია, გაზეთი „ალიონი“, სხვა  მედიასაშუალებები წერს გურიის მდინარეებში, განსაკუთრებით შავიზღვისპირა 20-კილომეტრიან ზოლში ქვიშა-ხრეშის უსისტემოდ მოპოვების შესახებ, თუმცა შესაბამისი სამსახურებიდან რეაგირება არ არის. განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობაა მდინარე ნატანების აუზში, 20-კილომეტრიან ზოლში, სადაც ბოლო წლებში ჯერ თურქული კომპანია „პოლატი“ მუშაობდა,რომელმაც  3 მილიონი  კუბური მეტრი ინერტული მასალა ამოიღო ციხისფერდი-გურიანთა-ქ. ოზურგეთში შემოსვლამდე  მონაკვეთზე და…