შემაშფოთებელია, რომ გაფართოების ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით უსაფუძვლო ნეგატიური შეფასებების გასაჟღერებლად და მორიგი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის არის გამოყენებული, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც უწყება ევროკომისიის გაფართოების პოლიტიკის შესახებ ერთობლივ კომუნიკაციასა და საქართველოს შესახებ ანგარიშს ეხმაურება.
საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ ევროკომისიის ანგარიშში მოცემული შეფასების ობიექტურობასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვის ნიშნები უნდა დაისვას.
საგარეო უწყება შემაშფოთებელს უწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან საქართველოსთან მიმართებით გადადგმულ ნაბიჯებსა და განცხადებებს, რაც უწყების შეფასებით, „გამიზნულია საქართველოს შიდა პოლიტიკაზე გავლენის მოხდენაზე და ეწინააღმდეგება როგორც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების სულისკვეთებას, ისე საერთო ინტერესებს”.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს “ყველა მცდელობას, რომელიც მიმართულია ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებისკენ”.
„2025 წლის 4 ნოემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა გაფართოების პოლიტიკის შესახებ ერთობლივი კომუნიკაცია, რომელიც მოიცავს ანგარიშს კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე განხორციელებული ძალისხმევის შესახებ.
შემაშფოთებელია, რომ გაფართოების ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით უსაფუძვლო ნეგატიური შეფასებების გასაჟღერებლად და მორიგი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის არის გამოყენებული.
სამწუხაროა, რომ ევროკომისიის ანგარიში საქართველოსთან მიმართებაში ტენდენციურად აფასებს მთელ რიგ მოვლენებს, რაც მოულოდნელი არ ყოფილა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2025 წლის 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირის ინსტიტუტები ჯიუტად ხუჭავენ თვალს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებზე განხორციელებულ შეტევასა და ძალადობაზე. უფრო მეტიც, აღნიშნულთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მარტა კოსის ერთობლივი განცხადება განვითარებული მოვლენების მცდარი ინტერპრეტაციის საფუძველს ქმნის.
როგორც ცნობილია, ევროკომისიის ანგარიშში წლის განმავლობაში განხორციელებული პროგრესის ასახვა ხდება კანდიდატი ქვეყნების მიერ წარდგენილი ინფორმაციის და ასევე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული დიალოგის ფორმატების ფარგლებში განხორციელებული მუშაობის საფუძველზე.
უნდა აღინიშნოს, ევროკავშირის მხარემ ევროპული საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის დასკვნების საფუძველზე ქართულ მხარესთან დიალოგის შეჩერების პრეტექსტით, გასული წლის განმავლობაში საქართველოსთან არ ჩაატარა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული არც ერთი შეხვედრა არც ერთ დონეზე. უფრო მეტიც, ოფიციალურად უარი თქვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი / პოტენციური კანდიდატი ქვეყნებისთვის შემუშავებული მეთოდოლოგიით წარდგენილი ,,ეკონომიკური რეფორმების პროგრამის” ანგარიშის მიღებაზე და საქართველოს პროგრესის შეფასებაზე.
იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მაჩვენებლები მთელი რიგი საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით უმჯობესდება, მათ შორის მთავრობის კეთილსინდისიერების, ბიუროკრატიისა და კორუფციასთან ბრძოლის, მმართველობის ეფექტიანობის მიმართულებით და ასევე თვალსაჩინოა სტაბილური მაკრო-ეკონომიკური გარემო და მაღალი ეკონომიკური ზრდა, ევროკომისიის ანგარიშში მოცემული შეფასების ობიექტურობასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვის ნიშნები უნდა დაისვას.
შემაშფოთებელია ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან საქართველოსთან მიმართებით გადადგმული ნაბიჯები და განცხადებები, რაც გამიზნულია საქართველოს შიდა პოლიტიკაზე გავლენის მოხდენაზე და ეწინააღმდეგება, როგორც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების სულისკვეთებას, ისე ჩვენს საერთო ინტერესებს.
ვგმობთ ყველა მცდელობას, რომელიც მიმართულია ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებისკენ, რაც აზიანებს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს.
საქართველო ერთგულია ევროკავშირთან გაფორმებული შეთანხმებების და კეთილსინდისიერად განაგრძობს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას იმისათვის, რომ ევროინტეგრაციის პროცესში უზრუნველყოს ქვეყნის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება.
საქართველოს მთავრობა, როგორც პასუხისმგებლობიანი და ერთგული პარტნიორი, კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირთან პატივისცემაზე დამყარებული, კონსტრუქციული და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის სურვილს, რომელიც ემყარება საერთო ფასეულობებსა და პრინციპებს, და არა იძულებას”, – წერია განცხადებაში.
წყარო; ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 89
ყოფილი დიპლომატები ევროკომისიის ანგარიშს ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან. მათი განმარტებით, როგორც მოსალოდნელი იყო, ევროკავშირის კომისიის დღეს გამოქვეყნებული ანგარიში უკიდურესად ნეგატიურ შეფასებას აძლევს საქართველოში შექმნილ უმძიმეს მდგომარეობას. აღნიშნულ ანგარიშს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ; ანგარიშის თანახმად, „საქართველომ განიცადა სერიოზული დემოკრატიული უკუსვლა, კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზიითა და ფუნდამენტური უფლებების მკვეთრი შეზღუდვით“; „საქართველოში მიღებული და აღსრულებული… - 88
ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს მხრიდან რეგრესული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიამ გაფართოების პროცესს უნდა გადახედოს, - ამის შესახებ 22 ევროპარლამენტარი ერთობლივ წერილში აცხადებს. „ჩვენ, ხელმომწერი ევროპარლამენტარები, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მმართველი „ქართული ოცნების“ პარტიის მიერ „უცხოურ აგენტებზე“ კანონის დაბრუნების ზრახვასთან დაკავშირებით, რომელიც გასულ წელს ქართულმა საზოგადოებამ მასიური პროტესტებით უარყო. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის… - 86
ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია შესწორებებით მიიღო. რეზოლუციის პროექტში, რომელიც პარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ და ურყევ მხარდაჭერას მათი ლეგიტიმური ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და აყვავებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრების სურვილის მიმართ, „რაც გამოიხატება მასობრივ საპროტესტო აქციებში, რომლებიც… - 86საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბატონ დონალდ ტრამპსამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, ბატონ ჯეი დი ვანსს ღია წერილი გაუგზავნა: რამდენიმე კვირის წინ, მოგმართეთ წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. აღნიშნულ წერილს წინ უსწრებდა ჩემი საჯარო განცხადებები, სადაც ღიად გამოვხატავდი საქართველოს მზაობას, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განგვეახლებინა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და…
- 85
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია 89 ხმით 3-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. ამასთან, ასამბლეის 5-მა წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. რეზოლუციის პროექტში აღნიშნული იყო, რომ ასამბლეა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ მიუხედავად ასამბლეის გადაწყვეტილებისა, მოეხდინა საქართველოს დელეგაციის რწმუნებათა სიგელების რატიფიცირება, მისმა ყველა წევრმა დატოვა დელეგაცია, რითაც უარყო დიალოგი, რის შედეგადაც ამჟამად ასამბლეაში არ არის…