ის, რომ პოლონეთის მთავრობა საკუთარი მიგრაციის პოლიტიკას ამკაცრებს, ან ერთი, ან მეორე მიმართულებით, „ქართული ოცნება“ აქ რა შუაშია?- არ ვიცი პოლონეთი როგორ აპირებს მუშახელის მოთხოვნა დააკმაყოფილოს, რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ჯერ ერთი საქართველოში დეფიციტია და გვჭირდება მუშა ხელი , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პოლონეთის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში სამუშაო ვიზას გამარტივებულად ვეღარ მიიღებენ.
საპასუხოდ, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსაც საკმაოდ მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკა აქვს და ვერც პოლონელები ჩამოვლენ ჩვენს ქვეყანაში სამუშაოდ მარტივად.
„ჩვენც საკმაოდ მკაცრი მიგრაციის პოლიტიკა გვაქვს და ჩვენთან პოლონელიც ვერ ჩამოვა ასე ადვილად სამუშაოდ. ეს მათი შიდა მიგრაციის საკითხებია, ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგადად ამკაცრებს გერმანია, სხვა ქვეყნები ცდილობენ, რომ საკუთარი მიგრაციის პოლიტიკა გადააწყონ, რაც შეიძლება მათი გადმოსახედიდან გამართლებულიც იყოს, თუმცა შიდა დისკუსიასაც ვაკვირდებით, რომ საკმაოდ დაგვიანებულია ევროკავშირისთვის – იმ ღია საზღვრების პრინციპმა, რაც ჰქონდათ მათ ზოგადად, ევროკავშირი ბევრ რამეში შეაფერხა.
ეს არის პოლონეთის მიგრაციის პოლიტიკის ნაწილი, საქართველოდან იქ სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა იყო დიდი და იმ ქვეყნებისთვის, საიდანაც დიდია მოთხოვნა, უფრო მკაცრი რეგულაციები შემოიღეს. ამას, უპირველეს ყოვლისა, პოლონეთისთვის ექნება ცუდი ეკონომიკური გავლენა, ვინაიდან, რადგან მუშა ხელი იქ ჩადიოდა, ეს იმას ნიშნავს, რომ იქ იყო მოთხოვნა მუშა ხელზე. არ ვიცი პოლონეთი როგორ აპირებს მუშა ხელის მოთხოვნა დააკმაყოფილოს. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ჯერ ერთი საქართველოში დეფიციტია და გვჭირდება მუშა ხელი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პოლონეთმა საქართველო ამოიღო ხუთი ქვეყნის ჩამონათვალიდან, რომლებსაც სამუშაო ვიზებს გამარტივებული წესით აძლევდა. პრივილეგიები საქართველოს მოქალაქეებისთვის 21 ნოემბერს გაუქმდა. რეგულაციის ამოქმედების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს მოკლევადიანი სამუშაო ვიზის ასაღებადაც სრული პროცედურის გავლა მოუწევთ.
აქამდე არსებული რეგულაციით, დამსაქმებელი საქართველოს მოქალაქის დაქირავების შესახებ განაცხადს აგზავნიდა მუნიციპალურ ოფისში და აღარ იყო საჭირო საელჩოში განაცხადის შევსება და გასაუბრება. სამუშაო ვიზა გაიცემოდა 24 თვემდე ვადით.
სამუშაო ვიზების გაცემის გამარტივებული გზით კვლავ ისარგებლებენ სომხეთის, ბელარუსის, მოლდოვისა და უკრაინის მოქალაქეები.
წყარო: ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 68
ევროსაბჭოში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება. ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს საკითხებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის თანამომხსენებლები ედიტე ესტრელა (პორტუგალია-სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეთა ჯგუფი) და საბინა ჩუდიჩი (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი) წარადგენენ რეზოლუციას: „დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“. რეზოლუციის პროექტის ტექსტში აღნიშნულია, რომ… - 63
_საქართველოს მთავრობის უპრეცედენტო ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და რიტორიკის საპასუხოდ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა იუროვამ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ვიცე-პრეზიდენტმა იუროვამ ისაუბრა საქართველოს მთავრობის ქმედებების საპასუხოდ ევროკავშირის მიერ გატარებულ ზომებზე, თუმცა განაცხადა, რომ გამოსავალი მარტივია: „თუ არსებობს პოლიტიკური ნება“. იუროვას თქმით, საქართველოს მთავრობამ… - 62
ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს 26 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოთი, რომელიც დაირღვა ხმების მოსყიდვის, ამომრჩეველთა დაშინების, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და საარჩევნო სამეთვალყურეო საბჭოებში საეჭვო დანიშვნებით, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენების: ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელის, წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მაიკ ტერნერისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ჯერი კონოლის ერთობლივ… - 62აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრა პერსპექტიული იყო. ამის შესახებ მან „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა. სახელმწიფო მდივანს ჟურნალისტმა შეახსენა მისი განცხადება, რომ უიტკოფისა და პუტინის შეხვედრა პასუხს გასცემდა ფუნდამენტურ შეკითხვას, მოძრაობენ თუ არა ისინი ცეცხლის შეწყვეტისკენ და…
- 60
შეიძლება გავაკეთო, შეიძლება არ გავაკეთო, არავინ არ იცის, რას ვიზამ, _ ასეთი პასუხი გასცა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კითხვას, აპირებს თუ არა ის ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების ბრძანების გაცემას. „შეიძლება ვქნა, შეიძლება არ ვქნა, არავინ არ იცის რას ვიზამ. შემიძლია ის გითხრათ, რომ ირანს დიდი პრობლემები აქვს და მოლაპარაკება სურთ.…