საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხე ლიგის 29 ტურში, ოზურგეთის „მერცხალმა“   საშინაო შეხვედრა გამართა.

ოზურგეთელთათვის ამ მატჩს პრინციპული მნიშვნელობა ქონდა. გამარჯვების შემთხვევაში ოზურგეთელი ფეხბურთელები ერთი ტურით ადრე გარანტირებულად შეინარჩუნებდნენ ადგილს მეოთხე ლიგაში.

ოზურგეთელთა  შესანიშნავად გაართვეს თავი დასახულ ამოცანას და ერთ-ერთი უშუალო მეტოქე, „სამგურალი 2“ ანგარიშით 5-3 დაამარცხეს.(გოლები: გიორგი კაშია, ნიკოლოზ მარშანიშვილი 2-2, გიორგი ჭანუყვაძე).

ამ გამარჯვებით  „მერცხალმა“ (9 მოგება, 9 ფრე, 11 წაგება, ბ/შ 54:66) 36 ქულა დააგროვა და საბოლოოდ დააღწია თავი გასავარდნ ზონას.

„მერცხალი“ გათამაშების ცხრილში მე-11 ადგილზეა.

ამ  სეზონის ბოლო შეხვედრას „მერცხალი“ 26 ნოემბერს, სტუმრად ვანში, „სულორთან“ გამართავს.

რაც შეეხება ლანჩხუთის „გურიას“, იგი მე-3 ლიგაში გადასასვლელად იბრძვის და გათამაშების ლიდერების,  ხაშურის „ივერიასა“ და „იბერია 2010“ ამ ტურის ნულოვანი ფრე საშუალებას აძლევდა გამარჯვების შემთხვევაში „ივერიას“ დაწეოდა, თუმცა „გურიამაც“ სტუმრად „ვიტ ჯორჯია 2“-თან ბოლო წუთებზე გაუთააბრეს ანგარიში და ფრე 1:1 ითამაშა.

ბოლო ტურის წინ „იბერია 2010“ 60 ქულა, „ივერიას“_58, ხოლო „გურიას“ 56 ქულა აქვს.

ბოლო ტურში „გურია“ „ალგეთს“ უმასპინძლებს. ამ შეხვედრაში გადაწყდება „გურიას“ მესამე ლიგაში დაბრუნების ბედი.

მსგავსი სტატიები

  • 70
    „მერცხალის“ ფრე; „გურიამ“ სტუმრად მოიგოსაქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხე ლიგის მეცხრე ტურში ოზურგეთის „მერცხალმა“ დღეს „კოლხეთი 2“-ს უმასპინძლა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა.  51-ე წუთზე სტუმრები დაწინაურდნენ. 76- წუთზე გიორგი კაშიამ ანგარიში გაათანაბრა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. სტუმრად გაიმარჯვა ლანჩხუთის „გურიამ“, რომელმაც აბაშაში „ზანა“ დაამარცხა 2:3 და ლიდერებში დაწინაურდა. 9 ტურის შემდეგ  ოზურგეთის „მერცხალს“ (3 მოგება, 4…
  • 69
    რა ხდება რეგიონის ფეხბურთშიქალთა შორის  საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში „ლანჩხუთი“ ლიდერობს. ისინი ზედა ჯგუფში ასპარეზობენ და 10 ტურის შემდეგ (7 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება, ბ/შ 25:4) 22 ქულა აქვს. მათ ბოლო ტურში სტუმრად „ნიკე-ლუსო“-სთან 0:0 ითამაშეს. ამ ტურში „კვარტალმა“ სტუმრად „ბათუმი“ 1:5  დაამარცხა და 19 ქულით მეორე ადგილზეა. „ნიკე-ლუსოს“ 17 ქულა აქვს. საქართველოს…
  • 69
    საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში მე-4 ლიგის გუნდებს შორის 27-ე ტურის სეხვედრები გაიმართა. ლანჩხუთის „გურიამ“ სტუმრად გაგრა 2:0 დაამარცხა, ხოლო „მერცხალმა“ შინ „მაჭახელა“ 5:1 დაამარცხა. გათამაშების ლიდერმა „იბერია 2010“ სტუმრად „კოლხეთი 2“ 3:0 დაამარცხა, ხოლო მეორეადგილოსანი „ივერია“ „არაგველებტან“ 0:3 დამარცხდა. „იბერია 2010“ 56 ქულა აქვს, „ივერიას“ _54, ხოლო ლანჩხუთის „გურიას“ (15 მოგება,…
  • 69
    „მერცხალმა“ მოიგო, „გურიამ“ სტუმრად უშუალო მეტოქესთან დათმო შეხვედრასაქართველოს პირველობაზე ფეხბურთში, მე-4 ლიგის გუნდებს შორის ლანჩხუთის „გურიას“ მე-20 ტურში სტუმრად მეტად პრინციპული შეხვედრა ჰქონდა თბილისის „იბერია 2010“-თან. მასპინძლებმა შეძლეს გურულების დამარცხება 2:0 და 43 ქულით გათამაშების ცხრილს ჩაუდგნენ სათავეში. „გურიას“ კიდევ ერთი კონკურენტი „ივერია“წამოეწია, რომელმაც შინ „სქური“ 2:1 დაამარცხა. „იბერია 2010“ 43 ქულა აქვს, „ივერიას“ 41 ქულა და…
  • 69
    ლანჩხუთის „გურია“ მესამე ლიგაში დაბრუნდა, „მერცხალმა“ სტუმრად „სულორი“ 7:1 დაამარცხასაქართველოს პირველობაზე ფეხბურთში მე-4  ლიგის ბოლო ტურში მეტად დაძაბული გამოდგა ლანჩხუთის „გურიას“ შეხვედრა უშუალო მეტოქესთან, „არაგველებთან“. „გურიას“ ფრე ჰყოფნიდა, ხოლო „არაგველები“ გამარჯვების შემთხვევაში მესამე ლიგის საგზურს მიიღებდნენ. სტუმრები ორჯერ დაწინაურდნენ ამ მატჩში (0:2, 2:4), მაგრამ საბოლოოდ, 99-ე და 101 წუთებზე ორი გოლი გაიტანეს და  შეხვედრა ფრედ 4:4 დასრულდა. „გურია“ მომავალი…