კომპანია „პარვუს ჯგუფი“ 6-7 ნოემბერს საქართველოს ენერგეტიკის საერთაშორისო გამოფენა-ფორუმს GEEF-ს შეუერთდა.
განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის ორგანიზებით გამართული ენერგეტიკის სექტორის მთავარი რეგიონული ღონისძიება უკვე მეორე წელია აერთიანებს ენერგეტიკის სექტორის წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებს, ინვესტორებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს.
ფორუმის ფარგლებში ორი დღის განმავლობაში გაიმართა დისკუსიები და
შეხვედრები ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა განახლებადი ენერგიის
განვითარება, მწვანე დაფინანსება, ინვესტიციები ენერგეტიკაში და ტექნოლოგიური ინოვაციები. ფორუმის მიზანია ხელი შეუწყოს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას. ღონისძიება აერთიანებს სხვადასხვა თემატურ პანელურ დისკუსიას, გამოფენებსა და ბიზნეს ფორუმებს, სადაც განიხილება განახლებადი ენერგიის, ენერგოეფექტურობისა და ენერგეტიკული
უსაფრთხოების თანამედროვე ტენდენციები.
ფორუმზე კომპანია „პარვუს ჯგუფი“ ორ ძირითად თემაზე იყო ფოკუსირებული
— ჰიდრორესურსების განვითარების მნიშვნელობასა და მწვანე წყალბადის,
როგორც ენერგიის შემნახველი ტექნოლოგიის პოტენციალზე.
„პარვუს ქონსთრაქშენის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი გულდედავამ
ისაუბრა კომპანიის მიმდინარე პროექტებზე, რომლებიც მიზნად ისახავს ქვეყნის
ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებასა და ადგილობრივი რესურსების
ეფექტურ გამოყენებას. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა მცირე და
საშუალო ჰესების განვითარების მნიშვნელობაზე ენერგეტიკული სისტემის
ბალანსისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ასევე აღნიშნა, რომ „პარვუს
ჯგუფის“ პროექტები ემსახურება არა მხოლოდ ენერგიის წარმოებას, არამედ
რეგიონებში ეკონომიკური აქტივობის ზრდას და ადგილობრივი დასაქმების
ხელშეწყობასაც.
მეორე თემატური მოხსენება წარადგინა პროფესორმა გიორგი არზიანმა, „პარვუს
ქონსალთინგის“ მთავარმა კონსულტანტმა, თემაზე — მწვანე წყალბადი, როგორც
ენერგიის შენახვის ტექნოლოგია ელექტროენერგეტიკულ სისტემაში.
მომხსენებელმა დეტალურად განმარტა, თუ როგორ შეიძლება წყალბადის
ტექნოლოგიების გამოყენება ენერგიის მოკლე და გრძელვადიანი შენახვისა და
განახლებადი წყაროებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის ეფექტიანად
მართვისთვის.
მისი თქმით, ელექტრული სისტემის მომავალში გადამწყვეტ როლს ითამაშებს
წყალბადის ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა, რაც შესაძლებელს გახდის
განახლებადი ენერგიების უფრო ეფექტურ გამოყენებასა და სისტემის
მოქნილობის გაზრდას.
გიორგი არზიანი ასევე შეეხო საერთაშორისო ტენდენციებს მწვანე წყალბადის
მიმართულებით და აღნიშნა, რომ საქართველოც უნდა იყოს ჩართული ამ
პროცესში, რათა არ ჩამორჩეს გლობალურ ენერგეტიკულ ტრანსფორმაციას. მისი
განცხადებით, „პარვუს ქონსალთინგი“ აქტიურად მუშაობს მწვანე წყალბადის
ტექნოლოგიების ლოკალურ შესწავლისა და დანერგვის შესაძლებლობებზე, რაც
მომავალში ქვეყნის ენერგეტიკული მდგრადობის განმტკიცების მნიშვნელოვანი
ნაბიჯი იქნება.
„პარვუს ჯგუფის“ მონაწილეობამ GEEF 2025 ფორუმში ნათლად წარმოაჩინა
კომპანიის ხედვა საქართველოს ენერგეტიკის განვითარების მომავლის მიმართ.
კომპანიის გეგმა ინოვაციებზე, ტექნოლოგიურ პროგრესსა და განახლებადი
ენერგიის ინტეგრაციაზეა ორიენტირებული. ამ კურსის მთავარი მიზანია ქვეყნის
ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და მდგრადი განვითარება.
მსგავსი სტატიები
- 83
„ბახვი ჰესმა“ მთისპირის თემში მაცხოვრებენ შშმ პირებსა და მარტოხელა მოხუცებს სურსათი და საჭირო მედიკამენტები ჩაუტანა. ასეთი სულ 25 ოჯახია. ასევე „ბახვი ჰესი“ გზების გაწმენდის პროცესში სტიქიის პირველივე დღიდან ჩაერთო მძიმე ტექნიკით და გაწმინდა მთისპირის ცენტრალური გზა, ასევე სოფლები უკანავა და ვანისქედი. „ბახვი ჰესის“მოხალისეები სოფელ მთისპირში აქციას დღესაც აგრძელებენ. … - 83
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი პირების მშობლებისთვის და ასევე, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოზარდებისთვის სპეციალური თერაპიული პროგრამის მეორე ეტაპი დასრულდა და 2025 წლის მაისიდან მესამე ეტაპი იწყება. პროექტის „ვისწავლოთ, ვიმუშავოთ, ვიმოქმედოთ ერთად” დასკვნითი ღონისძიება ჩოხატაურში გაიმართა, რომლის ფარგლებშიც პროექტის ინიციატორებმა და ორგანიზატორებმა შეაჯამეს გასული წლის საქმიანობა და მესამე ეტაპის… - 81
ინტერვიუ ბახვი ჰესის დირექტორთან, გიორგი აბრამიშვილთან მოგესალმებით ბატონო გიორგი, როგორ მიმდინარეობს პროექტი და რამდენად ახლოსაა მისი განვითარება დასახულ მიზნებთან? მოგესალმებით და დიდი მადლობა ინტერესისთვის. ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ვაშენებთ ჰიდროელექტროსადგურს და შესაბამისად ხელს ვუწყობთ განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას, რაც ვფიქრობ, საამაყო იქნება როგორც ჩემთვის პირადად, ასევე, ამ პროექტში პირდაპირ თუ… - 81
#ჩვენ ერთად ვაშენებთ 2024 წლის ოქტომბერში ბახვი ჰესის მენეჯმენტის და კომპანიის გარემოდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს წლის რიგით მესამე, გასვლითი შეხვედრა გაიმართა სტეფანწმინდაში. ვიზიტის ფარგლებში, საბჭოს წევრებმა ქართულ-ავსტრიული კომპანიის, შპს „ენერგო არაგვის“ მიერ აშენებული და დღეს ოპერირებაში მყოფი მცირე ჰიდროელექტროსადგურები - არაგვი ჰესი და არაგვი ჰესი 2 მოინახულეს.… - 81
„ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ - ასე ჰქვია ჯილდოს, რომელიც ბახვი ჰესის პროექტმა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს კორპორაციული მდგრადობის კონკურსის ფარგლებში მიიღო. საერთაშორისო ჟიურიმ კომპანიას ჯილდო SDG (მდგრადი განვითარების მიზანი) მე-16 მიზანი _ „მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები“აღსრულებაში მიანიჭა. ბახვი ჰესის პროექტის ფარგლებში 2021 წლის 5 აგვისტოს დაფუძნებული მრჩეველთა საბჭო, მისი…