ყოფილი დიპლომატები ევროკომისიის ანგარიშს ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან. მათი განმარტებით, როგორც მოსალოდნელი იყო, ევროკავშირის კომისიის დღეს გამოქვეყნებული ანგარიში უკიდურესად ნეგატიურ შეფასებას აძლევს საქართველოში შექმნილ უმძიმეს მდგომარეობას.
აღნიშნულ ანგარიშს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ;
ანგარიშის თანახმად, „საქართველომ განიცადა სერიოზული დემოკრატიული უკუსვლა, კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზიითა და ფუნდამენტური უფლებების მკვეთრი შეზღუდვით“;
„საქართველოში მიღებული და აღსრულებული შემზღუდავი კანონები, რომლებიც აქტივისტებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას ეხება, საფრთხეს უქმნის დემოკრატიული საფუძვლების გადარჩენას და უპრეცედენტოა კანდიდატ ქვეყნებს შორის“;
პარტია ქართული ოცნების მიერ თითქოსდა „კანონის უზენაესობის დაცვის მიზნით შექმნილი ინსტიტუტები პარტიული მიზნებისთვის იქნა გამოყენებული, რითაც მათ სანდოობას საძირკველი გამოეთხარა“;
ასევე მნივშნელოვანი უკუსვლა დაფიქსირდა ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციასთან მიმართებითაც, რაც ჩვენს „ქვეყანას ევროკავშირის გზას კიდევ უფრო აშორებს“;
ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასული ერთი წლის მანძილზე „ხელისუფლებას არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს კურსის შესაცვლელად და ქვეყნის ევროკავშირის გზაზე დასაბრუნებლად“;
მეტიც, პარტია „ქართული ოცნების” წარმომადგენლების მხრიდან „ევროკავშირის წინააღმდეგ დაწყებული მტრული რიტორიკა მკვეთრად ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებსა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ქმედებებს“;
ანგარიში აღნიშნულია, რომ „ოპოზიციის წამყვანი ფიგურების დაპატიმრება, მმართველი პარტიის მიერ კონკრეტული ოპოზიციური პარტიებისა და მათთან დაკავშირებული პირებისთვის საქმიანობის აკრძალვის განზრახვის შესახებ განცხადებასთან ერთად, დემოკრატიულ პლურალიზმზე პირდაპირ თავდასხმას წარმოადგენს“;
ასევე, „საქართველოში საკანონმდებლო ცვლილებებმა სერიოზულად შეარყია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და მთლიანობა, რამაც გაამწვავა სასამართლო ხელისუფლების მიტაცების რისკები“;
ასევე აღნიშნულია, რომ ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, „საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მოლოდინებს“ და „ევროკომისია საქართველოს კანდიდატის სტატუს მხოლოდ ნომინალურად ადასტურებს“;
დღეს, როდესაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ლიდერები ესწრებოდნენ ევროკომისიის ანგარიშის წარდგენას ბრიუსელში, საქართველოს ადგილი იყო ცარიელი. ქართველი ხალხი არ იყო წარმოდგენილი იმ ქვეყნებთან ერთად, რომლებიც საკუთარ თავს ევროპული ოჯახის განუყოფელ ნაწილად მოიაზრებენ და უახლოეს მომავალში ევროკავშირის წევრობისთვის ემზადებიან;
პარტია „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების შედეგად დაწყებული, შეუქცევადი დემოკრატიული უკუსვლის ფონზე, საქართველო სწრაფად სცილდება ევროპას, დასავლურ ცივილიზაციას და კარგავს სრულიად უნიკალურ, ერთჯერად შესაძლებლობას გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა სულ რამდენიმე წელიწადში;
ევროკავშირთან ამ უკიდურესად ნეგატიური დინამიკის შენარჩუნების შემთხვევაში, არსებობს იმის რეალური საფრთხე, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ დავკარგოთ ყველა ის ძირითადი ინსტრუმენტი, რაც ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე გვაქვს _ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, კანდიდატის სტატუსი და ასოცირების შეთანხმება, რაც, უპირველეს ყოვლისა, ქართველი ხალხის მონაპოვარს წარმოადგენს;
მიუხედავად ყველაფრისა, ევროკავშირი და საქართველოს ევროპელი პარტნიორები ცალსახად მხარს უჭერენ ქართველ ხალხს და ჩვენი ერის ევროპულ არჩევანს. მათთვის, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის, სრულიად ნათელია, რომ საქართველოს ევროპის გარდა სხვა ალტერნატივა პრინციპულად არ გააჩნია; რომ საქართველომ აუცილებლად უნდა დაიბრუნოს საკუთარი ადგილი ევროპის კონტინენტზე და რომ ევროპული კავშირის პროექტი, ერთიანი ევროპული ოჯახის იდეა, ვერასდროს იქნება სრულყოფილი საქართველოს გარეშე!
ჩვენთვის და ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის ასევე სრულიად ნათელია, რომ დღეს საქართველოში არსებული დაპირისპირების ხაზი ევროპულ ცივილიზაციასა და რუსულ ტოტალიტარიზმს შორის გადის თითოეული ჩვენთაგანის უწყვეტ პროტესტზე, რომელიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის, საქართველოს საბოლოო გამარჯვებამდე! -აღნიშნულია განცხადებაში.
მსგავსი სტატიები
- 92
ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს მხრიდან რეგრესული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიამ გაფართოების პროცესს უნდა გადახედოს, - ამის შესახებ 22 ევროპარლამენტარი ერთობლივ წერილში აცხადებს. „ჩვენ, ხელმომწერი ევროპარლამენტარები, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მმართველი „ქართული ოცნების“ პარტიის მიერ „უცხოურ აგენტებზე“ კანონის დაბრუნების ზრახვასთან დაკავშირებით, რომელიც გასულ წელს ქართულმა საზოგადოებამ მასიური პროტესტებით უარყო. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის… - 91
ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია შესწორებებით მიიღო. რეზოლუციის პროექტში, რომელიც პარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ და ურყევ მხარდაჭერას მათი ლეგიტიმური ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და აყვავებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრების სურვილის მიმართ, „რაც გამოიხატება მასობრივ საპროტესტო აქციებში, რომლებიც… - 91საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბატონ დონალდ ტრამპსამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, ბატონ ჯეი დი ვანსს ღია წერილი გაუგზავნა: რამდენიმე კვირის წინ, მოგმართეთ წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. აღნიშნულ წერილს წინ უსწრებდა ჩემი საჯარო განცხადებები, სადაც ღიად გამოვხატავდი საქართველოს მზაობას, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განგვეახლებინა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და…
- 89
შემაშფოთებელია, რომ გაფართოების ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით უსაფუძვლო ნეგატიური შეფასებების გასაჟღერებლად და მორიგი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის არის გამოყენებული, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც უწყება ევროკომისიის გაფართოების პოლიტიკის შესახებ ერთობლივ კომუნიკაციასა და საქართველოს შესახებ ანგარიშს ეხმაურება. საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ ევროკომისიის ანგარიშში მოცემული შეფასების ობიექტურობასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვის… - 88
როგორც საჯაროდ დაანონსდა, ამ დღეებში, საქართველოში რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის წევრისგან შემდგარი ჯგუფი ჩამოდის, რომელსაც ლიეტუვის პარლამენტის წევრმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა მოუყარა თავი. ამ ჯგუფმა ჩემთან და პარლამენტის ზოგიერთი კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრაც ითხოვა, რაზეც უარი ვუთხარი და წერილობითაც განვუმარტე უარის მიზეზი. გთავაზობთ საპასუხო წერილს ქართულად: *** არ გამკვირვებია ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის…