„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ განაცხადა.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

მინისტრის მოადგილის თქმით, რეპეტიტორის ინსტიტუტს კანონმდებლობა არ ცნობს, შესაბამისად, პედაგოგიურ საქმიანობად ვერ ჩაითვლება.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, – განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

წყარო: ipn.ge

მსგავსი სტატიები

  • 53
    ილია ჭავჭავაძის ბრძოლა ავტოკეფალიის აღსადგენადავტორები:  მანანა ლომაძე, ნათია კალანდაძე, ლევან ძნელაძე XIX საუკუნის 80-იან წლიდან ილია ჭავჭავაძე საფუძვლიანად შეუდგა საქართველოს თვითმმართველობის პროგრამის შემუშავებას, ეს პროგრამა შემდეგ ავტონომიის იდეაში გადაიზარდა. თავდაპირველად ილიას სათანადოდ არ ჰქონდა გააზრებული ავტონომიის იდეასთან ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი. ექვთიმე თაყაიშვილი თავის მოგონებებში წერდა: ჩვეულებრივ, როდესაც ქართველებს და მათ შორის საზოგადო მოღვაწეებს…
  • 50
    კომპანია „პარვუს ჯგუფის“ საგანმანათლებლო სოციალური პროექტის ფარგლებში შემოქმედის სკოლაში სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია ჩატარდაკომპანია „პარვუს ჯგუფის“ სოციალური და საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში   კვირიკეთის, გომისა და შემოქმედის სკოლების უფროსკლასელებს ჩაუტარდათ ტრენინგები თემაზე _ „ვიცავთ გარემოს და ვქმნით ენერგოუსაფრთხო მომავალს“.  პროექტის მიზანი გარემოს დაცვასა და განახლებადი ენერგიების როლსა და მნიშვნელობაზე  მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება იყო.  პირველი ეტაპი სასწავლო წლის ბოლოს ადგილობრივი „ენერგო ელჩების“ არჩევით დასრულდა,  ისინი კვალიფიციურად…
  • 50
    ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში ღვაწლმოსილი პედაგოგები დაჯილდოვდნენსახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი ღურჯუმელიძემ, საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილესთან თამარ მახარაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა. ღონისძიების ფარგლებში პედაგოგებს მადლობის სიგელებთან ერთად სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ. მათ შორის იყვნენ მასწავლებლები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში წარმატებით ასრულებენ საკუთარ მისიას და…
  • 49
    განათლების სამინისტ რო - სასწავლო პროცესი შეჩერებულია აჭარის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სკოლებშისასწავლო პროცესი შეჩერებულია აჭარის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სკოლებში. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სწავლა ნაწილობრივ მიმდინარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. ამასთან, სამინისტროს თანახმად, სკოლებში გაცდენილი საგაკვეთილო საათების ანაზღაურებასთან დაკავშირებით სკოლები უზრუნველყოფენ მოსწავლეთა მშობლების ინფორმირებას. „განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით…
  • 49
    დუბაიში, საგანმანათლებლო ლიდერთა საერთაშორისო სამიტზექ. თბილისის N 103 საჯარო სკოლა პედაგოგებისა და მოსწავლეების მზარდი საერთაშორისო ჩართულობით  გამოირჩევა, რითაც სრულად უჭერს მხარს  და აძლიერებს ჩვენი ქვეყნის აქტიურ როლს გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში. ასეთი ღირებულებითი დამოკიდებულების შედეგად 2025 წლის 9 თებერვალს ქ. დუბაიში გამართულ საგანმანათლებლო ლიდერთა სამიტზე სკოლამ 2024 წლის საუკეთესო სკოლის ჯილდო მოიპოვა, ხოლო სკოლის დირექტორი…

არ გამოტოვოთ